ბელგიის ნაკრები "ევრო-2012"-ზე ვერ მოხვდა და ფანებმა უკმაყოფილება ორიგინალური ხერხით გამოხატეს
ფეხბურთის ბელგიელი ფანები საკუთარ გულშემატკივრობას ყიდიან. საქმე ის არის, რომ ბელგიის ნაკრები ევრო 2012-ზე ვერ მოხვდა და ფანებმა უკმაყოფილება ორიგინალური ხერხით გამოხატეს. 20 000-ამდე ბელგიელი საკუთარ გულშემატკივრობას ყიდის.

როგორც ფანებმა განაცხადეს, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მზად არიან, უგულშემატკივრონ ნებისმიერ სხვა ნაკრებს, იარონ თამაშებზე, შეძახილებით გაამხნევონ ფეხბურთელები და მათი ჰიმნიც კი ისწავლონ.

"თუ ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა, ჩვენ 24-საათიან გლოვას გამოვაცხადებთ, შემდეგ კი ჩვენს გულშემატკივრობას სხვა ნაკრებს მივყიდით", - განაცხადეს ფეხბურთის ბელგიელმა თაყვანისმცემლებმა.

ბელგიელების ამ უცნაურ შეთავაზებას მუშტარი უკვე გამოუჩნდა. მათი პირველი კლიენტები ჰოლანდიელები არიან. ჰოლანდიელმა მოქალაქეებმა გულშემატკივართა ჯგუფი ინტერნეტაუქციონ eBay-ზე 3000 ევროდ იყიდეს.

ამ "ბიზნესიდან" შემოსულ თანხას ბელგიელები გაეროს ფონდ UNICEF-ის ერთ-ერთ საბავშვო პროექტს გადაურიცხავენ.

გულშემატკივართა განცხადებაში არ არის აღნიშნული, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას თაყვანისმცემელთა შეტაკებებში, თუ ასეთი ინციდენტი მოხდება. აღსანიშნავია, რომ ევრო 2012-ზე, რუსეთ-პოლონეთის თამაშის წინ, ამ ორი ნაკრების გულშემატკივრებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

ambebi.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა