უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ უკანასკნელი საკონტროლო მატჩი გამართა და თურქეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა, 0:2
თურქეთი-უკრაინა 2:0

თურქეთი (4-4-2): მერთ გიუნოკი - ჰამით ალთინთოფი, სემიქ კაია (31. ტოპრაკი), ეგემენი (78. ემრე), ალი ქალდირიმი - თიორე (83. ბაითარი), თოფაფი, შაჰინი, არდა (66. თუნაი თორუნი) - ჯანერი (66. სერქანი), ფექთემექი (81. ბულუთი).

უკრაინა (4-3-2-1): პიატოვი - ბუტკო (64. გუსევი), კუხერი (46. ხაჩერიდი), რაკიცკი, შევჩუკი - გარმაში (46. ნაზარენკო), როტანი, კონოპლიანკა - მილევსკი (69. სელეზნიოვი), ალიევი (46. შევჩენკო) - დევიჩი.

გოლები: 1:0 ჯანერი (30), 2:0 ფექთემექი (70).

გერმანიაში შეკრებაზე მყოფმა უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ უკანასკნელი საკონტროლო მატჩი გამართა და თურქეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა, 0:2.

კონტინენტის პირველობის თანამასპინძლებმა უსახური მატჩი გამართეს და სრულიად დამსახურებული მარცხი იწვნიეს.

საერთოდაც, ოლეგ ბლოხინის გუნდი ვერაფრით ჩამოყალიბდა ძლიერ საფეხბურთო მანქანად, როგორც ეს თავად მწვრთნელს სურდა და რაზეც მას შემდეგ ლაპარაკობს, რაც ქვეყნის უმთავრეს გუნდს ჩაუდგა სათავეში. ამ ეტაპზე ეს ასე ჩანს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოიდონ თავი და როგორც ანდრეი შევჩენკო აცხადებს, მთელი საფეხბურთო მსოფლიო გააოცონ.

სანამ უკრაინელები მსოფლიოს გააოცებენ, მორიგი თამაში ჩააგდეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქებთან სრულიად დამსახურებულად დამარცხდნენ. ბლოხინს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი არ ჰყავდა, მაგალითად: ტიმოშუკი, იარმოლენკო და მიხალიკი, მაგრამ გასამართლებელ საბუთად ეს ვერ გამოდგება - ვერ გამოდგება იმიტომ, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არც თურქებს ჰყავდათ. მეტიც, ჩვენმა მეზობლებმა აღნიშნული სპარინგი ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით გამართეს.

მიუხედავად ამისა, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას სწორედ ოსმალოები ფლობდნენ და მომენტებიც იმდენი შექმნეს სლავთა კართან, რომ შეეძლოთ, გამანადგურებელი ანგარიშითაც მოეგოთ. თუმცა თურქებმა ორი გოლი იკმარეს, თითო ტაიმში თითო მიართვეს მეტოქეს და ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ უკრაინელებს ხასიათი წაუხდინეს.

მატჩის შემდეგ ბლოხინმა თავი იმართლა და ჰქონდა კიდეც საბაბი, რადგან თურმე, მისი შეგირდების დაახლოებით ნახევარი თურქებთან მატჩის წინ მოიწამლა - მოვუსმინოთ უკრაინელთა თავკაცს:

"არასასიამოვნო მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო სხვა რამ მაწუხებს - ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო თითქმის ნახევარი გუნდი მოგვეწამლა და ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდით.

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე თითოეული მათგანი მომჯობინდება. რაც შეეხებათ მათ, ვინც არ მოიწამლა და ითამაშა, ბოლომდე არ დაიხარჯნენ და ვფიქრობ, რომ ეს ტრავმის მიღების შიშით გახლდათ განპირობებული.

მიჭირს ამისთვის შეგირდთა გამტყუნება, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება მოედანზე წასაგებად გახვიდე.

შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვივიდა, დაცვაში კი უამრავი შეცდომა დავუშვით. თუ ასე ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, მაშინ წინასწარ განწირულები ვყოფილვართ - თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მარცხს ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა