მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა განაცხადა, რომ პროფესიულ კარიერაში მისი მთავარი ოცნება "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგებაა. ჯერჯერობით სერბი ჩოგბურთელის კოლექციაში მხოლოდ როლან გაროსის მთავარი პრიზია - იქ მან 2008 წელს ფინალში დინარა საფინას დამარცხების შემდეგ გაიმარჯვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა განაცხადა, რომ პროფესიულ კარიერაში მისი მთავარი ოცნება "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგებაა. ჯერჯერობით სერბი ჩოგბურთელის კოლექციაში მხოლოდ როლან გაროსის მთავარი პრიზია - იქ მან 2008 წელს ფინალში დინარა საფინას დამარცხების შემდეგ გაიმარჯვა.

"ჩემი მიზანია "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება, - აღნიშნა ივანოვიჩმა ერთ-ერთი სერბული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. - მართალია, ამის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ საკმარისი ოსტატობა და დრო მაქვს იმისთვის, რომ ეს ოცნება უახლოეს სეზონებში ავასრულო. ასევე მინდა დავუბრუნდე რეიტინგის პირველ საფეხურს".

ივანოვიჩი ყვება, რომ ძალიან მოსწონს ინტერვიუების მიცემა, რადგან ჟურნალისტები ხშირად მოულოდნელ კითხვებს უსვამენ, რაც ჩოგბურთელს სხვადასხვა თემებზე დაფიქრებას აიძულებს.

"კარიერის დასაწყისში ძალიან მორცხვი ვიყავი, განსაკუთრებით პრესასთან ურთიერთობის დროს. მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ჩემი სამუშაოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბარი ხშირად ძალიან სახალისოა, რადგან ისეთ შეკითხვებს გისვამენ, რაზეც თავად არასოდეს დაფიქრებულხარ", - ამბობს ჩოგბურთელი, რომელიც სულ მალე 23 წლის გახდება.

ივანოვიჩი ამბობს, რომ ბელგრადში დაბრუნებისას უფრო ხშირად დროს შინ ან მეგობრების წრეში ატარებს და ერიდება რესტორნებსა თუ კაფეებში გამოჩენას.

"ბავშვობიდან ბევრი მეგობარი შემომრჩა. მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მათ ბავშვობაში გამიცნეს, როცა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი და არა ჩოგბურთის ვარსკვლავი. მეგობრების წრეში სპორტზე არ ვლაპარაკობთ, საერთო თემებს განვიხილავთ, იქნება ეს ადამიანებს შორის ურთიერთობა, მოგზაურობა თუ ლიტერატურა", - აცხადებს ივანოვიჩი.

ანამ ისიც დაამატა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ჩოგბურთის მიღმა ცხოვრება და მხოლოდ სპორტს არ მიუძღვნას საკუთარი თავი. "საკმარისად მყავს თანაშემწეები, რომლებიც ტურნირიდან ტურნირზე ჩემი მგზავრობის საკითხები აგვარებენ, პრესას ინტერვიუებზე უთანხმდებიან და სხვა საკითხებს წყვეტენ. ამის გამო საკმარისი თავისუფალი დრო მრჩება, რომელსაც ისეთ საკითხებს ვუთმობ, რაც ჩოგბურთთან არ არის დაკავშირებული", - ამბობს სერბი.

ივანოვიჩის ერთ-ერთი არასაჩოგბურთო გატაცებაა - მოდა. სპორტსმენი აღიარებს, რომ დრო და დრო უყვარს მოდის ჟურნალების თვალიერება და დიზაინერული სიახლეებს გაცნობა: "ვცდილობ მოდას მივყვე, რადგან ეს საქმე ძალიან მაინტერესებს. საყვარელ დიზაინერს ან ბრენდს ვერ გამოვარჩევ, თუმცა ძალიან მომწონს მეტიუ უილიამსონის ტანსაცმელი და Miu Miu-ს ფეხსაცმელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე