როლან გაროსის მამაკაცთა თანრიგის მრავალტანჯული ფინალი, როგორც იქნა, დასრულდა
როლან გაროსის მამაკაცთა თანრიგის მრავალტანჯული ფინალი, როგორც იქნა, დასრულდა.

კვირას შეხვედრა იმ დროს გადაიდო, როცა სეტებში რაფაელ ნადალი 2:1-ს უგებდა ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ მეოთხე სეტში სერბი ბრეიკით იყო დაწინაურებული - 2:1.

შეიძლება ითქვას, რომ ნადალი და ჯოკოვიჩი უკვე მიეჩვივნენ ორშაბათობით ფინალების თამაშს. ასეთი რამ ორჯერ მოხდა ამერიკის ღია პირველობაზე, როცა ჩოგბურთელებმა გამარჯვებები გაცვალეს: 2010 წელს ესპანელმა მოიგო, მომდევნო სეზონში - სერბმა. გარდა ამისა, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა წელს როლან გაროსის წინ - რომის მასტერსზე.

თუმცა ეს სამი ნახსენები ფინალი ორშაბათს იწყებოდა, ხოლო ისეთი შემთხვევა, როცა ფინალი კვირას დაიწყო და წვიმის გამო ორშაბათისთვის გადაიდო, პირველად დაფიქსირდა.

ეს პაუზა, რა თქმა უნდა, რაფა ნადალს აძლევდა ხელს - სანამ თამაში გადაიდებოდა, ჯოკოვიჩმა ბოლო ცხრა გეიმიდან რვა აიღო და რაფა არც ისე კომფორტულად გრძნობდა თავს წვიმისგან დანამულ კორტზე. ესპანელს სველი ბურთებიც უშლიდა ხელს, რის გამოც დაიჩივლა კიდეც მატჩის გადადების შემდეგ. მოჭრილი დარტყმები არ გამომდიოდაო - განაცხადა ნადალმა.

თამაშის განახლების შემდეგ ორივე ჩოგბურთელი ძალიან ფრთხილად თამაშობდა და პრაქტიკულად რისკზე არ მიდიოდა.

მიუხედავად ამისა, პირველივე გეიმში ნოვაკმა ორი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ბრეიკ-პოინტზე რაფაელს ბადე დაეხმარა. ამ ბრეიკის წყალობით ნადალმა გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც ესპანელი დამაჯერებლად იგებდა საკუთარ მოწოდებებს, იმ დროს, როცა ნოვაკის გეიმებში უფრო მეტი ბრძოლა იყო.

ამასთან, ესპანელი შეტევაზე გადასვლისას, პრაქტიკულად, ყოველთვის იღებდა ქულას, სერბს კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემები ექმნებოდა.

მერვე გეიმის წინ ისევ წამოვიდა მცირე წვიმა, რომელიც, მოგვიანებით, 5:4-ზე ნამდვილ თავსხმად გადაიქცა. საბედნიეროდ, უამინდობა იმდენად ცოტახანს გაგრძელდა, რომ ჩოგბურთელებს არც კი დასჭირვებიათ კორტის დატოვება - სამი-ოთხი წუთის შემდეგ თამაში გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა აიღო საკუთარი გეიმი (5:5) და პირველად გააჩაღა ბრძოლა მიღებაზე, თუმცა გადამწყვეტი გათამაშებები წარუმატებლად ჩაატარა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-12 გეიმი ჯოკოვიჩის მოწოდებაზე. ნადალმა მეტოქის დახმარებით მოიპოვა მატჩბოლი - იმ მომენტში სერბს ნერვებმა უღალატეს. მატჩბოლზე კი ნოვაკმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და ბედნიერი რაფა კორტზე დაეცა. ესპანელი ცრემლებს ვერ იკავებდა, ისევე, როგორც მისი მშობლები, მწვრთნელი ტონი ნადალი და რაფას გუნდის სხვა წევრები.

ნადალი ისედაც იყო როლან გაროსის ისტორიის ნაწილი, ახლა კი მისი სახელი ოქროს ასოებით იქნება ჩაწერილი: რაფამ პარიზში გამარჯვებების რაოდენობით გაუსწრო ბიორნ ბორგს და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერი გახდა: მას როლან გაროსის შვიდი ტიტული აქვს.

გარდა ამისა, ნადალი გაუთანაბრდა ლეგენდარულ შვედს "დიდ სლემზე" მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით - ორივეს 11-11 ტრიუმფი აქვთ და მათ წინ მხოლოდ ორი ჩოგბურთელია - პიტ სამპრასი (14) და როჯერ ფედერერი (16).

ამასთან დაკავშირებით ნადალმა განაცხადა: "ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. ბორგი - ერთ-ერთი უდიადესი ჩოგბურთელია ისტორიაში და ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული მოთამაშე, ვინც კი ოდესმე ტურში გამოსულა. დიად ბიორნთან შედარება - ეს ფანტასტიკურია. ის ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ და ამისთვის მადლობას ვუხდი".

ჯოკოვიჩმა კი გაუშვა შანსი, გამხდარიყო მეორე ჩოგბურთელი როდ ლეივერის შემდეგ, რომელიც "დიდი სლემის" ზედიზედ ოთხ ტურნირს მოიგებდა.

რთული სათქმელია, იქნება თუ არა კიდევ ასეთ მიღწევასთან ახლოს სერბი ჩოგბურთელი და საერთოდ, მოახერხებს თუ არა თუნდაც ერთხელ როლან გაროსის მოგებას, მაგრამ ამისთვის დრო მას საკმარისად აქვს.

უახლოეს პერიოდში კი მას მოუწევს ტიტულის დაცვა უიმბლდონზე, შემდეგ კი ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება.

ფინალი

რაფაელ ნადალი (2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) 6:4, 6:3, 2:6, 7:5. (იხილეთ ვიდეო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს