60 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე წონაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული კუბელი მოკრივე ტეოფილო სტივენსონი
60 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე წონაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული კუბელი მოკრივე ტეოფილო სტივენსონი. სამოყვარულო კრივის ერთ-ერთმა ტიტულოვანმა ათლეტმა თავის დროზე უარი თქვა პროფესიონალებში გადასვლაზე, რითაც თავისი სამშობლოს მიმართ პატრიოტიზმი გამოამჟღავნა.

როგორც სააგენტო AP იუწყება, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, რომელიც მოკრივეს ადრეც ჰქონდა გადატანილი. ამასთან, კუბის მთავრობას სტივენსონის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სტივენსონი სამოყვარულო კრივის ისტორიაში სამუდამოდ არის შესული. მის ანგარიშზე სამი ოლიმპიური ოქრო მოდის - ასეთი შედეგი მხოლოდ ორ მოკრივეს აქვს: უნგრელ ლასლო პაპსა და კიდევ ერთ კუბელს ფელიქს სავონს. სტივენსონმა ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოიპოვა ჩემპიონობა - 1972 წელს მიუნხენში, 1976 წელს მონრეალში და 1980 წელს მოსკოვში.

ის ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადის მოგებასაც გეგმავდა, რითაც ყველაზე ტიტულოვანი ათლეტი გახდებოდა, მაგრამ 1984 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე კუბა არ გამოსულა - ეს ქვეყანა შეუერთდა ბოიკოტს, რომელიც სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მიერ იყო ორგანიზებული.

ხოლო კუბის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება - არ გაეშვა გუნდი 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე (კუბელებმა ამჯერად ჩრდილოეთ კორეის ბოიკოტს დაუჭირეს მხარი), სტივენსონისთვის სპორტული კარიერის დასრულების ნიშანი გახდა.

სტივენსონმა კრივში ვარჯიში 12 წლის ასაკში დაიწყო - სპორტულ დარბაზში ის მამამისმა მიიყვანა (ტეოფილო იამაიკაზე დაიბადა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მისი ოჯახი კუბაზე გადაბარგდა). 14 წლის ბიჭი ჰავანაზე გაუშვეს. იქ მან საკრივო განათლება ლეგენდარული ალსიდეს საგარასგან მიიღო. ამ მწვრთნელის სახელს უკავშირდება კუბური კრივის აღმავლობა და დომინირება სამოყვარულო არენაზე.

სტივენსონი საკრივო სამყარომ მიუნხენის ოლიმპიადაზე გაიცნო. მან ამერიკელ მოცურავე მარკ სპიცთან ერთად გერმანიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფართო პუბლიკამ სათანადოდ შეაფასა 20 წლის მოკრივის ძლიერი მარჯვენა დარტყმა და დახვეწილი ტექნიკა. ორი წლის შემდეგ ტეოფილომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 1976 წელს მონრეალში გაიბრწყინა.

მან კანადაში ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა ნოკაუტით. ნაადრევ წაგებას ვერ გადაურჩა კუბელის მეტოქე ფინალში - რუმინელი მირჩა სიმონი, რომელმაც მესამე რაუნდში შეწყვიტა წინააღმდეგობა.

მონრეალში ტრიუმფის შემდეგ სტივენსონმა ამერიკელი პრომოუტერისგან, ცნობილი დონ კინგისგან მიიღო პროფესიონალებში გადასვლის შეთავაზება. კინგს უნდოდა მოეწყო ბრძოლა სტივენსონსა და კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს, მუჰამედ ალის შორის. ამ ბრძოლას ყველა მოუთმენლად ელოდა.

ამერიკაში გადასვლისა და ალის წინააღმდეგ რინგზე გასვლის სანაცვლოდ, დონ კინგი კუბელს 5 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

"რა არის მილიონი დოლარი რვა მილიონი კუბელის სიყვარულთან შედარებით?" - უპასუხა ამაზე სტივენსონმა. სამშობლოდან წასვლაზე მან საქვეყნოდ გამოაცხადა უარი და დაამატა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაცვლიდა კუბას ფულზე.

თან კუბის მთავრობამ მაშინ ძალიან მოინდომა იმისთვის, რომ არ დაეკარგა ადამიანი, რომელიც კუნძულოვანი ქვეყნის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა.

ცნობილია, რომ პირადად ფიდელ კასტრომ გამოუყო სტივენსონს სახლი ჰავანას გარეუბანში და ავტომობილი. ბოლო დროს ტეოფილოს კუბის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

იანვარში სტივენსონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. სტივენსონის თქმით, მას არა მარტო კუბიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან ურეკავდნენ, მაიამიდანაც კი. ამ ქალაქში კუბელი გარკვეული ხანი ციხეში იჯდა.

10 წლის წინ იქაური აეროპორტის თანამშრომელი შემოელახა იმის გამო, რომ მსხვერპლმა კუბის ხელისუფლება შეურაცხყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mirage
უდიადესი მოკრივე! სამოყვარულო კრივის სავიზიტო ბარათი... დასანანია 84-ში ოლიმპიდაზე რომ არ წავიდნენ, ამერიკელი ტაირელ ბიგსი(მაგ ოლიმ. ჩემპ.)რამოდენიმე თვის წინ ისე შემოელახა სტივენსონს, რომ ძლივს გაიყვანეს რინგიდან მეორე რაუნდის შემდეგ... გამოირჩეოდა კარგი ანტროპოლოგიური მონაცემებით, რასაც წარმატებით იყენებდა, ბრწყინვალე ტაიმინგით და ძლიერი მარჯვენა პირდაპირით მაგრამ უჭირდა შემტევ, აგრესიულ მეტოქეებთან პაექრობა... იგი ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა თავის პირველ დამრიგებელს რუს ანდრეი ჩერვონენკოს...
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა