პოლონეთი-რუსეთის მატჩის წინ ვარშავაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მატჩის წინ, რომელშიც მასპინძელი პოლონეთის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, მდგომარეობა ვარშავაში უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ წესრიგის დაცვას 6000-ზე მეტი პოლიციელი ცდილობს, გულშემატკივრებს შორის არაერთი შეტაკება უკვე მოხდა. არიან დაშავებულებიც.

ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ დედაქალაქის ქუჩებში რუსი ფანების მსვლელობის დროს შეტაკების თავიდან ასაცილებლად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა ვითარების განსამუხტავად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და წესრიგის დამცველებმა ჰაერში გამაფრთხილებელ გასროლასაც მიმართეს.

ინციდენტი ვარშავის ნაციონალური სტადიონის სიახლოვეს მოხდა. დარაზმულ რუს ქომაგს ადგილობრივები "შეეგებნენ". ფანებმა ერთმანეთს მაშხალებისა და ბოთლების სროლა დაუწყეს. საბოლოოდ პოლიციამ შეძლო ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის დისტანციის დაცვა და ხულიგნების დაკავება, თუმცა პოლონეთის დედაქალაქში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

ვარშავაში მდგომარეობის განსაკუთრებით გართულებას შეხვედრის დასრულების შემდეგ მოელიან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩი პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

mm
რუსეთი და ფეხბურთი გასაკვირია! ეგენი სალოთაოდ არიან წასულები!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა