ისევე, როგორც ესპანეთის ნაკრებთან მატჩში, "სკუადრა აძურამ" ანგარიშში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
იტალიის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მეორედაც ვერ შეძლო ანგარიშში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ისევე, როგორც ესპანეთთან, ხორვატებთან მატჩშიც ფრეს დასჯერდა - 1:1.

თავის მხრივ, სლავენ ბილიჩის შეგირდებმა C ჯგუფიდან გასვლის შანსი გაიუმჯობესეს.

პოზნანში გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობას "სკუადრა აძურა" ფლობდა. კარგი საგოლე მომენტი ჯერ მარიო ბალოტელიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მარკიზიომ ზედიზედ ორჯერ ვერ ააცილა ხორვატთა კარის დარაჯს ბურთი.

იტალიელებმა გოლი პირველ ტაიმში მაინც გაიტანეს და ეს 39-ე წუთზე ანდრეა პირლომ უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით შეძლო. სტიპე პლეტიკოსა ამ შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში იტალიელებმა სათამაშო უპირატესობა აშკარად დათმეს და თითქოს ამით ჯანლუიჯი ბუფონის კარს საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ 72-ე წუთზე ხორვატებმა ამ თამაშში ბოძებული ერთადერთი შანსი გოლად აქციეს.

შეტევის მარცხენა ფრთიდან იტალიელთა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდების შემდეგ ჯორჯო კიელინის არასწორად შერჩეული პოზიციით ისარგებლა მარიო მანჯუკოვიჩმა, ბურთი მიიღო და ორიოდე მეტრიდან ბუფონს აუღებელი დაურტყა - 1:1.

იტალიელთა კარში გატანილი გოლი მანჯუკოვიჩისთვის ევრო 2012-ზე მესამეა, რითაც ალან ძაგოევთან (რუსეთი) და მარიო გომესთან (გერმანია) ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

მიღწეული ფრეთი ხორვატიის ნაკრებმა 4 ქულით C ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა. იტალიელებს კი ჯგუფიდან გასასვლელად მესამე ტურში ირლანდიელთა დამარცხება აუცილებლად დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით ამავე ჯგუფში ესპანეთის ნაკრები ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა