ინგლისელი ფანები მსოფლიოს ჩემპიონატზე თავიანთი ნაკრების ჩაფლავებამ საშინლად რომ გაამწარა, ამის დასტურად გვინდა ამ მოკლე წერილის მოტანა. როგორც იტყვიან ხოლმე, ხალხი ჭრელია. ზოგი დარდს გულში იკლავს, ზოგი ბრაზობს, ზოგი ნივთებს ამტვრევს, ზოგი კი...

ინგლისელი ფანები მსოფლიოს ჩემპიონატზე თავიანთი ნაკრების ჩაფლავებამ საშინლად რომ გაამწარა, ამის დასტურად გვინდა ამ მოკლე წერილის მოტანა. როგორც იტყვიან ხოლმე, ხალხი ჭრელია. ზოგი დარდს გულში იკლავს, ზოგი ბრაზობს, ზოგი ნივთებს ამტვრევს, ზოგი კი... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბოლო დღეებში ინგლისში უამრავმა ადამიანმა მიიღო ერთი და იმავე შინაარსის სატელეფონო "მესიჯი" თუ წერილი კომპიუტერში - თურმე, ნაკრების კაპიტანს სტივენ ჯერარდს თავისი ცოლის, ალექსის 16 წლის და დაუფეხმძიმებია. ჭორი მთელ სამეფოს მოედო. ჭორი კი მოგეხსენებათ, პატარა სოფელშიც მწარე და სახიფათოა და 52-მილიონიან ინგლისში რაღა იქნება?! მაგრამ, კიდევ კარგი, ინგლისელებს პრესა ჰყავთ ძალიან გაქექილი და ხშირ შემთხვევაში - ყვითელი. რას ჰქვია, ჯერარდს ცოლის და დაუფეხმძიმებია და ჩვენ არ ვიცოდითო?! - აღშფოთდა ქვეყნის ყველაზე დიდტირაჟიანი გამოცემა "სანი". ჰოდა, მიდგა-მოდგა და გაიგო, რომ ჯერარდის ცოლს, ალექსს, და საერთოდ არ ჰყავს.

თურმე, რა მარტივად ყოფილა ყველაფერი. არადა, რა ამბავი იყო იცით? თან, ცოლის დის ფეხმძიმობის ისტორია ყველამ სათავისოდ რომ შემოატრიალა?! ბევრმა თქვა, ჩვენი ნაკრების ცუდი გამოსვლა ფეხბურთელებს შორის განხეთქილების ბრალი იყო, განხეთქილება კი სწორედ ჯერარდის ცუღლუტობის გამო მოხდაო. თურმე ნუ იტყვით და, ჯონ ტერის, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კაპიტნის სამკლავური უეინ ბრიჯის ცოლთან რომანის გამო ჩამოართვეს, სწყენია - ჩემი უზნეობა თუ ისჯება, სხვებისას რატომ არ ახმაურებთო და გასახდელში ბიჭები ორ ბანაკად დაყოფილან - ერთს ტერის მხარე დაუჭერია, მეორეს - ჯერარდისა.

თუმცა ეს ყველაფერი რომ ბოროტი ტყუილია, როგორც გითხარით, ძალიან მარტივად დამტკიცდა და "სანმა" ინგლისის ნაკრებთან დაკავშირებულ ადამიანებსაც ათქმევინა სინამდვილეში რა იყო და როგორ.

"ტყუილი რომ არის ერთია და მეორე კი ის გახლავთ, რომ როცა ეს ყველაფერი ფეხბურთელებმა შეიტყვეს, გაოცდნენ. მათ არც კი სჯეროდათ, რომ ამგვარ სისულელეს ასეთი ამბავი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ჯერარდს არანაირი სასიყვარულო თავგადასავალი არ ჰქონია, ხოლო არარსებული ამბის გამო ფეხბურთელებს შორის ვერანაირი კონფლიქტი ვერ იქნებოდა. ჭორი სიმართლის ერთ მარცვალზეც კი არ არის დაფუძნებული, მაგრამ უცნაურად გავრცელდა, მთელს ინგლისს მოედო და ბევრმა დაიჯერა", - განმარტა საქმეში კარგად ჩახედულმა მავანმა.

კიდევ რა არის საინტერესო, იცით? ის, რომ ბევრმა "სანს" ჯერარდის მფარველობაში დასდო ბრალი. როგორც ჩანს, ამ ხალხს ისე უნდოდა, რომ ცოლის დის დაფეხმძიმების ამბავი მართალი ყოფილიყო, როცა სიმართლე გაირკვა, ვერ დაიჯერეს და ძველი ჭორის ახალი ჭორებით გამაგრება გადაწყვიტეს. გარდა ამისა, სანამ გაზეთებში დაიბეჭდებოდა, რომ ალექს კარან-ჯერარდს და არ ჰყავს, ხალხი ბრაზობდა, რომ პრესა სინამდვილეს მალავდა...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა