ფიფას ამ დროისათვის "აფხაზეთის რესპუბლიკისგან" არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის 25 მაისს ფიფას პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა.

წერილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს - ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზებას შეეხებოდა.

სფფ-მ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია - ქართული მხარე მთლიანად გამორიცავს საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას.

აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია. 14 ივნისს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფას ამ დროისათვის "აფხაზეთის რესპუბლიკისგან" არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია.

ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება.

სფფ მიესალმება მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება.

სფფ-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა