მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რიო დე ჟანეიროში ერთობლივ შეკრებაზე ვარჯიშისას ფეხი იტკინა და თბილისში გამოემგზავრა
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) ტრავმის გამო ამ უქმეებზე გასამართ ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე ვერ იჭიდავებს.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, რიო დე ჟანეიროში ერთობლივ შეკრებაზე ვარჯიშისას მას ფეხი უტკენია და 15 ივნისს ვალერი ლიპარტელიანსა და (90) და გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად თბილისში გამოემგზავრებოდა.

არადა, ბუენოსაირესული შეჯიბრების მთავარი ინტრიგა მისი და ლომერ ჟორჟოლიანის პაექრობა უნდა ყოფილიყო. იმ სამი გაორებული წონიდან, სადაც ჩვენმა გუნდმა ორ-ორი ლიცენზია მოიპოვა, ყველაზე გაურკვეველი ვითარება აქაა, თორემ 60-სა და განსაკუთრებით მძიმეში, კონკურენცია თითქმის გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი წინა უქმეებზე რიო დე ჟანეიროში "დიდ მუზარადზე" გამოვიდა, სადაც ერთობლივ შეკრებაზე დარჩა, 15 ივნისს კი იქიდან გადავიდოდა არგენტინაში.

ბუენოს აირესში ლიპარტელიანის ჭიდაობა არც იგეგმებოდა - ოლიმპიადამდე მეტი ტურნირი აღარ სჭირდება. ამირან პაპინაშვილისა (60) და ნუგზარ ტატალაშვილის (73) ჭიდაობა კი ავადმყოფობის გამო გამოირიცხა.

ამდენად, არგენტინაში ხუთი ქართველი იჭიდავებს: ბეთქილ შუკვანი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100). 16 ივნისს პირველი სამი წონის, ანუ 60, 66 და 73-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 17-ში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რიო დე ჟანეიროში ჩვენებმა 4 ოქრო და 2 ბრინჯაო ირგუნეს. ჩემპიონები შუკვანი, ლიპარტელიანი, ცირეკიძე და ოქრუაშვილი გახდნენ.

არგენტინული შეჯიბრების შემდეგ გუნდი საქართველოში დაბრუნდება და ოლიმპიადისთვის მზადებას დუშეთში გააგრძელებს.

ნაკრების ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებს ოლიმპიადაზე წასაყვან შემადგენლობას, თუმცა დასასახელებელიც მხოლოდ ის ზემოხსენებული სამი გაორებული წონა აქვს, თორემ დანარჩენებში შავდათუაშვილის, ტატალაშვილის, ჭრიკიშვილის და ლიპარტელიანის გარდა, სხვა ლიცენზირებული ძიუდოისტი არც გვყავს და ამ ოთხეულის ლონდონში წასვლაც გადაწყვეტილია.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა