14 ივნისს ლა ლიგიდან გავარდნილი "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტური ადგილი შეივსო

14 ივნისს ლა ლიგიდან გავარდნილი "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტური ადგილი შეივსო.

კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ "ვილიარეალს" სეგუნდას მორიგ სეზონში 31 წლის სალამანკელი ხულიო ვილასკესი გაუძღვება.

ვილასკესი "ვილიარეალში" ზაფხულში მივიდა, როგორც "ვილიარეალი III"-ის მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ამ გუნდმა 21 ოფიციალური მატჩი გამართა, ხოლო იანვარში, როცა "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდის თავკაცი ხოსე ფრანსისკო მოლინა მთავარ გუნდში გადაიყვანეს, ვილასკესი "ვილიარეალი II"-ის მწვრთნელი გახდა.

ეს გუნდი სეგუნდაში მე-12 ადგილზე გავიდა, მაგრამ რადგან პირველი გუნდი ლა ლიგიდან გავარდა, სარეზერვოს დაქვეითება მოუწია - ესპანური წესებით, ძირითად და სარეზერვო გუნდებს ერთ ლიგაში თამაშის უფლება არა აქვთ.

ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია 18 ივნისს გაიმართება და, იმედია, იქამდე ვილასკესს არაფერი დაემართება.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის მანოლო პრესიადო 7 ივნისს დანიშნეს მთავარ მწვრთნელად, 8-ში პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, მაგრამ დილით ის სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს.

ვილასკესს საოცარი ისტორია აქვს. ის არასოდეს ყოფილა ფეხბურთელი. 15 წლის ასაკში უკვე მუშაობდა "ვალიადოლიდში", სადაც ბაზის მინდვრის საფარის მდგომარეობის გაკონტროლება ევალებოდა.

19 წლისა კლუბის ჭაბუკთა ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანეს, რადგან ამ საქმეში დაინტერესება და ნიჭი აღმოაჩნდა.

2008-09 წლების სეზონში "პოლი ეხიდოს" ჭაბუკთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გაიყვანა.

შემდეგ იყო "ვალიადოლიდის" ახალგაზრდული გუნდი, "პოლი ეხიდოს" პირველი გუნდი - ყველგან ველასკესი წარმატებული იყო.

ის შეამჩნიეს ("სამეფო თასზე" "პოლი ეხიდო" 1:1-ს ეთამაშა "ვილიარეალს") და 30 წლის ასაკში "ვილიარეალის" რანგით მე-3 გუნდში მიიწვიეს. ახალგაზრდა სპეციალისტმა იანვრიდან კი სეგუნდაშიც გამოიჩინა თავი - "ვილიარეალი" უიმედო აუტსაიდერი იყო და ბოლოს ცხრილის შუაში დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
გუშინ 30 წლისო ეწერა და დღეს დაბადების დღე აქვს? )))))))))))))
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა