ნუთუ მხოლოდ იმის, რომ ევრო 2004-იც მასპინძლებთან მატჩით დაიწყეს?
ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ქალაქ ვარშავაში გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები წარსდგებიან.

პირველობის ფავორიტთა შორის ვერც სლავებს მოვიხსენიებთ და ვერც ელადელებს, მაგრამ ნეიტრალურ გულშემატკივართა მეტ ინტერესს მაინც პოლონეთის ნაკრები იწვევს.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან პოლონელები მასპინძლები არიან და შესაბამისად, ამ გუნდს შედეგი ისე მოეთხოვება, როგორც არასდროს.

მით უმეტეს, ჩემპიონატის მეორე მასპინძელი კოშმარულ ჯგუფში მოხვდა და საყოველთაო მოლოდინით, პლეი ოფამდე ვერც მიაღწევს.

ერთი მასპინძელი ხომ მაინც უნდა გავიდეს ჯგუფიდან? - უნდა გავიდეს და ეს ერთი მასპინძელი წესით, პოლონეთი უნდა იყოს - ასე მიიჩნევენ არა მარტო უბრალო გულშემატკივრები, არამედ საფეხბურთო ექსპერტებიც კი; გამომდინარე აქედან, პირველ შეხვედრაში პოლონელების მიმართ ინტერესი უფრო გამძაფრებული იქნება, მაგრამ...

გახსოვთ 2004 წელი?

არ უნდა დაგვავიწყდეს 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა და რომელიც ბერძენთა სენსაციური გამარჯვებით დასრულდა.

მაშინ, ისევე, როგორც ამჟამად, ელადელებს აუტსაიდერებად მიიჩნევდნენ და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს გუნდი არათუ ჩემპიონი, საერთოდ, რაიმე წარმატებას მიაღწევდა, თუნდაც ლოკალურს. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და მაშინ ბერძენთა ტრიუმფალური სვლა სწორედ მასპინძლებზე გამარჯვებით დაიწყო...

დიახ, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში პორტუგალია საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ყველასათვის მოულოდნელად, მინიმალური ანგარიშით წააგო. ის თამაში პორტუში გაიმართა, გამარჯვების გოლი კი გიორგოს კარაგუნისმა გაიტანა, რომელიც დღეს 35 წლის არის, "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავს და რაც მთავარია, საბერძნეთის ნაკრებს კარსმომდგარ კონტინენტის პირველობაზეც დაეხმარება.

კარაგუნისმა რვაწლისწინანდელი მოვლენები გაიხსენა და მომავალსაც გახედა - მოვუსმინოთ გიორგოსს:

"ასეთი მასშტაბის ტურნირის გახსნით შეხვედრაში მონაწილეობის მიღება განსაკუთრებული შეგრძნებაა და მიხარია, რომ ამის საშუალება კიდევ ერთხელ მეძლევა.

მახსოვს, პორტუგალიასთან ყველა განწირულად მიგვიჩნევდა, ჩვენ კი გავიმარჯვეთ და მთელი საფეხბურთო მსოფლიო გავაოცეთ. შემდეგ გამარჯვებათა მთელი სერია გამოვაცხვეთ და თასსაც დავეუფლეთ. ზღაპარში ვიყავით და დიდი სურვილი მაქვს, რომ მგავსი ემოციები კიდევ ერთხელ განვიცადო.

გვაქვს თუ არა ამის შანსი? - რა თქმა უნდა, გვაქვს, რადგან ჩვენ ერთხელ უკვე დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია".

კარაგუნისმა ჯგუფსა და მეტოქეებზე უფრო კონკრეტულადაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ბევრი თვლის, რომ ყველაზე სუსტი ჯგუფი ჩვენია. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ასე არაა და რომ ყველა ჯგუფი თანაბრად ძლიერია.

ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და ამ თემაზე დიდხანს შეჩერება უაზრობა მგონია. ფაქტია, რომ პლეი ოფში გასვლა ურთულესი იქნება და სწორედ ესაა ყველაზე მთავარი საზომი. რუსებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ - მათი ძლიერი მხარე მაღალი სისწრაფე და ბურთის კონტროლია.

ჩეხებს ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდი ჰყავთ და უბრძოლველად არავის არაფერს დაუთმობენ.

პოლონელები მასპინძლები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი - როდესაც თითოეულ შეხვედრაში 50 ათასზე მეტი ადამიანი გგულშემატკივრობს, წარმატების მიღწევა გაცილებით იოლია.

ასე რომ, თუ მეოთხედფინალში გასვლა გვსურს, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. მჯერა, რომ ასეც მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა