ესპანელები გდანსკის სტადიონზე მოედნის საფარის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არსებობის გამო ჩივიან, სადაც 10 ივნისს იტალიის ნაკრებთან ითამაშეს
ესპანეთის ნაკრებმა უეფას ოფიციალური პროტესტით მიმართა გდანსკის სტადიონზე მოედნის საფრის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, სადაც ესპანელებმა 10 ივნისს იტალიასთან ითამაშეს.

ესპანელთა თქმით, მინდორი მატჩის დაწყების წინ არ მოურწყავთ, რის გამოც ძალიან მშრალი იყო. ესპანელთა დელეგაციამ მოედნის საფარის მდგომარეობაზე ჯერ კიდევ იტალიასთან შეხვედრის წინა დღეს, 9 ივნისს, ვარჯიშის შემდეგ დაიჩივლა, თუმცა თამაშის დღეს ესპანელი ფეხბურთელების მტკიცებით, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

"მინდორი მშრალი იყო, ძალიან მშრალი. იგი უფრო კარგად უნდა მოირწყას, თუ გსურთ ისეთი სპექტაკლი ნახოთ, რომელზეც უეფა მუდმივად საუბრობს.

ბევრს ვერ წარმოუდგენია, რამდენად უშლის ხელს ასეთი მინდორი სანახაობრივ თამაშს. ის მოქმედებს ბურთის დამუშავებაზე, დრიბლინგზე, გადაცემების სიზუსტეზე. იმიტომ არ ვჩივით, რომ ამისგან მხოლოდ ჩვენ ვზარალდებით - ამისგან მთლიანად შოუ ზარალდება", - განაცხადა ესპანელთა ნახევარმცველმა ჩავიმ.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების სასტარტო მატჩი იტალიის ნაკრებთან ფრედ, 1:1 დასრულდა.

შემდეგ თამაშს ესპანეთი 14 ივნისს, იმავე გდანსკის არენაზე, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-იტალია 1:1- იტალიამ ქულა და სიმპათიები დაიმსახურა [+VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა