პოლონელი მეკარე ტომაშ კუშჩაკი ამბობს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში კვლავ არ ათამაშებენ, კლუბს გამოიცვლის....
პოლონელი მეკარე ტომაშ კუშჩაკი ამბობს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში კვლავ არ ათამაშებენ, კლუბს გამოიცვლის. სტატისტიკა ასეთია: კუშჩაკი "ოლდ ტრეფორდზე" უკვე მეექვსე სეზონს ატარებს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ და მხოლოდ 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

და რა პერსპექტივა აქვს პოლონელს? მოგეხსენებათ, დღეს "იუნაიტედის" კარს ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარი იცავს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 40 წლისაა, ჩინებულ ფორმაშია. კაცმა არ იცის როდის დაანებებს ვან დერ სარი თავს ფეხბურთის თამაშს და რომც დაანებოს, კუშჩაკს ნამდვილად არ აქვს იმის გარანტია, რომ ძელებს შორის მის ადგილს დაკავებს - უკვე ლაპარაკობენ, რომ კლუბი ჰოლანდიელის შემცვლელს გარედან მოიყვანს. ერთი სიტყვით, 28 წლის პოლონელს ახლავე სჭირდება ახალი გუნდის პოვნა.

"მანჩესტერ იუნაიტედში", მოგეხსენებათ, კიდევ ერთი გოლკიპერი თამაშობდა, ბენ ფოსტერი, რომელმაც გასულ ზაფხულს გუდა-ნაბადი აიკრა და "ბირმინგემში" გადავიდა. მისი "ოლდ ტრეფორდიდან" წასვლის მიზეზიც რეგულარულად თამაშისა და ინგლისის ნაკრებში შეღწევის სურვილი იყო. ფოსტერის წასვლამ კუშჩაკს ერთი-ორ თამაშში მონაწილეობის საშუალება მისცა, რაც ერთი შეხედვით მისთვის ცუდი არ უნდა ყოფილიყო.

"ბენის პოზიცია ჩემთვის გასაგებია - თქვა კუშჩაკმა "მანჩესტერ ივნინგ ნიუზისთვის" მიცემულ ინტერვიუში - იგი "იუნაიტედიდან" წავიდა, რადგან რეგულარულად თამაშსა და ნაკრებში ადგილის დამკვიდრებას ეშურებოდა. მეც იმავე დღეში ვარ და თუ ხშირად არ მათამაშებენ, იძულებული გავხდები ბენს მივბაძო. დრო გადის. ამ სეზონის ბოლოს უკვე 29 წლის ვიქნები. მინდა ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო და ამისათვის რეგულარულად თამაში მჭირდება".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა