2006 წლის მუნდიალის გმირი იტალიის ნაკრებისა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს
დღე არ გავა, რომ იტალიის ნაკრების ან ზოგადად იტალიური ფეხბურთის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია არ გავრცელდეს.

უახლესი ცუდი ამბავი ის არის, რომ "სკუადრა აძურას“ მინიმუმ პირველ სამ მატჩში წამყვანი მცველი ანდრეა ბარცალი დააკლდება.

ამრიგად, იტალია ევროპის ჩემპიონატს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხვდება - მანიპულირებული მატჩების სკანდალი ნაკრების ფეხბურთელებსაც შეეხოთ, რუსეთთან ტესტ-მატჩი 0:3 წააგეს და თანაც, ჩეზარე პრანდელის გუნდი დაცვაშიც და თავდასხმაშიც სამარცხვინოდ გამოიყურებოდა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პრანდელიმ ლამის ფარ-ხმალი დაყარა - თუ საჭიროა, ევროპის ჩემპიონატზე არ ვითამაშებთო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები იტალიისა და ესპანეთის მატჩის წინ "აძურას“ ლეგენდად ქცეულ მცველს, 2006 წლის მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ გმირს, მარკო მატერაცის გაესაუბრენ.

- ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი იტალიის ნაკრებისთვის კოშმარულად წარიმართა. როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა შეუძლია ამ ყველაფრის ფონზე "სკუადრა აძურას“ ევრო 2012-ზე?

- ყველაზე მთავარი ის არის, თუ როგორ დაიწყებს გუნდი ასპარეზობას. თუ ბიჭები ესპანეთთან კარგად ითამაშებენ და არ წააგებენ, შესაძლოა, ფინალშიც კი გავიდნენ. ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია, თუმცა ასეთივე სტატუსი აქვს გერმანიის ნაკრებსაც.

- მთავარ ფავორიტებად მხოლოდ ესპანეთს და გერმანიას მიიჩნევთ?

- ყველაზე წინ სწორედ ეს ორი გუნდი დგას, თუმცა ფავორიტების სიაში შედიან ჰოლანდია, იტალია და სხვათა შორის, ხორვატიაც.

- გერმანიის ნაკრებიდან ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელები მოგწონთ?

- შვაინშტაიგერი, რადგან გუნდი მას მიჰყავს, ნამდვილი ლიდერი და გერმანული სულისკვეთების მქონე ტიპია - სწორედ ისეთი, როგორებსაც ასეთ ტურნირებზე გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ. გერმანიის ნაკრები შვაინშტაიგერის გარშემოა აწყობილი და დალაგებული. ცხადია, ძალიან მომწონს მესუთ იოზილიც - მისი სიმსუბუქე, სიმშვიდე და ტექნიკა მაოცებს. ძალიან ვაფასებ მიროსლავ კლოზესაც და მარიო გომესიც კარგი თავდამსხმელია.

- იტალიის ნაკრების პირველი მეტოქე ესპანეთია - გუნდი, რომელმაც "სკუადრა აძურას“ 2006 წლის ტრიუმფი სასტიკად დაჩრდილა, გახდა ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი...

- ესპანელებმა მხოლოდ 3-4 წლის წინ გაიგეს, რომ მაგრები არიან (იცინის). 2008 წლამდე იტალიას გაცილებით ძლიერი ნაკრები ჰყავდა.

- მაინც რატომ განიცადეს ესპანელებმა ამხელა პროგრესი?

- ჯერ ერთი, ძალიან კარგი თაობა გაეზარდათ და გარდა ამისა, შეტევაში გახდნენ ეფექტურები. ესპანეთის ნაკრებს ადრეც ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუნდაც 1998, 2000 ან 2002 წლების ესპანეთის ნაკრების გახსენება რად ღირს, სადაც რაული, მორიენტესი, იერო და სხვები ბრწყინავდნენ, მაგრამ ეს გუნდი ტიტულს ვერასდროს იგებდა. ახლა კი ძალიან ეფექტურად თამაშობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთის დამარცხება შეუძლებელია. მათაც აქვთ სუსტი წერტილები და თანაც, ყოველთვის ხომ ვერ მოიგებენ?

- იტალიის ნაკრების სხვა მეტოქეების, ირლანდიის და ხორვატიის შესახებ რას გვეტყვით?

- ყველაზე მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად გადამწყვეტი მაინც პირველი თამაშია. თუ იტალია ესპანეთს დაამარცხებს, მერე პრანდელის გუნდს ყველაფერი გაუადვილდება. ხორვატიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც უკვე ექვსი წელია, სლავენ ბილიჩი ავარჯიშებს. ხორვატებმა მოედანზე ლომებივით ბრძოლა იციან და სხვათა შორის, იგივე უნდა ვთქვა ირლანდიაზეც. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ხორვატიას უფრო მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავს. ასე რომ, იტალიის ნაკრები ძალიან ძლიერ ჯგუფშია.

- ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი იტალიას კარგად იცნობს და ეს "სკუადრა აძურასთვის“ ალბათ ძალიან ცუდია...

- აჰ, ტრაპის შესახებ ჩვენც ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად ვიცით (იცინის). იტალია-ირლანდია ძალიან საინტერესო თამაში იქნება...

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონი კვლავ "იუვენტუსი“ გახდა. რამდენად იქნება დამოკიდებული "აძურია“ ბედი "იუვეს“ ფეხბურთელებზე?

- იტალიის ნაკრების ორი საუკეთესო ფეხბურთელი "იუვენტუსელია“ - ჯიჯი ბუფონს და ანდრეა პირლოს ვგულისხმობ. დასკვნაც თქვენ გააკეთეთ...

- პრანდელი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მარიო ბალოტელის და ანტონიო კასანოს დარი რთული ხასიათის მქონე ფეხბურთელების გუნდში ინტეგრირებაა ძნელი...

- ჩემი აზრით, კასანო და ბალოტელი თავად შეძლებენ ინტეგრირებას - გუნდი ყველაფერს თვითონ დაარეგულირებს. კასანო და ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და არაფერი აქვთ დასამტკიცებელი. ისინი უბრალოდ იტალიის ნაკრებს უნდა ემსახურონ.

- "ინტერში“ ბალოტელი თქვენი თანაგუნდელი იყო. გულახდილად გვიპასუხეთ: შეუძლია მას დიდი ფეხბურთელობა, თუ მხოლოდ სკანდალებში გახვება ეხერხება?

- არა მგონია, რომ ბალოტელის ევროპის ჩემპიონატზე ასეთი პრობლემები შეექმნას. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რაც შეუძლია. ზოგადად ამრევი ტიპი არ არის, მშვიდია და თუ პრობლემა ექმნება, ეს არასდროსაა მისი თვითმიზანი. ბალოტელი ხანდახად დიდი ბავშივითაა - განგებ მართლა არაფერს აფუჭებს. მისი განსჯა არასწორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები