ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარია შარაპოვას ერთი ნაბიჯი აკლია კლასიფიკაციის პირველ საფეხურამდე

მარია შარაპოვას ერთი ნაბიჯი აკლია კლასიფიკაციის პირველ საფეხურამდე

შარაპოვა კარიერაში მესამედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში, თუმცა უფრო შორს ჯერ არ გაუღწევია

წინა წრეში ჩეხ კლარა ზაკოპალოვასთან მატჩში წვალების შემდეგ (12 ორმაგი შეცდომა და ცხრაჯერ წაგებული საკუთარი მოწოდება) ბევრს ეგონა, რომ მარია შარაპოვას მორიგი რთული ბარიერი ელოდა, ესტონელი კაია კანეპის სახით.

ცნობილია, რომ ესტონელი ჩოგბურთელისთვის გრუნტი - საყვარელი საფარია. 2001 წელს კანეპიმ იუნიორთა როლან გაროსი მოიგო, როცა ფინალში სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა.

WTA-ს ტურში მოგებული სამი ტურნირიდან ორი გრუნტის კორტზე მოდის. წელს კაიამ ამავე საფარზე ეშტორილში გაიმარჯვა. თუმცა წელს გრუნტი შარაპოვასთვისაც მოსახერხებელი გახდა. 25 წლის რუსმა ამ სეზონში აღნიშნულ საფარზე 18-იდან 17 მატჩი მოიგო.

ამჯერად მარიას საკუთარ მოწოდებაზე ყველაფერი მეტ-ნაკლებად წესრიგში ჰქონდა, მეტოქის გეიმებზე კი შესანიშნავად ითამაშა - შვიდი ბრეიკი გააკეთა და კანეპის მეორე მოწოდებაზე ქულების 74 პროცენტი აიღო.

შეხვედრის დებიუტში ორივე ჩოგბურთელი ზედმეტად ნერვიულობდა. რუსმა თავიდანვე გააკეთა ბრეიკი - ისარგებლა კანეპის ორმაგი შეცდომით, თუმცა შემდეგ გეიმში მარიამ დაუშვა ორი ორმაგი შეცდომა და ესტონელმა ანგარიში გაათანაბრა. პირველ პარტიაში შარაპოვამ კიდევ ორი ბრეიკი გააკეთა და იოლად დაწინაურდა სეტებს შორის.

მეორე პარტია რუსისთვის არც ისე კარგად დაიწყო. კანეპიმ ზედიზედ ორი გეიმი აიღო, მაგრამ ეს ბალტიისპირელის ბოლო წარმატება აღმოჩნდა. მარიამ მაშინვე დაიბრუნა ინიციატივა და ზედიზედ ხუთი გეიმის აღების შემდეგ მატჩზე ჩასაწოდებლად მოემზადა.

აქ შარაპოვამ მეტოქისთვის მცირე საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა - "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი გეიმი, თუმცა შემდეგ მიღებაზე ისევ ბრწყინვალედ ითამაშა - 6:2, 6:3 74-წუთიანი ბრძოლის შემდეგ.

ამ მოგებით შარაპოვა კარიერაში მესამედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში, თუმცა უფრო შორს ჯერ არ გაუღწევია.

მომავალ ნახევარფინალს მისთვის ორმაგი დატვირთვა ექნება - მოგების შემთხვევაში ნავსს გატეხავს და პირველად გავა საფრანგეთის ღიას ფინალში; თან ეს მას გარანტირებულად მოუტანს მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსს.

ნახევარფინალში შარაპოვა ჩეხ პეტრა კვიტოვას შეხვდება, რომელმაც გუშინ დაასრულა ყაზახი იაროსლავა შვედოვას ზღაპარი.

ამ უკანასკნელს შეეძლო გამხდარიყო მესამე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც კვალიფიკაციიდან მოხვდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. აქამდე ასეთი რამ ალექსანდრა სტივენსონმა (1999 წლის უიმბლდონი) და კრისტინ დორიმ გააკეთეს (1978 წლის ავსტრალიის ღია).

შვედოვამ ამ ამოცანის შესრულება კარგად დაიწყო - აიღო საწყისი სამი გეიმი და კვიტოვას გააქტიურების მიუხედავად, პირველი პარტია 6:3 მოიგო. მეორეში ჩეხი ფლობდა სრულ უპირატესობას - 6:2 გაიმარჯვა. გადამწყვეტ სეტში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.

2:0-ის შემდეგ კვიტოვას მორიგი ჩავარდნა დაეწყო და შვედოვას ზედიზედ ოთხი გეიმი მოაგებინა. ჩეხი თითქოს განწირული ჩანდა, მაგრამ დროზე მოეგო გონს. მანაც ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სამსეტიანი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6, 6:2, 6:4.

წლევანდელი ავსტრალიის ღიას შემდეგ კვიტოვამ პირველად მოიგო ზედიზედ ხუთი მატჩი. ჩეხი პირველად გავიდა საფრანგეთის ღიას ნახევარფინალში, "დიდი სლემის" ბოლო ოთხ ტურნირზე კი ასეთი რამ მესამედ გააკეთა.

1/4-ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 3:6, 6:2, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 2)-კაია კანეპი (ესტ) 6:2, 6:3.

1/2-ფინალი

სტოსური (6)-ერანი (21); კვიტოვა (4)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა