"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს კლუბის დირექტორთა საბჭოსა და პრეზიდენტ დენიელ ლევისთან ურთიერთობა დაეძაბა

"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს კლუბის დირექტორთა საბჭოსა და პრეზიდენტ დენიელ ლევისთან ურთიერთობა დაეძაბა.

მიზეზი გახდა ის, რომ ლონდონელებმა საფეხბურთო ასოციაციას მწვრთნელთან ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი მოსთხოვეს, რაზეც ინგლისური ფეხბურთის მმართველებმა უარი თქვეს და ნაკრებში "ვესტ ბრომვიჩის" თავკაცი როი ჰოჯსონი დანიშნეს.

იმის გათვალისწინებით, რომ რედნაპს "დეზებთან" ხელშეკრულებაში 1 წელი აქვს დარჩენილი, ცხადია, რომ კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა არაადეკვატური იყო.

სიტიმ ჯონსონს უარი უთხრა

"მანჩესტერ სიტიმ" 24 წლის ნახევარმცველ ადამ ჯონსონს უარი უთხრა პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ერთწლიან იჯარაზე.

ფეხბურთელი რობერტო მანჩინის მიერ მისთვის გამოყოფილი სათამაშო დროით გახლავთ უკმაყოფილო.

სამაგიეროდ, ჩემპიონებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უეინ ბრიჯთან, როკე სანტა კრუსსა და ემანუელ ადებაიორთან აპირებენ გამოთხოვებას, რათა როგორმე შეამცირონ სახელფასო ხარჯები.

"სიტი" სამივეს კვირაში 90-90 ათას ფუნტს უხდის. მათი გადაბირება "ეტიჰადზე" საერთო ჯამში 50 მილიონი დაჯდა, ახლა კი "სიტის" მათში 20 მილიონის მიღების იმედიც აღარ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა