დანიელები აუტსაიდერობას არ აღიარებენ და გულშემატკივრებს აიმედებენ
ევროპის ჩემპიონატის "სიკვდილის ჯგუფში" დანიის ნაკრები უიმედო აუტსაიდერადაა შერაცხული, რადგან ჯგუფში სამ გრანდთან მოუწევს ჭიდილი და მეოთხედფინალში გასვლის მთავარი კანდიდატები ამ ოთხეულიდან გერმანიის, ჰოლანდიისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები არიან. თუმცა დანიელები აუტსაიდერობას არ აღიარებენ და გულშემატკივრებს აიმედებენ.

"ჩვენ ძალიან გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დანიამ ჩვენით იამაყოს. იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირზე 4, 5 ან 6 მატჩს ჩავატარებთ," - აცხადებს დანიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, 24 წლის თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი.

ვეტერანი წინახაზელი დენის რომედალი კი ჰოლანდიის ნაკრებს ემუქრება: "ჰოლანდიელების არ გვეშინია! ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თუ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით და ცოტათი გაგვიმართლებს კიდეც, ჰოლანდიელების დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია.

სხვათა შორის, დანიის ნაკრების დამარცხებაც არ არის იოლი და ჰოლანდიელებსაც კარგი დღე უნდა გაუთენდეთ იმისათვის, რომ ჩვენთან სამი ქულა აიღონ," - ამბობს 33 წლის რომედალი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში დანიის ნაკრების თავკაცი მორტენ ოლსენი გუნდს ყოველთვის დახურულ კარს მიღმა ავარჯიშებს. ვის რას უმალავს ოლსენი, ეს შაბათს გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა