ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადასა და თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა
5 ივნისს ქუთაისში სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციისა და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების თაოსნობით ჩატარდა ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადასა და თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა.

მასობრივი სპორტული ასპარეზობები გაიმართა იმ სახეობებში, რომლებიც თბილისი 2015-ის პროგრამითაა გათვალისწინებული. შეჯიბრებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებს შორის სპორტულ თემატიკაზე მოეწყო ლიტერატურული კონკურსი და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ლიტერატურული კონკურსიდან აღსანიშნავია მძლეოსან ნინი სირაძის ნამუშევარი, რომელიც მან სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ვიქტორ სანეევს მიუძღვნა.

ვიქტორ სანეევისა და ნინი სირაძის ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ აფხაზეთში - განთიადში, სადაც დაოსტატდა ვიქტორ სანეევი. ნინის ნაშრომი "ოლიმპიური ჩემპიონი ჩვენს ეზოში" ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა.

ოლიმპიურ ფესტივალს დაესწრო ქუთაისთან დაძმობილებული უელსის სიდიდით მესამე ქალაქის, ნიუპორტის დელეგაცია, ნიუპორტი-ქუთაისის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარის, დერეკ ბატლერის ხელმძღვანელობით.

სტუმრებმა რამდენიმე დღის წინ თავიანთ ქვეყანაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ცერემონიალში, რომელიც მათი ინიციატივით უელსის მონაკვეთზე ნიუპორტში, ქუთაისის ქუჩაზე მოეწყო.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს სპორტის მასობრიობის მნიშვნელობას და ამ კუთხით იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

"ოლიმპიური ფესტივალი ერთგვარი დათვალიერება იყო იმ ახალგაზრდა სპორტსმენებისა, რომლებიც ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტულ სკოლებში ვარჯიშობენ.

ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, 2015 წელს თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე იასპარეზებს და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - აღნიშნა ოლიმპიური ფესტივალის თანაორგანიზატორმა დავით აბულაძემ.

ოლიმპიური ფესტივალის ყველა მონაწილე ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ - რევაზ რობაქიძემ, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ვიმპელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე