Facebook-ის სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეჯიბრში ესპანელმა დაახლოებით 200 თაყვანისმცემლით გაუსწრო შვეიცარიელს
როგორც ირკვევა, ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის ისტორიული დაპირისპირება მხოლოდ კორტზე არ მიმდინარეობს.

ამ ჩოგბურთელებს Facebook-ის სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლებს უთვლიან და შემდეგ მიღებულ რიცხვებს ერთმანეთს ადარებენ.

აქამდე, ამ "დაპირისპირებაში" ულაპარაკო ლიდერი როჯერი იყო, მაგრამ ბოლო თვეებში ნადალი თანდათან ამცირებდა ჩამორჩენას, ორი დღის კი ისტორიული მომენტი დაფიქსირდა - ესპანელმა დაახლოებით 200 თაყვანისმცემლით გაუსწრო შვეიცარიელს.

ნადალის ამ პროგრესს ხელი შეუწყო როლან გაროსზე მეშვიდე ტრიუმფმა. ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, ესპანელის გულშემატკივართა რიცხვი Facebook-ზე ერთბაშად 260 ათასით გაიზარდა.

ამ დღეებში მნიშვნელოვანი მომენტი იყო ფედერერის ცხოვრებაშიც - გერმანიის ქალაქ ჰალეში მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა, თუმცა ეს მოვლენა შვეიცარიელის გვერდზე მხოლოდ 160 ათასმა ადამიანმა გაიზიარა.

Facebook-ზე თაყვანისმცემელთა რიცხვით, ნადალი და ფედერერი სპორტსმენებს შორის მერვე და მეცხრე ადგილებზე არიან.

ნადალი ასევე ლიდერობს ჩოგბურთელებს შორის Twitter-ის სოციალურ ქსელში, სადაც მას 2.4 მილიონი "მეგობარი" ჰყავს. ფედერერი არ არის დარეგისტრირებული Twitter-ზე.

P.S. რთული სათქმელია, რა ანგარიშია ამ მხრივ ჩოგბურთელებს შორის 15 ივნისის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ამ დღეს, რაფა ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან - 3:6: 4:6.

ნადალს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი ვერ გამოიყენა, თავად კი ორჯერ დათმო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა