მეორე გოლის აღნიშვნისას ბენდტნერმა მაისურა აიწია და ქვედა საცვალი გამოუჩნდა, რომელზეც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სახელი ეწერა
დანიისა და პორტუგალიის მატჩის (2:3) შემდეგ პორტუგალიელთა კარში დუბლის ავტორი ნიკლას ბენდტნერი სხვა რამის გამოც მოექცა ყურადღების ცენტრში.

კერძოდ, მეორე გოლის აღნიშვნისას მან მაისურა აიწია და ქვედა საცვალი გამოუჩნდა, რომელზეც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სახელი ეწერა. დანიელთა გოლეადორს ახლა ამის გამო უეფასგან ფულადი ჯარიმა ელის, რადგან მოედანზე ფეხბურთელთა მხრიდან ნებისმიერი სახის რეკლამა სასტიკად აკრძალულია.

"რომელიმე ფირმისთვის რეკლამის გაკეთება არ მინდოდა. ეს საცვალი ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, თილისმასავით გქონდეს, წარმატებებს მოგიტანსო და ამიტომაც მეცვა," - განაცხადა ბენდტნერმა, მაგრამ ცხადია, არაა გამორიცხული, რომ მისი მიზანი სწორედ Paddy power-ის რეკლამირება ყოფილიყო.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხსენებული ირლანდიური ფირმის პრესმდივანმა კენ რობერტსონმა სოციალურ ქსელ თვითერზე დაწერა, ნიკლას ბენდტნერით ყველანი ვამაყობთო...

ზიმლინგის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა

თუმცა დანიის ნაკრებს სხვა, უფრო სერიოზული პრობლემაც აქვს: ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, გერმანიასთან, დანიელთა მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი ვეტერან გარემარბ დენის რომედალს ვერ გამოიყენებს.

33 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 118 თამაში აქვს ჩატარებული, პორტუგალიასთან შეხვედრაში დაშავდა და მე-60 წუთზე შეცვალეს.

"რომედალის არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება. გერმანიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგებოდა," - დამწუხრებულია ოლსენი.

...და ეს ყველაფერი არ არის: კითხვის ნიშნის ქვეშაა საყრდენი ნახევარმცველის, ნიკი ზიმლინგის ასპარეზობაც, რომელიც პორტუგალიასთან მე-16 წუთზე გახდა შესაცვლელი. თუმცა ოლსენის თქმით, 27 წლის ზიმლინგს ჯერ კიდევ აქვს მომჯობინების შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა