ლეგენდარულ ამერიკელს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი დოპინგის გამოყენებაში
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტომ (USADA) ლეგენდარულ ამერიკელ ველომრბოლს ლენს არმსტრონგს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი დოპინგის გამოყენებაში.

ამის შესახებ დაწერა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა", რომელსაც ხელთ ჩაუვარდა USADA-ს წერილი არმსტრონგის მისამართით.

წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა არმსტრონგის სისხლის ანალიზი ჩაატარეს, რომელიც 2009-10 წლებში იყო აღებული და მიღებული შედეგები მეტყველებენ "სისხლთან მანიპულაციებზე", აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე, დოპინგის შენიღბვასა და სისხლის გადასხმაზე.

USADA-ს მიერ წამოყენებული ბრალდების გამო 40 წლის არმსტრონგი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ტრიატლონის ტურნირებში.

სწორედ სპორტის ამ სახეობით დაკავდა ლენსი 2011 წელს ველოსპორტიდან წასვლის შემდეგ. გარდა ამისა, არმსტრონგმა, შესაძლოა, დაკარგოს ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული, რომელიც მან 1999-2005 წლებში მოიპოვა.

ამ საქმეში გადის ასევე ხუთი პიროვნება, რომლებიც ახლოს იყვნენ არმსტრონგთან: სამი ექიმი და მისი ორი ყოფილი ადმინისტრატორი. ამ საქმის გამოძიების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას USADA-სთან არსებული დამკვირვებელი საბჭო მიიღებს.

თავის მხრივ, არმსტრონგმა განაცხადა, რომ არასოდეს გამოუყენებია აკრძალული პრეპარატები და აგრეთვე, შეახსენა ჟურნალისტებს, რომ მთელი კარიერის განმავლობაში 500-ზე მეტი წარმატებული დოპინგ-სინჯი ჩაატარა. მან მომხდარი "უსაფუძვლო ანტიპათიად" მონათლა და ეჭვქვეშ დააყენა USADA-ს ავტორიტეტი და ობიექტურობა.

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტო არაკომერციული ორგანიზაციაა. ის სახელმწიფოს არ ეკუთვნის, მაგრამ ნაწილობრივ ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით.

არმსტრონგთან დაკავშირებით დაახლოებით ორი წლის წინ უკვე აღიძრა საქმე აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე. ლენსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ფლოიდ ლენდისმა. რამდენიმე თვის წინ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დახურა ეს საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა