აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიპულა აბსაიდოვმა ერთი წონის გარდა, ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა გამოაქვეყნა
ერთი წონის გარდა, ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა გამოაქვეყნა აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიპულა აბსაიდოვმა.

ტოგრულ ასკეროვი (60), ჯაბრაილ ჰასანოვი (66), შარიფ შარიფოვი (84), ხეტაგ გოზიუმოვი (96), ჯამალედდინ მაგომედოვი (120) - მისი გადაწყვეტილებით, ლონდონში ეს ფალავნები იჭიდავებენ.

გასარკვევი მხოლოდ 74 კილოგრამია, სადაც კონკურენტებად აშრაფ ალიევი და კირილ გოსტიევი რჩებიან. აბსაიდოვის გადაწყვეტილებით, ისინი ოლიმპიური გუნდის სხვა წევრებთან 16-17 ივნისს პოლონურ სიდლცეში ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავებენ და იქ გადაწყდება ლონდონში წამსვლელის ვინაობა.

აზერბაიჯანის ნაკრებს 6 საგზური აქვს - 55 კილოგრამში ლიცენზიის გარეშე დარჩნენ ანუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მაჰმუდ მაგომედოვის დარდი აღარ ექნება. მართალია, დაღესტანიდან სკანდალურად გადაბირებული (საამისოდ საბუთებით მანიპაულაციას მიმართეს) ავარელი ევროპის ჩემპიონი ბოლო წლებში ჩვენებურს საფრთხეს ვეღარ უქმნიდა და აგებდა მასთან, მაგრამ ხელწამოსაკრავი ფალავანი მაინც არაა. თან ჭიდაობის სამყაროში ბოლო წლებში აზერბაიჯანელთა უზომოდ გაზრდილ გავლენასაც თუ გავიხსენებთ, ხინჩეგაშვილს საოლიმპიადოდ მეტად არასასურველი კონკურენტი ჩამოსცილდა.

ხინჩეგაშვილს ასკეროვიც დანამარცხები ჰყავს - 2010 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ფინალში. მანამდე აზერბაიჯანელმა ასევე ახალგაზრდებში ევროპის პირველობა მოიგო, ქართველთან წაგებიდან რამდენიმე დღეში კი მოსკოვში უფროსთა შორის იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატზე. თანაც წარმატებით - კვლავაც ფინალში გავიდა, ოღონდ ისევ დამარცხდა. ამჯერად - მასპინძელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ვიქტორ ლებედევთან, რომელიც ასევე ვერ მოხვდა ოლიმპიადაზე, შიდა კონკურენციაში ჯამალ ოთარსულთანოვთან დამარცხდა.

იმის შემდეგ ასკეროვი 60 კილოგრამში გადავიდა და წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, მეოთხედფინალში კი მალხაზ ზარქუა დაგვიმარცხა. მათი გზები ლონდონშიც თუ გადაიკვეთება, იმედია, ჩვენებური რევანშის აღებას შეძლებს.

აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ გუნდში ყველაზე ტიტულოვანი ოსი კაპიტანი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვია. ის შარშანდელი სეზონის შუაწელამდე შეუჩერებელი ჩანდა (აკი 2010-ში მსოფლიოს პირველობაზე ჰაჯიმურატ გაცალოვის ბატონობაც დაამხო და მოსკოვში ფინალში დაამარცხა), მაგრამ შარშან, ზედ მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ბოლო ეტაპზე ტრავმა მიიღო, ვერც ლიცენზია მოიპოვა და ძველებური ფორმის დაბრუნებაც გაუჭირდა.

აზერბაიჯანის ნაკრები მორიგ შეკრებას სამშობლოში, გაბალას ოლიმპიურ კომპლექსში გადის, ოლიმპიადამდე კიდევ რჩება მოსამზადებელი ეტაპი და ვერ გეტყვით, რამდენად ოპტიმალურ ფორმაში იქნება ლონდონში, მაგრამ აქამდე რაც ვნახეთ, ცოტა მოშლილია და ძველებურად შეუჩერებელი არ ჩანს.

ამაზე თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ სოფიას სალიცენზიო ტურნირზე თავი აარიდა რუსთა ევროპის ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან ჭიდაობას - თავიდან აბსაიდოვი და იქაური ფედერაცია ბულგარეთში მის გამოსვლას ხშირად აანონსებდნენ, მაგრამ როგორც კი იმ შეჯიბრებაზე გადისოვის მონაწილეობის საკითხი გაირკვა, მეორე დღესვე შეცვალეს გადაწყვეტილება და გოზიუმოვის ნაცვლად მეორე ნატურალიზებული ოსი ასლანბეკ ალბოროვი გააგზავნეს.

შესაძლოა, ეს ტაქტიკური მოსაზრებითაც გააკეთეს - გადისოვს დაუმალეს გოზიუმოვი, მაგრამ ამ უკანასკნელის ჭიდაობის ხარისხიც ჩამორჩება ადრინდელს და ამიტომ მაინც უფრო თავის არიდება გვგონია.

აზერბაიჯანელთაგან ჩვენთვის კიდევ ერთი ფრიად საშიში ფალავანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, დაღესტანიდან გადაბირებული ავარელი შარიფოვია, როგორც მარსაგიშვილის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი. მარსაგიშვილი ჩვენი გუნდის ლიდერი და მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია, შარიფოვს კი მისთვის ყველაზე არასასურველ მეტოქედ მიიჩნევს. ავარელს წელს წონის პრობლემა სერიოზულად აწუხებს და ამიტომ ხშირად არ უჭიდავია. ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ფორმაში შესვლას.

აბსაიდოვის სხვა რჩეულთაგან ყველაზე ძლიერი ევროპის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიოს ასევე ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ჰასანოვია, ავარელი მაგომედოვი კი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორია. ვფიქრობთ, დავით მოძმანაშვილი მასთან სავარაუდო შეხვედრაში ფავორიტია.

რაც შეეხება 74-ს, იქ ლიცენზია აშრაფ ალიევმა მოიპოვა, როცა შარშან მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, მაგრამ მწვრთნელი შანსს რუსეთიდან გადაბირებულ გოსტიევსაც აძლევს.

მწვრთნელთა აღსასრული

როგორც გითხარით, აზერბაიჯანის ნაკრები გაბალაში გადის შეკრებას, იქაური საჭიდაო სამყარო კი ახალგაზრდა "თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელნურ ასლანოვს გლოვობს, რომელიც ამ დღეებში ავტოავარიაში დაიღუპა.

სიტყვა ტრაგედიაზე ჩამოვარდა და 5 დღის წინ მახაჩყალაში ქუჩაში საკუთარ BWM X5-ში ჩახრილეს სახელოვანი ფალავანი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ნასირ გაჯიხანოვი. 45 წლის ფალავანი საღამოს შინ ბრუნდებოდა, როცა ქუჩაში მის მანქანას თეთრი "ლადა" გაუსწორდა, საიდანაც გაჯიხანოვს ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი.

მწვრთნელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გაჯიხანოვი ადრე რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, ბოლო წლებში კი დაღესტანის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. თავდასხმის მოტივებზე არაფერს წერენ. კლანურ-კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირის და ჩრდილოვან ბიზნესში მონაწილეობის გამო იქაურ მოჭიდავეთა ასეთი აღსასრული არავის უკვირს, თუმცა ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, გაჯიხანოვი პატრიოტულ-რადიკალურ ძალებს ემსხვერპლათ - ისინი პირდაპირ ნადირობენ რუსთა ფედერალურ სამსახურში მყოფ პირებზე.

საინტერესოა, რომ ამ გასროლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა პეტერბურგში რუსეთის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, დაღესტანის სპორტის მინისტრი არსენალი მურთაზალიევიც გარდაიცვალა, ოღონდ - გულის შეტევით, საავადმყოფოში რამდენიმე დღის მკურნალობის შემდეგ.

დაღესტნელებმა პეტერბურგში მოპოვებული გუნდური გამარჯვება მის ხსოვნას მიუძღვნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია