დიდ ინტერესს იწვევს დაპირისპირება დურბანში, სადაც სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს ეთამაშება
ივნისის ტესტები ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ გაიხსნა ავსტრალიისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩით, რომელიც "სკოტების" სენსაციური გამარჯვებით დასრულდა - 9:6.

"ვოლაბები" ამ უეცარმა ალიყურმა შესაძლოა გამოაფხიზლოს კიდეც, მით უფრო, რომ ამჯერად მეტოქე ბევრად უფრი ძლიერი, ევროპის საუკეთესო გუნდის, უელსის ნაკრებია. ამ გუნდებმა შარშან ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ გამარჯვება ავსტრალიელებს დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზალანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, მესამე ადგილისთვის მატჩში "ვოლაბებმა" 21:18 მოიგეს.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უელსის ნაკრები წელს შარშანდელზე უკეთესი გუნდია. "წითელმა ურჩხულებმა" ექვსი ერის გათამაშება მოიგეს და ერთი კვირის წინათ კარდიფში, "მილენიუმზე" "ბარბაროსებს" სძლიეს.

დიდ ინტერესს იწვევს დაპირისპირება დურბანში, სადაც სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. ამ შეხვედრაში "ბოკეს" ახალი თავკაცის ჰეინკე მეიერის დებიუტი შედგება.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მსოფლიოს თასის შემდეგ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაკარგა. თამაშს თავი დაანება მეორეხაზელმა ვიქტორ მეტფილდმა, საზღვარგარეთ სათამაშოდ გაემგზავრნენ ჟაკ ფური, ფური დუ პრი და ბაკის ბოთა, ტრავმირებულნი არიან სხალკ ბურხერი და ხუან სმიტი.

კიდევ ერთი სამხრეთული გრანდი, ვებ ელისის თასის მფლობელი, ახალი ზელანდიის ნაკრები ოქლენდში, "ედენ პარკზე" ირალანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ მეიერის მსგავსად დებიუტი ექნება მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ოლ ბლექსის" ახალ თავკაცს სტივ ჰანსენს.

ახალზელანდიელები "სამყურებს" თითქმის უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდებიან. ტრავმები მოიშუშეს და მწყობრში არიან გუნდის ლიდერები რიჩი მაქოა და დენ კარტერი.

ავსტრალია-უელსი

ავსტრალია: 15. ადამ ეშლი კუპერი, 14. კუპერ ვუნა, 13. რობ ჰორნი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ბერიკ ბარნსი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარფი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ვიკლიფი პალუ.

16. სტივენ მური, 17. ბენ ალექსანდერი, 18. მიქაელ ჰოპერი, 19. ნიკ ვაითი, 20. ენტონი ფაინგაა, 21, მაიკ ჰარისი, 22. დეივ დენისი.

უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონატან დევისი, 12. სკოტ ვილიამსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინსი, 2. კენ ოუენსი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.

16. მეთიუ რისი, 17. პაულ ჟეიმზი, 18. ალუნ ვინ ჯოუნზი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმს ჰუკი, 22. ეშლი ბეკი.

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. იან დე ფილიერსი, 12. ფრანს სტეინი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰაუგარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იან დუ პლესი, 4. ებენ ესტებანესი, 5. იუანდერ კრუხერი, 6. მარსელ კუცია, 7. ვილიამ ალბერტსი, 8. პიერ სპისი.

16. ადრიან სტარუსი, 17. კონი ოსტჰუიზენი, 18. ფლიპ ფან დერ მერვე, 19. კიგან დენიელი, 20. რუან პინარი, 21. პატრიკ ლამბიე, 22. ვინანდ ულიფიე.

ინგლისი: 15. მაიკ ბრაუნი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ბრედ ბარიტი, 11. ბენ ფოდენი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგზი. 1. ჯო მარლერი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. მორის ბოთა, 5. ჯო პერლინგი, 6. ტომ ჯონსონი, 7. კრის რობშო, 8. ბენ მორგანი.

16. ლე მეარსი. 17. პაულ დორან-ჯოუნზი, 18. ტომ პელმერი, 19. ფილ დოუსონი, 20. ლი დიქსონი, 21. ტობი ფლუდი, 22. ჯონათან ჯოზეპი.

ახალი ზელანდია-ირლანდია

ახალი ზელანდია: 15. ისრაელ დაგი, 14. ზაკ გილფორდი, 13. კონრად სმითი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდლი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ვიქტორ ვიტო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. ნიკ ელიოტი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ალი ვილიამსი, 19. ადამ თომსონი, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ბენ სმითი.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ფერგიუს მაკფოდენი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. ქის ირლზი, 11. საიმონ ზებო, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. კოან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. დიკლან ფიცპატრიკი, 4. დენ ტოჰი, 5. დონჩა რაიანი, 6. პიტერ ომაჰონი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შონ კრონინი, 17. რონან ლუნი, 18. დონჩა ოკალაჰანი, 19. კევინ მაკლჰინი, 20. ეუან რედანი, 21. რონან ოგარა, 22. დარენ კევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა