ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. II ტური
ირლანდიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც ნაადრევად დატოვა ევრო 2012. ეს მოსალოდნელიც იყო, ჯოვანი ტრაპატონი ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

იტალიელმა, რომელსაც ცხოვრებისეული 73 წელიწადი უმაგრებს ზურგს, რაც შეეძლო გააკეთა, მაგრამ ის მწვრთნელია და არა ჯადოქარი...

ტაქტიკა/სტრატეგია

ვისენტე დელ ბოსკე არ არის ურჯუკი მწვრთნელი. მას კარგად შეუძლია კრიტიკის გააზრება - იტალიასთან თამაშმა გამოაჩინა, რომ ცრუ 9 ნომრით თამაშს ნამდვილით სჯობდა.

ამას დაერთო სესკ ფაბრეგასის მტკივანი ფეხი და სასტარტოში ფერნანდო ტორესი ვიხილეთ. სულ 4 წუთში დამტკიცდა, რომ ეს სწორი ცვლილება იყო.

ირლანდიელთა ბანაკშიც ერთი ცვლილება იყო აუცილებელი - უკვე ძნელი ასატანი იყო კევინ დოილის ინერტულობა, რომელმაც ნაკრებში 2 წელიწადში 2 გოლი გაიტანა და ორივე ანდორას კარში. ლაპარაკობდნენ, რომ მას უოლტერსი ან ლონგი შეცვლიდნენ, მაგრამ ჯოვანი ტრაპატონი საიმონ კოქსს ენდო.

ესპანეთის დავალება ისევ ისეთი იყო - მოკლე პასების წყალობით მეტოქეზე დიდი სათამაშო უპირატესობის მიღება და მერე ამ უპირატესობის გამოყენება. იტალიელებთან მატჩისგან განსხვავებით, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა იმხელა უპირატესობა მიიღეს მეტოქეზე, რომ პირველ ტაიმში ესპანელი მცველებიც კი (სერხიო რამოსის გარდა) მეტოქის ნახევარზე "დასახლდნენ".

ირლანდია კონტრიერიშებისა და ტრადიციული ჩაწოდებების იმედზე უნდა ყოფილიყო და თავის შანსს დალოდებოდა.

პირველი დარტყმა სწორედ კოქსმა შეასრულა და საკმაოდ რთულიც, მაგრამ იკერ კასილიასი მას გაუმკლავდა. ამის შემდეგ კი დაიწყო... პირველ ტაიმში ესპანეთმა ისე დაჩაგრა მეტოქე, როგორც არცერთ გუნდს მოუხერხებია ამ ჩემპიონატზე.

საუკეთესო ფეხბურთელი

ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)

ჯადო ახსნილია! ფერნანდო ტორესი კარგად თამაშობს, ძალიან კარგადაც და მან გოლიც გაიტანა... არა გოლები - თან ერთმანეთზე უკეთესი.

ანდრეს ინიესტამ კარგად ითამაშა, დავიდ სილვა საუცხოო იყო, მაგრამ ეს "ტიტული" "ელ ნინიომ" დაიმსახურა.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

სტივენ უორდი (ირლანდია)

ირლანდიელთა მარცხენა მცველი სტივენ უორდი ყველამ დაჩაგრა, ვისაც არ დაეზარა. მისი სისუსტის წყალობით ჯერ კიდევ მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში ფერნანდო ტორესმა.

მსაჯი

პედრო პროენშა ერთხელ თავისდა უნებურად დაეხმარა ესპანელებს, როცა ენდრიუზი წააქცია. სხვა რა ვთქვათ თამაშზე, რომელშიც ერთი გუნდი ორი თავით სჯობდა მეორეს.

მწვრთნელების დუელი

ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელ(ებ)ი არაფერ შუაშია. ჯოვანი ტრაპატონი უძლური იყო რამე ეღონა, ვისენტე დელ ბოსკემ კი, უბრალოდ, სწორად შეურჩია ტაქტიკა ნაკრებს. დანარჩენი უკვე ფეხბურთელების ნამოქმედარია.

ანალიზი

ბევრი ანალიზი არ უნდა იმას, რომ ესპანეთის ნაკრებს პირველ მატჩში აკლდა ნამდვილი ცენტრფორვარდი და მეტი არაფერი.

ირლანდია კი არა, ნებისმიერ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე შეექმნება დიდი პრობლემა, როცა ესპანეთის ნაკრებს შეხვდება - ბურთი მოსაპოვებელია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ყველაზე მეტად ახლობლობენ ბურთთან, ანუ ესპანეთის ნაკრებისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია.

ამ შემთხვევაში ფავორიტს რამე სხვა უნდა დაუპირისპირო. იტალიამ ეს შეძლო. აი, ირლანდიას კი საამისო რესურსი არ აღმოაჩნდა - უბრალოდ, არ შესწევდა ამის ძალა.

ჩვენი აზრით, ამ ტურნირზე ირლანდიაზე სუსტებიც თამაშობენ, მაგრამ სხვა ჯგუფებში. კელტებმა ორ თამაშში 7 გოლი გაუშვეს და ახლა ბოლო მატჩი ფორმალობად ექცათ. ესპანელებმა ფინალური ეტაპების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგეს.

დასკვნა

როგორც ერთ კარგ ქართულ კინოფილმშია - აბა, სად თქვენ და სად ჩვენო - ასეა საქმე ამ შემთხვევაშიც. ირლანდია ის გუნდი არაა, რომელთანაც დაჯახების შემდეგ ესპანეთის ნაკრებზე შორსმიმავალი დასკვნები გამოვიტანოთ. დაველოდოთ!

დაბოლოს, მთელი თამაში სასტიკად აგებდნენ, მაგრამ ტრიბუნებზე ერთი წუთითაც არ გაჩერებულან ირლანდიელთა ფანები - მღეროდნენ. ყოჩაღ მათ!

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. II ტური

14.06. გდანსკი. არენა გდანსკი

ესპანეთი-ირლანდია 4:0 (იხილეთ ვიდეო)

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (65. ხავი მარტინესი) - სილვა, ტორესი (73. ფაბრეგასი), ინიესტა (79. კასორლა).

ირლანდია (4-4-2): გივენი - ო'ში, სტ. ლედჯერი, დანი, უორდი - დაფი (76. მაკლინი), უელანი (80. უელანი), ენდრიუზი, მაკგიდი - კოქსი (46. უოლტერსი), კინი.

გოლები: 1:0 ტორესი (4), 2:0 სილვა (49), 3:0 ტორესი (70), 4:0 ფაბრეგასი (83)

გაფრთხილება:ჩაბი ალონსო, ხავი მარტინესი - კინი, უელანი, სტ. ლედჯერი

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 20-3 (15-2); ბურთის ფლობა: 66%-44%.

მაყურებელი: 39 150

C ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 1 1 0 5-1 4

2. ხორვატია 2 1 1 0 4-2 4

3. იტალია 2 0 2 0 2-2 2

4. ირლანდია 2 0 0 2 1-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია-ხორვატია 1:1 - "აძურამ", როგორც ყოველთვის, საქმე გაირთულა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა