არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ "ინდეპენდიენტეში" კიდევ ორი მატჩის ჩატარებას აპირებს, რის შემდეგაც მოთამაშის კარიერას დაასრულებს
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა გაბრიელ მილიტომ განაცხადა, რომ თავის კლუბ "ინდეპენდიენტეში" კიდევ ორი მატჩის ჩატარებას აპირებს, რის შემდეგაც მოთამაშის კარიერას დაასრულებს. მისი წასვლის მიზეზი მუხლის ქრონიკული ტრავმა გახდა.

31 წლის მილიტომ აღიარა, რომ გუნდისთვის უკვე არაფერი ახლის მიცემა არ შეუძლია. ფეხბურთელის თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თამაშისგან სიამოვნების მიღების საშუალებას არ აძლევს. მილიტომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო, მაგრამ აუცილებელი.

ბოლო თამაშს მილიტო 24 ივნისს ჩაატარებს, როდესაც "ინდეპენდიენტე" არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ტიგრეს" დაუპირისპირდება. 17 ივნისს მილიტოს კლუბი "სან ლორენცოს" ეთამაშება.

მილიტომ მოთამაშის კარიერა სწორედ "ინდეპენდიენტეში" დაიწყო, საიდანაც "სარაგოსაში" გადავიდა. 2007 წელს მცველი "ბარსელონამ" შეიძინა, რომლის შემადგენლობაშიც არგენტინელმა 75 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. კატალონიელთა შემადგენლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და ამ ტიტულებს ორი ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვებაც დაურთო.

2011 წელს მილიტო კვლავ "ინდეპენდიენტეში" დაბრუნდა.

სულ მილიტოს 14 ტიტული აქვს მოპოვებული. არგენტინის ნაკრებში მან 42 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მილიტო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზეც მონაწილეობდა.

გაბრიელ მილიტოს უფროსი ძმა, დიეგო, მილანის" ინტერის" შემადგენლობაში გამოდის. 2010 წელს დიეგო მილიტომ "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა