ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ჯგუფი A. III ტურის წინ
საბერძნეთისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც 21 შეხვედრას ითვლის. რა თქმა უნდა, აქ გათვალისწინებულია საბჭოთა კავშირის ნაკრებიც, რომლის მემკვიდრედაც რუსეთის უმთავრესი გუნდი ითვლება.

ისტორია

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აშკარა უპირატესობა რუსთა მხარესაა, რადგან ამ 21 მატჩიდან 13 გამარჯვება სწორედ სლავებზე მოდის, 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ბერძნებმა კი მხოლოდ 3 პაექრობა მოიგეს. ამასთან, ეს გუნდები მიჯრით მესამე ევროპის ჩემპიონატზე ხვდებიან ერთმანეთს და წინა ორ შემთხვევაში, წარმატებას სწორედ რუსებმა მიაღწიეს.

2008 წლის კონტინენტის პირველობაზე, გუუს ჰიდინკის შეგირდებმა ელადებს 1:0 მოუგეს, 2004-ში კი ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა 2:1 გაიმარჯვეს; ეს მარცხი ერთადერთი გახლდათ ბერძენთათვის პორტუგალიურ ევროფორუმზე და თუ როგორ დაასრულეს ის ჩემპიონატი, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

მოკლედ, რუსები ბერძნებს აშკარად ჯობნიან და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას.

სატურნირო ცხრილი

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებმა პირველ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს, შანსი ჯერ კიდევ აქვთ ჯგუფიდან გასვლის და თანაც, პრაქტიკული და არა თეორიული.

თუ ელადებმა რუსები დაამარცხეს, 4 ქულას მოაგროვებენ და თუ ჩეხეთი-პოლონეთის დაპირისპირება ფრედ არ დასრულდა, მაშინ მეოითხედფინალში ამოჰყოფენ თავს.

თუ ჩეხებმა და პოლონელებმა მაინც და მაინც ფრედ დაასრულეს შეხვედრა, მაშინ სამ გუნდს 4 ქულა ექნება და ბურთები დაითვლება.

რაც შეეხებათ რუსებს, მათთვის ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა - დიკ ადვოკაატის შეგირდებს ფრეც ჰყოფნით იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდნენ, გამარჯვების შემთხვევაში კი სულაც პირველ ადგილს დაიკავებენ.

მატჩის წინ

საბერძნეთის ნაკრებს აუცილებლად სამი ქულა სჭირდება, გამარჯვებაზე თამაში კი ელადებისთვის არც თუ ბუნებრივი მდგომარეობაა. ამ გუნდს შეტევაში უჭირს და თუ არ გჯერათ, სტატისტიკა შეგვიძლია მოვიშველიოთ - ბოლო 7 შეხვედრაში ბერძნებს მაქსიმუმ 1 გოლი აქვთ გატანილი, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს; ამასთან, რუსები დგანან დაცვაში ძალიან კარგად, რაც ასევე ციფრებით შეგვიძლია გავამყაროთ - ადვოკაატის შეგირდებმა ბოლო 13 პაექრობაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს.

ამ ლოგიკით, ბერძნებს ძალიან გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს ფეხბურთია, რომელიც ლოგიკას ხშირად არ ექვემდებარება.

ფერნანდუ სანტუში შეგირდებს 4-3-2-1 ტაქტიკით განალაგებს და შეტევის წინა ხაზზე თეოფილას გეკასს გაამწესებს - ანალოგიური ტაქტიკით გაირჯება რუსეთის უმთავრესი გუნდიც, წინ წაწეული თავდამსხმელი კი სავარაუდოდ, ისევ ალეკსანდრ კერჟაკოვი იქნება.

მართალია, "ზენიტის" ფორვარდმა წინა ორ შეხვედრაში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა, მაგრამ ადვოკაატი მას ძველებურად ენდობა. რუსებს კონტრშეტევებზე თამაში შესანიშნავად გამოსდით და რადგან ბერძნებს შესატევად აქვთ საქმე, შეიძლება მეორე ნომრადაც ითამაშონ - თუმცა, ადვოკაატმა უკვე განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველა შეხვედრაში შეტევაზეა ორიენტირებული და გამონაკლისი არც ბერძნებთან დაპირისპირება იქნება.

ბოლოს, სწორედ მწვრთნელებს გადავცეთ სიტყვა.

კომენტარები

ფერნანდუ სანტუში (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი):

"ჩვენთვის უცხო არ არის რთული ვითარებიდან გამოძრომა და მჯერა, რომ მიზანს ამჯერადაც მივაღწევთ.

რუსებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ არა დაუმარცხებელი და ეს მათაც უნდა იცოდნენ, ვინც უკვე ჩამოგვწერა. ვეცდებით შევუტიოთ, მაგრამ ამასთან, არც დაცვაში გვმართებს უყურდღებობა. ამიტომ, თავქუდმოგლეჯილი წინ არ გავიქაცევით და ვეცდებით, ძალები მთელ 90 წუთზე სწორად გავანაწილოთ.

კოსტას ჰალკიასის სახით, ძირითადი მეკარე გამოგვაკლდა, მაგრამ ჩვენ კიდევ ორი მაღალი კლასის კიპერი გვყავს და ამ მხრივ, არ ვნერვიულობ".

დიკ ადვოკაატი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი):

"კარგი იქნებოდა, რომ პოლონელებთან პაექრობაშივე მოგვემთავრებინა საქმე, მაგრამ წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ და უმჯობესია, რომ წინ გავიხედოთ.

ფრე ჯგუფიდან გასვლის გარანტიაა, მაგრამ მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ. რაც მთავარია, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურს, ამისთვის კი სწორედაც რომ მოგებაა საჭირო".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ჯგუფი A. III ტური

16.06. ვარშავა. ეროვნული სტადიონი. 22:45

საბერძნეთი-რუსეთი

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ჰალკიასი, ა. პაპადოპულოსი (საბერძნეთი).

სავარაუდო შემადგენლობები

საბერძნეთი (4-3-2-1): სიფაკისი - ტოროსიდისი, კ. პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, ჰოლებასი - მანიატისი, კაცურანისი, კარაგუნისი - სალპინგიდისი, სამარასი - გეკასი.

რუსეთი (4-3-2-1): მალაფეევი - ანიუკოვი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი, ზირიანოვი - ძაგოევი, არშავინი - კერჟაკოვი.

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).

ბოლო 5 მატჩი

საბერძნეთი

საბერძნეთი-ჩეხეთი 1:2

პოლონეთი-საბერძნეთი 1:1

საბერძნეთი-სომხეთი 1:0

ევრო 2012

საბერძნეთი-სლოვენია 1:1

საბერძნეთი-ბელგია 1:1

რუსეთი

პოლონეთი-რუსეთი 1:1

რუსეთი-ჩეხეთი 4:1

იტალია-რუსეთი 0:3

ევრო 2012

ლიტვა-რუსეთი 0:0

რუსეთი-ურუგვაი 1:1

A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 2 1 1 0 5-2 4

2. ჩეხეთი 2 1 0 1 3-5 3

3. პოლონეთი 2 0 2 0 2-2 2

4. საბერძნეთი 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ჩეხეთი VS პოლონეთი - ყველაფერი ან არაფერი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა