მსოფლიოს პირველი ჩოგანი ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სერბეთის ნაკრების მედროშე იქნება
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სერბეთის ნაკრების მედროშე იქნება.

"ყველანი მოუთმენლად ველით ლონდონის თამაშების დაწყებას. ეს ფანტასტიკური სპორტული ფორუმია. ვფიქრობ, სიტყვების გარეშეც გასაგებია, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრების მედროშეობა უდიდესი პატივია ჩემთვის", - განაცხადა ჯოკოვიჩმა სააგენტო AFP-ისთან კომენტარში.

ამჟამად ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშობს და დღეს მოუწევს ნახევარფინალში როჯერ ფედერერის წინააღმდეგ თამაში. ნოვაკი სერბეთის ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედია.

2008 წელს ამ ქვეყანამ მხოლოდ სამი მედალი აიღო პეკინის თამაშებზე და აქედან ერთი ნოვაკს ეკუთვნოდა - ბრინჯაოსთვის მატჩში მან ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი დაამარცხა.

ჯოკოვიჩი მეორე ჩოგბურთელია, ვინც გახსნის ცერემონიაზე თავისი ქვეყნის დროშას წაიღებს. ადრე გახდა ცნობილი, რომ ესპანეთის ნაკრებს წინ გაუძღვება რაფაელ ნადალი. 2008 წლის თამაშებზე ჩოგბურთელთაგან მედროშეები იყვნენ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ჩილელი ფერნანდო გონსალესი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ლონდონის თამაშების პირდაპირი ტრანსლაციები ინტერნეტითაც გადაიცემა. ამისთვის გამოიყენებენ youtube-ზე ოლიმპიური კომიტეტის სპეციალურ არხს. სულ იგეგმება 2 200 საათი ვიდეოს ჩვენება.

პირდაპირი რეპორტაჟების გარდა, მაყურებელს შესთავაზებენ მთავარი მოვლენების კოლაჟს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა