ელგუჯა გუგუშვილი: "ევროპის ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომლის ფეხბურთელებიც უმრავლესად სამშობლოში თამაშობენ"
გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ელგუჯა გუგუშვილი ენაწყლიანი და საინტერესო მოსაუბრეა და 10 ივნისს გამართული ევროპის ჩემპიონატის მატჩების მისეული შეფასება საინტერესო უნდა იყოს.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე, ჯერჯერობით, კოლექტიური თამაში იმარჯვებს და რომელიმე ინდივიდუალისტის მოგებული შეხვედრა ჯერ არ გვინახავს.

"ევროპის ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომლის ფეხბურთელებიც უმრავლესად სამშობლოში თამაშობენ", - ასეთი საინტერესო პროგნოზი გააკეთა გუგუშვილმა.

ესპანეთი-იტალია

ეს, ჩემი აზრით, ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატზე გამართული საუკეთესო მატჩი იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ "ბარსელონა" თამაშობდა.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და მესიც რომ ჰყავდეს, მის ჩემპიონობაზე ფსონს თამამად დავდებდი.

ესპანელებმა ჩვეულ სტილში ითამაშეს და აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთეს. იტალიელებმა კი თავი მხოლოდ კარგი დაცვითი ფეხბურთით კი არა, ეფექტური შეტევითაც დაგვამახსოვრეს.

ორივე გუნდი მოედნის ცენტრის მოსაგებად იბრძოდა და ფეხბურთელთა დიდი კონცენტრაცია სწორედ ცენტრში დაგროვდა. არც ის არის შემთხვევითი, რომ ორივე საგოლე კომბინაცია სწორედ ცენტრიდან დაიწყო.

ესპანელებისგან ინიესტას, იტალიელებისგან კი დი ნატალეს გამოვარჩევ.

ირლანდია-ხორვატია

ესეც საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ირლანდიელებმა ცდა არ დააკლეს, მაგრამ უფანტაზიოდ უტევდნენ და მოედნის ცენტრიც წააგეს.

ხორვატიის ნაკრებს კი ისეთი შემოქმედებითი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც მოდრიჩია. თუმცა მისმა გუნდმა, უპირველესად, კარგი კოლექტიური თამაშით გაიმარჯვა.

ხორვატიის ნაკრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად ლოგიკურად მოიგო. მას მეოთხედფინალში გასვლაც შეუძლია და ამაზე შორს წასვლაც. ირლანდია კი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია.

მიხარია, რომ დამღლელი სეზონის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატის თითქმის ყველა მონაწილე კარგ კონდიციებშია.

ელგუჯა გუგუშვილი. სამი ძლიერი და ერთი აუტსაიდერი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-იტალია 1:1- იტალიამ ქულა და სიმპათიები დაიმსახურა

ირლანდია-ხორვატია 1:3 - სწრაფი და საშიში ხორვატია

ვასილ მაისურაძე: გერმანია გავა, დანარჩენები მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე