თელ-ავივის "მაქაბის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი ქართველი ცენტრის შეძენით აღფრთოვანებულია
თელ-ავივის "მაქაბის" ვებსაიტის პირველივე გვერდზე გიორგი შერმადინის დიდი ფოტო გამოქვეყნდა წარწერით: Welcome to Maccabi. (იხილეთ ვიდეო)

სურათს თან სტატიაც ერთვის:

"გიორგი შერმადინმა "მაქაბისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

23 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი თელავიველთა ახალი სეზონის წინ პირველი შენაძენია.

აი, რას ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი:

- მოხარულები ვართ, რომ გიორგი ჩვენს გუნდში ჩაირიცხა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ცენტრია ევროპაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს სისტემას კარგად მოერგება.

დიდი ხანია, შერმადინის თამაშს ვაკვირდები როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო სარბიელზე და ვფიქრობ, რომ მას ნებისმიერი მაღალი დონის გუნდის გაძლიერება შეუძლია.

გიორგის პლუსი მხოლოდ სიმაღლე როდია; მოძრავი მეფარეა, ენერგიული და მშრომელი. იგი მოედანზე უკანახაზელივით დარბის, იბრძვის ყოველი მოხსნისა და ბურთისთვის, შეუძლია დაფარება.

ხაზი უნდა გაესვას შერმადინის შეტევით პოტენციალს: კარგია მეტოქის ფარზე მოხსნებისას, დაყენებული საშუალო ტყორცნა აქვს, მაღალი პროცენტული სიზუსტით ისვრის საჯარიმოებს."

აკი ვამბობდით, დევიდ ბლატმა კარგად იცის, ვისთან აფორმებს კონტრაქტსო.

დევიდი და გოლიათი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა