ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

კობი ბრაიანტი: ზიზღის 10 მიზეზი

კობი ბრაიანტი: ზიზღის 10 მიზეზი

ბოლოს რამდენიმე წლის განმავლობაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა თანამედროვე კალათბურთის ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურად. სასწორის ერთ მხარესაა - ხუთი საჩემპიონო ბეჭედი, ოლიმპიური ოქრო, სეზონის საუკეთესო კალათბურთელისა და ლიგის საუკეთესო სნაიპერის ტიტული.

ბოლოს რამდენიმე წლის განმავლობაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა თანამედროვე კალათბურთის ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურად. სასწორის ერთ მხარესაა - ხუთი საჩემპიონო ბეჭედი, ოლიმპიური ოქრო, სეზონის საუკეთესო კალათბურთელისა და ლიგის საუკეთესო სნაიპერის ტიტული. ამის წყალობით "შავი მამბას" გულშემატკივართა არმია ყოველწლიურად იზრდება. მაგრამ მეორეს მხრივ, არ მცირდება კობის არაკეთილისმსურველთა რიცხვი. Bleacherreport-ის მიმომხილველი მარიო გონსალესი ცდილობს გაერკვეს ამ პარადოქსში. მან შეადგინა იმ მიზეზთა რეიტინგი, რის გამოც არ უყვარს კალათბურთის ბევრ გულშემატკივარს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშე.

1. NBA-ში მეგობრები არ ჰყავს

ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, "ლეიკერსის" სუპერვარსკვლავს ლიგაში მეგობრები არ ჰყავს. უფრო მეტი - არც უნდა რომ ჰყავდეს. არ აქვს სურვილი მოისმინოს დუაიტ ჰოვარდისგან მორიგი ხუმრობა ან მატჩის შემდეგ ვახშმად ეწვიოს დუეინ უეიდს. კობი ბრაიანტი ამ თამაშში არა მეგობრების შესაძენად, არამედ სხვა მიზნით - მოსაგებად მივიდა. და ამ ამოცანის შესრულებას ყველანაირი ხერხით ცდილობს. ასეთი მიდგომით კი სხვა გუნდის კალათბურთელებს თავს ვერ შეაყვარებ. ბოლო წლებში კობიმ მოასწრო პოლ პირსთან, რეი ალენთან, ლებრონ ჯეიმსთან, რაჯა ბელთან, შაკილ ო'ნილთან წაჩხუბება (ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება)... სამაგიეროდ, ბრაიანტს ხუთი საჩემპიონო ბეჭედი აქვს.

ქედმაღლობა

ბრაიანტს ბევრი აკრიტიკებს არაემოციურობისა და სიტყვაძუნწობის გამო. ჟურნალისტებისთვის ეს არ არის ახალი ამბავი. მისგან ორი-სამი სიტყვის ამოქაჩვა - ეს ის მაქსიმუმია, რისი იმედიც პრესის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ. ურთიერთობა, ინტერვიუ ან უბრალოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ცნობილ გულშემატკივრებთან - მისთვის უინტერესო საქმიანობაა. ამას ადასტურებს ჰოლივუდის ვარსკვლავი კრის როკი, რომელიც მშვიდი სახით მოიშორა კობიმ 2010 წლის ფინალის შედეგ. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბრაიანტი გამორჩეული ინდივიდუალისტია და ინტელექტიც საკმარისი აქვს. მაგრამ ნუ ელოდებით, რომ ის ხშირად მოგხიბლავთ ამ თვისებებით. მას თქვენთვის არ სცალია.

ჭირვეული მარტოხელა მგელი

მას შემდეგ, რაც კობიმ გუნდიდან მოიშორა მეორე სუპერვარსკვლავი - შაკილ ო'ნილი, მას ზედმეტ ინდივიდუალიზმსა და ეგოიზმში დასდეს ბრალი. შაკის წასვლიდან ორი წლის შემდეგ, კობის მოწინააღმდეგეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ამაში. ბრაიანტი ბევრს ესროდა, პასებს იშვიათად არიგებდა, "ლეიკერსი" კი ხშირად ვერ იგებდა. "ის ბურთს დახარბებული მოთამაშეა", - ამბობდნენ კალიფორნიელი ლიდერის შესახებ. გარკვეულწილად ეს მართალია, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ: ჰქონდა თუ არა მას არჩევანი? გამარჯვების სურვილი არსად გამქრალა, თუმცა პარტნიორები იყვნენ დაბალი კლასის. წარმოიდგინეთ გუნდი, რომელსაც ჰყავს მაიკლ ჯორდანი, ხოლო მის გარშემო შეკრებილნი არიან კვამე ბრაუნი, სმეშ პარკერი და კრის მიმი. შეძლებდა ასეთი გუნდი მოგებას? საოცარია, მაგრამ, როცა "ლეიკერსი" პაუ გასოლით, ენდრიუ ბინუმითა და დერეკ ფიშერით გაძლიერდა, ბრაიანტის მისამართით მაშინვე გავრცელდა საპირისპირო ბრალდება - ნაკლებ ქულას აგროვებს, რადგან უნდა შედეგზე პასუხისმგებლობა თანაგუნდელებს დააკისროს.

კობი თქვენი გუნდის წინააღმდეგ

იმ ყველა მიზეზიდან, რის გამოც ხალხს ბრაიანტი არ უყვარს - ეს ყველაზე სუბიექტურია. თუ თქვენ სხვა ძლიერი კლუბის გულშემატკივარი ხართ, ეს გრძნობა აუცილებლად გაგიჩნდებოდათ. მაგალითად, "ბოსტონის" ფანებმა შესანიშნავად იციან, რას ნიშნავს კობის მიერ წართმეული ტიტული. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, "ლეიკერსის" გულშემატკივრებისთვის ასეთივე გამაღიზიანებელი იყო ტიმ დანკანი, რომელიც "სან ანტონიოს" გამარჯვებების გარანტი გახლდათ. ახლა ლებრონის, დუეინისა და კარმელოს გულშემატკივრების ოცნებები იმსხვრევა კობის გამო.

უმართავი

შაკთან გაყრის შემდეგ "ლეიკერსის" რთული პერიოდი დაუდგა. წავიდა ფილ ჯექსონი და სწორედ დიადმა მწვრთნელმა მისცა ხალხს კობი ბრაიანტის კრიტიკის ახალი საბაბი. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში - "ბოლო სეზონი", ჯექსონმა ყოფილ შეგირდს "უმართავი" უწოდა და ისეთ კალათბურთელად მოიხსენია, რომლის გაწვრთნა შეუძლებელია. ფილის თქმით, ბრაიანტი ძალიან ჯიუტია და ხშირად მიდის გუნდის ინტერესების წინააღმდეგ. მართალია, მოგვიანებით ჯექსონმა კორექტირება გაუკეთა თავის სიტყვებს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო.

ო'ნილის საქმე

შაკის თავიდან მოცილების შემდეგ, კობიმ დაანგრია გუნდი, რომელსაც ბევრი დიადი გამარჯვების მოპოვება შეეძლო - ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოსაზრებაა ამ სკანდალურ ისტორიაში, განსაკუთრებით ო'ნილის ფანებს შორის. სინამდვილეში, არასწორია იმის ვარაუდი, რომ შაკის "ლეიკერსიდან" წასვლა სწორედ ბრაიანტთან ჩხუბით იყო გამოწვეული. კონფლიქტი მართლაც არსებობდა, მაგრამ იყო აგრეთვე "ლეიკერსის" მფლობელის ჯერი ბასის სურვილი - მას არ უნდოდა უკვე მობერებული შაკისთვის მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმება. ბასი მომავლისკენ იყურებოდა და დარწმუნებული იყო, რომ უფრო ჭკვიანური იქნებოდა ახალგაზრდა ბრაიანტის გარშემო ახალი გუნდის შექმნა. ორ სუპერვარსკვლავს შორის პრესის მიერ გაბუქული კონტრაქტი ის საშუალება აღმოჩნდა, რომლის დახმარებითაც გუნდის ხელმძღვანელობამ შაკი მოიშორა.

ვინ არის ბინუმი?

აი, სად დაუშვა ბრაიანტმა ყველაზე დიდი შეცდომა. სრულიად უდანაშაულო თანაგუნდელის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხდომა ნამდვილად ვერ იმოქმედებდა დადებითად კობის რეპუტაციაზე. შეგახსენებთ რაზეა ლაპარაკი: ორი წლის წინ "ლეიკერსს" შეეძლო ახალგაზრდა ცენტრი ენდრიუ ბინუმი ლიგის ცოცხალ ლეგენდაზე - ჯეისონ კიდზე გაეცვალა. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს იდეა უარყო, რამაც ბრაიანტი გააცოფა. "ვერ ვიჯერებ, რომ მათ უარი თქვეს ასეთ ტრეიდზე! ვის გამო? ბინუმის გამო? ვინ არის ის საერთოდ?!" - ამბობდა განრისხებული კობი ტელეკამერების წინ. რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადებით მისი თაყვანისმცემელთა რიცხვი ვერ გაიზრდებოდა. სამაგიეროდ, მოგვიანებით ბინუმთან კარგად შეთამაშდა და მათ ორჯერ ერთად მოიგეს ჩემპიონობა.

ტრეიდის თხოვნა

ოთხი წლის წინ კობიმ არასასიამოვნოდ გააოცა "ლეიკერსის" გულშემატკივრები, როცა გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა. დილის რადიოშოუს პირდაპირ ეთერში ბრაინტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელთა სასელექციო მუშაობით და ამიტომაც ტრეიდს ითხოვს. რამდენიმე საათის შემდეგ მან სიტუაციის გამოსწორება სცადა - გუნდიდან წასვლა არ მინდა და ჩემი სიტყვები არასწორად გაიგესო. მაგრამ აგორებული ჭორების შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მაშინვე გავრცელდა "ახალი ამბები": კობი "კლიპერსთან" ერთად ვარჯიშობს, თითქმის მიაღწია შეთანხმებას "ჩიკაგოსთან" და ა. შ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ ბევრ გულშემატკივარს ცუდი მოგონება დაუტოვა.

ცუდად ისვრის გადამწყვეტ მატჩებში

ამის შესახებ ლაპარაკი წლევანდელი ფინალური სერიის მეშვიდე მატჩის შემდეგ დაიწყეს. იმ შეხვედრაში კობის მართლაც არ ჰქონდა რეალიზაციის მაღალი პროცენტი. "შავი მამბას" კრიტიკოსებმა მაშინვე გაიხსენეს ძველი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კობი ჯორდანთან ახლოსაც ვერ მივა. მათ ავიწყდებოდათ, რომ ლეგენდარულ მაიკლსაც ჰქონდა ასეთი მატჩები. მათ შორის ფინალურ სერიებში. ბრაიანტი კი გააკრიტიკეს იმ მატჩის გამო, სადაც ის ბრწყინვალედ იცავდა თავს - 15 მოხსნა მიითვალა და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. და მთავარი: ის მატჩი "ლეიკერსმა" მაინც მოიგო.

სკანდალი კოლორადოში

და მივედით კობის ბიოგრაფიის ყველაზე დიდ "შავ ლაქასთან". 2003 წელს კალათბურთელი კოლორადოს ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ამან მის იმიჯზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. საქმე სასამართლომდე არ მისულა - სავარაუდო მსხვერპლმა უარი თქვა კალათბურთელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო დარბაზის მიღმა კომპრომისული გადაწყვეტილება პუბლიკისთვის ერთს ნიშნავდა: ბრაიანტმა უბრალოდ მოისყიდა 19 წლის გოგონა. ასეა თუ ისე, იმ მომენტიდან კობი ბევრი ამერიკელისთვის საძულველი პიროვნება გახდა, მთელი მსოფლიოს ქალებისთვის კი ნომერ პირველი მტერი. ამ ისტორიამ სამუდამოდ შეცვალა "ლეიკერსის" ლიდერის ცხოვრება: კარიერის ბოლომდე ეცდება დაავიწყოს ხალხს მასზე მიწებებული მოძალადის იარლიყი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• d-rose

აუ კარგით რა კობი ბრაიენტი ცოცხალი ლეგენდა არის მერე რა რო გუნდიდან წასვლა უნდოდა მაშინ მართლაც ვერ იყო ლეიკერსი და კიდე შაკი არ ჩამოუცილებია კობი ბრაიენტი ყოველთვის საუკეთესო იყო და მას მხოლოდ ჯორდანს შევადარებ მთავარი მისი სიძლიერე და გამოცდილებაა

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!

197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"