აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-2 ტურიდან გადმოტანილ მატჩში თავი გიორგი ადამიამ გამოიჩინა - "ყარაბახმა" "განჯას" 3:0 მოუგო, მესამე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა, მან 78-ე წუთზე გაიტანა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-2 ტურიდან გადმოტანილ მატჩში თავი გიორგი ადამიამ გამოიჩინა - "ყარაბახმა" "განჯას" 3:0 მოუგო, მესამე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა, მან 78-ე წუთზე გაიტანა. ადამია ორ წუთში გამოცვალეს კიდეც. დამარცხებულთა რიგებში სასტარტოში ითამაშეს გიორგი სეთურიძემ და ლევან მდივნიშვილმა (მეორე ტაიმში ორივე შეცვალეს), ზურაბ ძამსაშვილი კი არ გამოჩენილა. "ყარაბახი" 8 ქულით მე-5 ადგილზეა, "განჯა" 5 ქულით - მე-8.

II ბუნდესლიგაში მათე ღვინიანიძის "მიუნხენი" შინ 0:0 დაუზავდა "აუეს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. "შპორტალმა" მისი თამაში 3 ბალით შეაფასა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ყაზახეთის პრემიერლიგის მატჩი "ატირაუსა" და "ლოკომოტივს" შორის. მასპინძელთა რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი ფეიქრიშვილი. "ატირაუ" ზედა ექვსეულში ბოლო ადგილზეა.

მოლდოვაში მოულოდნელად წააგო ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა", ჩემპიონი "აკადემიას" ესტუმრა და 0:1 დათმო. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. უკრაინაში თასის 1/16 ფინალი გაიარა ზაპოროჟიეს "მეტალურგმა", რაც გუნდის ქართველი ფორვარდის დიმიტრი ტატანაშვილის დამსახურებაა. "მეტალურგმა" მისი გოლის წყალობით მოუგო "ილიჩევეცს" - 1:0. უჩა ლობჟანიძის "დნიპრომ" 4:1 გაანადგურა "ტავრია". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, სტუმართა შორის კი ვასილ გიგიაძე სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე