ენდი მიურეიმ უიმბლდონისთვის მზადება წაგებით დაიწყო

უიმბლდონის ორგანიზატორებმა "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირზე უაილდ-ქარდის მფლობელები დაასახელეს, რომლებიც ამის წყალობით, კვალიფიკაციის გავლის გარეშე მოხვდებიან უიმბლდონის ძირითად ბადეში. წელს ეს ტურნირი 25 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.

მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღო მსოფლიოს 205-ე ჩოგანმა, ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა, რომელიც 2002 წელს იყო უიმბლდონის ჩემპიონი.

მას შეუერთდა მსოფლიოს 87-ე ნომერი, გერმანელი ტომი ჰაასი (2009 წლის უიმბლდონის ნახევარფინალისტი), ბელგიელი დავიდ გოფენი (64-ე ჩოგანი), რომელმაც წელს როლან გაროსზე მერვედფინალამდე გააღწია, აგრეთვე ბრიტანელები - ჯეიმი ბეიკერი (203) და ჯოშუა გუდოლი (227). უაილდ ქარდის კიდევ ერთი მფლობელის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ქალთა ტურნირზე ძირითად ბადეში მოხვედრის გარანტია მიიღეს ყაზახმა იაროსლავა შვედოვამ (62), ფრანგმა ვირჟინ რაზანომ (90), რომელმაც როლან გაროსის პირველ წრეში სერენა უილიამსს მოუგო და აგრეთვე, ბრიტანეთის ოთხმა წარმომადგენელმა - ჰიზერ უოტსონმა (111), ლორა რობსონმა (114), იოჰან კონტამ (214) და ნაომი ბროუდიმ (219).

ქალებს შორის კიდევ ორი უაილდ-ქარდია დასარიგებელი.

ამასობაში წამყვანი ჩოგბურთელები აგრძელებენ მზადებას უიმბლდონისთვის. კვლავ პრობლემები აქვს ამ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ბრიტანელი გულშემატკივრების მთავარ იმედს ენდი მიურეის. ის გუშინ მეორე წრიდან ჩაება ლონდონის "ქუინზ კლაბის" ტურნირში და სენსაციური მარცხი იწვნია.

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი კლასიფიკაციის 65-ე ნომერთან, 30 წლის ფრანგ ნიკოლა მაუსთან დამარცხდა - 3:6, 7:6(4), 6:7(1).

მიურეიმ ამ მატჩში ორი ბრეიკი გააკეთა, თუმცა სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. მაუმ ორი საათისა და 35 წუთის განმავლობაში 13 ეისი შეასრულა და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან კარიერაში პირველად დაამარცხა მიურეი.

შეგახსენებთ, რომ ენდიმ როლან გაროსზე მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ დავიდ ფერერთან წააგო. თუმცა ბრიტანელი მთელი ტურნირი ზურგის ტრავმით თამაშობდა და როგორც ჩანს, ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა