რაგბის კავშირის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე საქართველოში არბიტრების კვალიფიკაციაზე საუბრობს
მსაჯი ნებისმიერი სპორტის სახეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის კვალიფიკაციას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მისსავე ობიექტურობაზეა დამოკიდებული გუნდისა თუ სპორტსმენის ბედი. ასეა რაგბიშიც. მეტიც, არბიტრი ოვალური ბურთის თამაშის რეჟისორიც კია. მას უნდა შეეძლოს მატჩის სწორი მიმართულებით წაყვანა და სანახაობად გადაქცევა. ეს კი მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის თემიდის მსახურთ შეუძლიათ.

ერთი სიტყვით, რაგბის განვითარება წარმოუდგენელია განსწავლული, მაღალი კვალიფიკაციის მსაჯების გარეშე. რა მდგომარეობაა ამ სფეროში საქართველოში? ამ თემაზე საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარეს, დავით შუბითიძეს ვესაუბრეთ.

- ახლახან დასრულდა გაზაფხულის ტურნირის გათამაშება. როგორ შეაფასებდით ჩვენი მსაჯების გარჯას?

- თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ უკმაყოფილო ვარ არა მარტო მსაჯებით, არამედ მათ მიმართ გუნდების წარმომადგენლების დამოკიდებულებით.

გაზაფხულის ტურნირი შუალედური შეჯიბრება იყო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის გამართვის სისტემის შეცვლამ გამოიწვია.

წესით, ის გუნდებს მოსამზადებლად, სხვადასხვა სათამაშო სქემის დასამუშავებლად უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლეს და მაინც შედეგზე გადაიტანეს აქცენტი.

აქედან გამომდინარე, იმ ახალგაზრდა მსაჯებზე, რომლებსაც ამ ტურნირზე გამოცდილების მიღებისა და ზრდის საშუალება მივეცით, ფსიქოლოგიური ზეწოლა მაინც ხორციელდებოდა.

- რაში გამოიხატება გუნდების მხრიდან მსაჯზე ფსიქოლოგიური ზეწოლა?

- ძირითადად, გაუთავებელ დავაში. მაგალითად, გაზაფხულის ტურნირის ფინალი ჩაგვივარდა. დავით ჩერგოლეიშვილმა "ლელოსა" და "ლოკომოტივის" ნახევარფინალში კარგად იმსაჯა.

ვიფიქრეთ, რომ ფინალსაც თავს გაართმევდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ბევრი შეცდომა დაუშვა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ფინალში დანიშვნა ჩვენი არასწორი გადაწყვეტილება იყო.

- საქართველოში არის რამდენიმე მსაჯი, რომელიც, იმავდროულად, სამწვრთნელო საქმიანობას ეწვევა. ეს გარკვეულწილად ინტერესების კონფლიქტს ხომ არ ქმნის?

- დიახ, ასეთი მსაჯი ამჟამად ორია, მიხეილ ჩაჩუა და უჩა ნარიმანიძე. ასე იმიტომ ხდება, რომ საბოლოოდ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება.

მარტო მსაჯის ანაზღაურებით ძნელია ცხოვრება. თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ნელ-ნელა მათი საქმიანობის არეალი შეიზღუდოს და მხოლოდ მსაჯებად იმუშაონ.

თანაც, მათ ისეთი ასაკი აქვთ, რომ უნდა ღირსეულად გავაცილოთ. ამ ადამიანებს უდიდესი შრომა აქვთ გაწეული. ისინი, გოჩა აბაშიძის ხელმძღვანელობით, ძალიან რთულ პერიოდში მოღვაწეობდნენ და დღემდე მოვიდნენ. ამისთვის მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ და სათანადო პატივი მივაგოთ.

- რა კეთდება საიმისოდ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?

- ახალი თაობა მოდის. საქართველოს რაგბის კავშირმა ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია განახორციელა. თავად განსაჯეთ, კურსი ისეთი გვაქვს აღებული, რომ მსაჯობა ნელ-ნელა პრესტიჟული ხდება.

ჩვენთან მოხვდნენ ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები, რომლებსაც ჭაბუკთა ლიგების მატჩებზე ვამსაჯებთ.

გასულ წელს საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა ავსტრალიელი უმაღლესი დონის სპეციალისტი ქის ჰოული, რომელმაც სწორედ ასეთი რეკომენდაცია მოგვცა - მსაჯის აღზრდა უნდა დაიწყოს 18 წლის ასაკიდან. ის 23-24 წლამდე მსაჯობის სწავლით უნდა იყოს დაკავებული, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კი უმაღლეს დონეზე უნდა მსაჯობდეს.

- თუ მსაჯობა პრესტიჟული ხდება, გამოდის, მსაჯების რიცხვიც იზრდება?

- დიახ, თუ შარშან ოცდაათამდე მსაჯი გვყავდა, ამჟამად სამოცი გვყავს დასაქმებული. თუმცა აქაც არის პრობლემები - ზოგს ჯარი უწევს, ზოგი სწავლობს. მსაჯობის დაუფლება-სრულყოფა უსასრულო პროცესია, ცოდნის შეძენა მთელ ცხოვრებას მოიცავს. თუ ისინი შეძლებენ და მეტს იმუშავებენ, ნამდვილად მოგებულნი დარჩებიან.

მერე, მოგვიანებით, როცა დიდი ტრადიციების სარაგბო ქვეყანაში მოუწევთ გამგზავრება, ნახავენ, რა დიდ პატივს სცემენ მსაჯებს, რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ისინი მსოფლიო რაგბის თემში.

- ფინანსურის გარდა, კიდევ რა დახმარებას გიწევთ რაგბის კავშირი?

-სწავლა, სწავლა და სწავლა. თეორიულთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოც სრულდება. შარშან მალთაყვაში ორკვირიანი შეკრება მოვაწყვეთ, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ამჟამადაც გვინდა მსგავსი შეკრება, სავარაუდოდ, სურამში გავმართოთ.

ამასთან ერთად, გამორიცხული არ არის, უცხოეთიდან რამდენიმე ახალგაზრდა მსაჯი მოვიწვიოთ, რომლებიც აქ, ჩვენთან, ქართველ არბიტრებთან ერთად გაიზრდებიან. ვფიქრობთ, მათთან ურთიერთობა, გამოცდილებისა და აზრთა გაცვლა ჩვენებს დიდად წაადგებათ.

- ქართველ არბიტრებს საერთაშორისო მატჩების განსჯასაც ანდობდნენ. ამჟამად თუ არის ვინმე გამოძახებული?

- წლეულს უჩა ნარიმანიძემ იმსაჯა ლატვიისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირებაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მისი დონე არ არის. მას შეუძლია გაცილებით მაღალი რანგის თამაშების განსჯა, მაგრამ...

- თუ შეუძლია, რატომ არ ამსაჯებენ?

- იქამდე არ უშვებენ. ეს ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული.

- მაშინ ის გვითხარით, ახალი სეზონიდან რას აპირებთ?

- მომავალ სეზონში ბევრი ახალი მსაჯი გამოჩნდება. გვინდა კლუბების ხელმძღვანელებს შევხვდეთ და ვთხოვოთ, რომ გაგებით მოეკიდონ მსაჯობის პრობლემას საქართველოში. ქის ჰოულმა სტუმრობისას გვითხრა - ქართული რაგბის განვითარების მუხრუჭი ქართველი მსაჯების დაბალი დონეაო.

ამას აუცილებლად გამოსწორება სჭირდება. მაღალკვალიფიციური მსაჯების გარეშე წინ ვერ წავალთ, ვერ განვვითარდებით.

საქართველოს ჩემპიონატში, როგორც კაცთა, ისე ჭაბუკთა ლიგებში, ლიდერების მატჩებს ისევ გამოცდილ მსაჯებს ვანდობთ, სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის გუნდებთან კი ახალგაზრდებს მივცემთ ზრდისა და განვითარების საშუალებას.

საერთო ჯამში, კარგი თაობა მოდის. ბევრი ნიჭიერი ბიჭია ქუთაისშიც. მსაჯი ქალები დიდი ხანია გამოჩნდნენ ქართულ რაგბიში. მალე გვეყოლება მსაჯების ქალთა ბრიგადაც. შევიძინეთ მაღალი ხარისხის აპარატურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მატჩი დეტალურად გავაანალიზოთ.

ერთი სიტყვით, მინდა მივმართო კლუბების ხელმძღვანელებს, რომ გაგებით მოეკიდნონ ჩვენს პრობლემებს. მსაჯობა ძალიან სათუთი თემაა და მისი სრულყოფისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

- პროცესებს, რაზეც უკვე ისაუბრეთ, რომელი ორგანო ხელმძღვანელობს?

- საქართველოს რაგბის კავშირში არის საშეჯიბრო კომიტეტი, რომელშიც შედის მსაჯთა ქვეკომიტეტი. კავშირის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა მსაჯთა კოლეგია, რომელშიც ორი წარმომადგენელი ჰყავს რაგბის კავშირს - ნიაზ მამრიკიშვილი და მალხაზ კოროშინაძე; ორიც მსაჯებს - ნოდარ რობიტაშვილი და მიხეილ ჩაჩუა.

სწორედ ეს კოლეგია ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას. მსაჯობა, როგორც უკვე ვთქვი, სპეციფიკური თემაა და ამიტომ რაგბის კავშირმა ისევ მსაჯებს მიანდო თავისი საქმიანობის მართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა