"ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი გუნდზე და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებზე საუბრობს
გია კაზანჯიანს ორ სხვადასხვა თემაზე ველაპარაკეთ. ორივე კალათბურთს ეხება, თუმცა ერთი საკლუბოა, მეორე - სანაკრებო.

გია კაზანჯიანი "ოლიმპის" პარალელურად საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის.

- გარკვეულია, რომ მომავალ სეზონშიც ისეთივე გუნდი გვეყოლება, როგორიც ახლად დასრულებულ პირველობაზე. ხუთივე ლეგიონერს დავემშვიდობეთ. მათ კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ერთი-ორი მომავალ სეზონში დავიბრუნოთ.

- "ოლიმპმა" ფინალში ითამაშა, რაც დებიუტანტისთვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს...

- ოქტომბერში შეკრებილი გუნდისთვის ეს უდავოდ დადებითი შედეგია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შუა სეზონში არაერთი კალათბურთელი დაგვემატა. ზოგმა გაამართლა, ზოგმა - ვერა.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, ივან ტოდოროვიჩისგან მეტს ველოდით, ხოლო გიორგი ცინცაძე სეზონის ბოლოს ფორმაში შევიდა და დიდი დახმარება გაგვიწია. ფინალურ სერიაში "არმიასთან" საწყისი ორი მატჩი კარგად ვითამაშეთ, პირველში დავმარცხდით, მეორე - მოვიგეთ. სხვათა შორის, ეს იყო "არმიას" ერთადერთი წაგება გასულ ჩემპიონატში. მართლაც ძლიერი გუნდი იყო.

- ლეგიონერებიდან ყველაზე მეტად ვინ გაამართლა იმედები?

- ნიკოლა ტუტუსმა. თუმცა თავიდან შესაძლებლობების გამოვლენაში ტრავმამ შეუშალა ხელი - პირველ წრეში მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ხელი ჰქონდა ნატკენი.

- ტრავმებმა გააწვალეს ლაშა გამყრელიძეც...

- მას მუხლიც აწუხებდა, წელიც... პლეი ოფში თითქმის ყველა მატჩი გამაყუჩებლით ითამაშა. გამყრელიძემ გუნდისთვის თავი არ დაზოგა, ბევრი იშრომა.

ასეთი ძლიერი ჯგუფი ჯერ არ ყოფილა

საქართველოს კადეტთა ნაკრები 19 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება (B დივიზიონი).

ჯგუფში ქართველთა მეტოქენი იქნებიან: რუმინეთი, ბოსნია, ესტონეთი და ჩერნოგორია.

"ასეთი ძლიერი შემადგენლობა ერთ ჯგუფში ჯერ არ ყოფილა. 16-წლამდელთა ასაკში ჩერნოგორიელებსაც, რუმინელებსაც, ესტონელებსაც და ბოსნიელებსაც ყოველთვის კარგი გუნდები ჰყავთ", - გვითხრა ქართველთა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა.

ჩვენი კადეტთა ნაკრები უკვე შეიკრიბა და 20-კაციანი შემადგენლობით ვარჯიშობს.

"წვრთნას 31 ივნისს შევუდექით. ჯერ ფიზმომზადებას გავდივართ, 15 ივნისიდან კი ბურთით მუშაობაზე გადავალთ. ოფიციალურ მატჩებამდე ხუთ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ. მინსკში ბელარუს 16-წლამდელებთან ორჯერ ვითამაშებთ, ხოლო ბრატისლავაში სლოვაკ თანატოლებთან - სამჯერ.

კადეტთა ნაკრების შემადგენლობაზე უახლოეს მომავალში დავწერთ. გუნდი ბურთით მუშაობაზე რომ გადავა, ვარჯიშზე ვეწვევით და რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ.

სეზონის მონაგარი

# მოთამაშე თ წთ 2ქ.ჩ. 2ქ.ნ. 2ქ% 3ქ.ჩ. 3ქ.ნ. 3ქ% 1ქ.ჩ. 1ქ.ნ. 1ქ% მ.შ. მ.დ. მ პ ფ შ ჩ დ ქ

4 ლაშა გამყრელიძე 26 30.9 4.2 9.3 44.8 0.7 3 22.8 3 4.2 73.1 0.4 4 4.4 6.8 2.2 3.9 1.3 0 13.4

5 გიორგი გულისაბედაშვილი 26 19.3 1.2 2.4 48.4 0.7 2.5 26.6 0.3 0.5 50 0.6 1.8 2.4 1.2 1.3 0.9 1 0 4.5

6 ლუკა მინაშვილი 3 6.7 0 2 0 0 0.3 0 0 0 0 0.3 1.7 2 0.3 0.7 0.3 0 0 0

7 გიორგი ნანიტაშვილი 16 8.1 0.7 1.1 61.1 0.4 1.3 30 0.3 0.4 83.3 0.2 0.9 1.1 0.8 1.4 0.6 0.4 0 2.8

8 ტატო თავართქილაძე 14 11.7 0.4 0.9 41.7 0.5 1.7 29.2 0.4 0.7 60 0.2 1.4 1.6 1.9 1.5 1.9 0.7 0.1 2.6

9 ნოდარ სიგუა 9 6.9 0.1 0.4 25 0 0.8 0 0.2 0.4 50 0 0.9 0.9 0.8 1 1.2 0.3 0 0.4

10 ილიცა მილუტინოვიჩი 29 20.6 3.3 6.4 51.9 0 0.3 12.5 1.5 3.1 48.3 1.6 5.4 7.1 1.5 2.3 1.5 0.6 1 8.2

11 მიხეილ ბერიშვილი 28 31.4 2.4 4.6 51.6 1.6 4.5 36.8 2.7 3.5 77.6 1.9 5.1 6.9 3.1 2.6 1.5 1.3 0.5 12.4

12 ნიკიცა სლიუკა 27 27 1.4 3.5 38.9 2.3 5.8 39.1 1.3 1.6 79.5 0.4 2 2.4 1.6 1.8 1.6 0.5 0 10.8

13 კახა მუმლაძე 10 5.4 0.4 1.6 25 0 0 0 0.6 1.1 54.5 0.6 0.9 1.5 0.1 0.4 0.4 0 0 1.4

14 ნიკოლა ტუტუსი 23 21.7 1.8 4 44.1 1.1 3.4 31.6 1.5 2.3 64.8 1.3 2.5 3.7 1.1 2.7 1 1 0.3 8.3

15 ლევან სულაბერიძე 6 5.2 0.5 2.3 21.4 0 0.2 0 0.5 0.7 75 0.7 0.3 1 0.2 1.8 0.5 0.2 0 1.5

21 გიორგი ცინცაძე 12 29.5 4.8 9.8 48.3 1.2 3.8 30.4 2.8 3.9 72.3 0.8 4.1 4.8 4.7 2.8 2.4 1.4 0.2 15.8

22 ივან ტოდოროვიჩი 16 20.9 4.6 9.1 50.3 0.1 0.2 66.7 1.5 4.1 36.4 2.3 4.4 6.7 0.6 2.9 2.7 1.1 0.8 11

25 ივო ჰოგერი 28 17.9 4.2 5.9 71.5 0 0.1 0 2.6 4.2 63.2 3.5 4 7.5 0.6 2.1 1.5 0.2 0.8 11.1

ვერცხლის დებიუტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა