კოხტლა-იარვეს "ლოტუსის" პრეზიდენტმა ანდრეი შკალეტამ ფეხბურთის განვითარების ესტონური მაგალითი გაგვიზიარა
კოხტლა-იარვეს "ლოტუსი" ესტონეთის პირველი ლიგის (ესილიიგა) აუტსაიდერია. 16 ტურის შემდეგ გუნდი ბოლო, მე-10 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დგას. ახლა ესტონეთის ჩემპიონატში პაუზაა, რითაც კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი შკალეტამ ისარგებლა და საქართველოში ჩამოვიდა.

როგორც გაირკვა, გაჭირვებაში ჩავარდნილი კლუბის ხელმძღვანელი გაძლიერების იმედად გვესტუმრა:

"ესტონეთში მცირერიცხოვანი მოსახლეობაა, სულ 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ცხადია, საკუთარი რესურსი არ გვყოფნის. გამორჩეული ესტონელები ლიდერ კლუბებში გადადიან ან უცხოეთში მიჰყავთ.

პირველ ლიგაში იმიტომაც დავქვეითდით, რომ ერთი ხანობა ფინანსური პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ყველაფერი მოვაგვარეთ და გაძლიერებაზე ვფიქრობთ.

სამწუხაროდ, საერთაშორისო კავშირები ძალიან გვაკლია, შედარებით კვალიფიციური ფეხბურთელები რომ მოვიწვიოთ და პრობლემები მოვაგვაროთ. ამიტომ საქართველოში მეგობრებმა რომ მომიწვიეს, სიამოვნებით ჩამოვედი.

იძულებულებიც ვართ, საკადრო პოლიტიკა შევცვალოთ და პარტნიორები უცხოეთში ვეძებოთ. საქართველოში კი კვალიფიციური ფეხბურთელების არჩევა არ უნდა გაგვიჭირდეს.

ქართველებთან ურთიერთობა შარშან დავიწყეთ, როდესაც 4 ფეხბურთელი მივიწვიეთ - ლაშა ქებაძე, მამუკა რამიშვილი, გიორგი ბერაძე და ბექა კობიაშვილი. ისინი კლუბთან ერთად ემზადებოდნენ. ჩვენს მოთამაშეებს, ფაქტობრივად, მასტერ-კლასი ჩაუტარეს და ნათლად აჩვენეს, რამხელა განსხვავება იყო კლასში, ტექნიკაში და საერთო მომზადებაში.

ახლა ოთარ შალამბერიძისა და გოგი ფიფიას აყვანა გვსურს. იმედია, კიდევ ვინმეს მოვძებნი. მათ თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ, ადგილობრივები კი კონკურენციას იგრძნობენ და ეს გუნდს წაადგება".

რა პირობები აქვთ ესტონურ კლუბებს? ამაზე სტუმარი საინტერესო ამბებს გვიყვება:

"ესტონეთის გუნდები დიდი ფინანსებით არ გამოირჩევიან. ლიდერებს თუ აქვთ მაქსიმუმ 2-3 მილიონი ევრო, დანარჩენების ბიუჯეტი მილიონ ევროსაც ვერ აღწევს. ამიტომ ჩვენი ნაკრების მოთამაშეები უცხოეთში 4-5 ათას ევროზე თამაშსაც თანხმდებიან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში სიამოვნებით ჩამოვიდოდნენ".

"ლოტუსის" პრეზიდენტი ამას წინათ ტალინში გამართულ შეხვედრაზეც გვესაუბრა, რომელშიც ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონელ თანატოლებს 2:1 მოუგო:

"თქვენი გუნდი სოლიდურად გამოიყურებოდა. ძალიან გამიკვირდა, რომ გუნდში ისეთი გამორჩეული ინდივიდუალისტები არ იყვნენ, როგორც ადრე. უფრო სწორად, ახლა გუნდურად ითამაშეს და ბურთს არ აყოვნებდნენ. ნაღდად არ მეგონა, ასეთი უპირატესობით თუ მოგვიგებდნენ და ქართველები ასეთი სტილით თამაშს თუ დაიწყებდნენ.

ჩვენთან, "ფლორაში", თქვენი ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ბეგლარიშვილი გამოდის. საერთოდ, ეს კლუბი წმინდა ესტონურ კლუბად არის ცნობილი, ლეგიონერებს არ წყალობენ და რადგან ძირითადის ფეხბურთელი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებს ერთი თავით სჯობია.

ერთი ხანობა ხელმძღვანელობასთან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მოაგვარა და ბოლო დროს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა".

ევროპის ჩემპიონატის დასრულებულ ციკლში ესტონეთის ნაკრებმა არნახულ წარმატებას მიაღწია და პლეი ოფამდე მივიდა. რის ხარჯზე მიაღწიეს ბალტიისპირელებმა წარმატებას?

"უპირველესად, ეს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის, აივარ პოლაკის დამსახურებაა. მან ესტონეთში ფეხბურთის განვითარების პროგრამა შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა. მისი მოთხოვნით, გუნდი ყველა სოფელში შეიქმნა, მიავლინა მწვრთნელები, შერჩეული ფეხბურთელებისგან შედგენილი ნაკრებები კი ტალინში რეგიონების ტურნირში მონაწილეობდნენ.

პარალელურად, პოლაკმა მიიწვია მწვრთნელები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ირლანდიიდან, რომლებიც არა მხოლოდ კლუბებსა და ნაკრებებში მუშაობდნენ, არამედ ადგილობრივი სპეციალისტების გაზრდაზეც ზრუნავდნენ.

დროთა განმავლობაში თაობა წამოიზარდა, საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოჩნდა. ეს პროცესი წლები გრძელდებოდა და ერთი სეზონიც არ ჩავარდნილა. ევროპელებმა გაგვიზარდეს ფეხბურთელებიც და ესტონელ მწვრთნელთა ახალი თაობაც - პლეი ოფამდე სწორედ ამ ბიჭებმა გააღწიეს.

ცხადია, ფეხბურთის განვითარების პროგრამა ხელისუფლების დახმარების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ქვეყნის მმართველები დაარწმუნეს, რომ ფეხბურთის განვითარება საუცხოო სოციალური და ბიზნესპროექტი იქნებოდა და ასეც მოხდა - ოდესღაც ესტონეთში არაპოპულარული ფეხბურთი დღეს კალათბურთს უწევს კონკურენციას. მერწმუნეთ, ჩრდილოეთის ცივ ქვეყანაში ეს უზარმაზარი მიღწევაა", - ამბობს შკალეტა.

როგორ განავითარეს ფეხბურთი ბალტიისპირელებმა? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის