ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. II ტური
უკრაინა საფრანგეთის მატჩი ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც დონეცკში კოკისპირული წვიმა წამოვიდა და თამაში შეუძლებელი გახდა - მატჩის არბიტმა მატჩი შეწყვიტა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ განაახლა;

თუ რა მოხდა ფაქტობრივად ერთი საათით დაგვიანებით დაწყებულ შეხვედრაში, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ...

ტაქტიკა/სტრატეგია

ორივე მწვრთნელმა ერთნაირი ტაქტიკა: 4-2-3-1 არჩია, რაც ლორან ბლანისგან მოსალოდნელი იყო, აი ოლეგ ბლოხინმა კი ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ანდრი ვორონინი უკან დახია და ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ანდრი შევჩენკო გაამწესა.

მართალია, ასეთ სქემას ჟურნალისტთა ნაწილი ვარაუდობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვებულ ტაქტიკა-შემადგენლობას პრაქტიკულად არასდროს ცვლიან, უმეტესობა მაინც 4-4-2-ის მოლოდინში იყო.

მოკლედ, მწვრთნელთა ტაქტიკები ერთმანეთს დაემთხვა - ბლოხინმა მოედნის ცენტრში სცადა ფრანგთათვის სივრცეების შეზღუდვა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოუვიდა.

საუკეთესო ფეხბურთელი

ჟერემი მენეზი (საფრანგეთი)

ჟერემი მენეზი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც დიდწილად ხასიათზე არიან დამოკიდებულნი - ამჯერად მას წაუვიდა თამაში და ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო.

მარტო პირველ ტაიმში, მენეზს სამი-ოთხჯერ მაინც შეეძლო გოლის გატანა და რომ არა უკრაინელთა კიპერის თავგამოდებული თამაში, მინიმუმ ჰეთთრიკს შეასრულებდა.

მეორე ტაიმში, ჟერემიმ თავისას მაინც მიაღწია, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და შანსი აღარ გაუშვა ხელიდან.

ასევე, გამოვარჩიოთ სამირ ნასრის თამაში, რომელიც ყველგან იყო, სადაც მის გუნდს სჭირდებოდა და მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა.

არც უკრაინელთა კიპერი ანდრი პიატოვი უნდა დავივიწყოთ, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

ანატოლი ტიმოშუკი (უკრაინა)

ფრანგებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოედნის ცენტრში მოიპოვეს, რისიც ოლეგ ბლოხინს ყველაზე მეტად ეშინოდა.

ანატოლი ტიმოშუკი საყრდენი ნახევარმცველი და უკრაინელთათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია - პირველ რიგში, სწორედ მას ევალებოდა შუა ხაზში ფრანგთა ბატონობის აღკვეთა, რაც რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდა; გაუჭირდა კი არა, საერთოდ არაფერი გამოუვიდა და ისე დათარეშობდნენ ლორან ბლანის შეგირდები მის ზონაში, როგორც მოეპრიანებოდათ.

მსაჯი

ჰოლანდიელმა ბიორნ კუიპერსმა მოვალეობას თავი საკმაოდ კარგად გაართვა - არც უხეში შეცდომა დაუშვია და მატჩის ერთი საათით გადატანის გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად სწორად მიიღო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგად გაისარჯნენ მისი თანაშემწეებიც, რომლებსაც თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისას ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვიათ.

მწვრთნელების დუელი

ოლეგ ბლოხინმა მცდელობა არ დააკლო - ფორვარდი უკან დახია, ნახვარდაცვა გააძლიერა და თითქოს, ამით ფრაგთა მთავარ კოზირს დაარტყა, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო.

გუნდურობას რომ თავი დავანებოთ, ლორან ბლანის შეგირდებმა ინდივიდუალურადაც დაჯაბნეს უკრაინელები და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ეს ის შემთხვევა გახლავთ, როდესაც რთულია მწვრთნელს რაიმე დააბრალო - ფრანგები ერთი თავით მაღლა იდგნენ და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებდნენ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას.

ანალიზი

ორივე ტაიმი ფრანგთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ თუ პირველში უკრაინელები ასე თუ ისე უძალიანდებოდნენ მრისხანე მეტოქეს, მეორეში საერთოდ ვერაფერი გააწყვეს და სრულიად ლოგიკური გოლებიც გაუშვეს.

ჟერემი მენეზი თავის გოლს ნამდვილად იმსახურებდა, მეორეჯერ კი იოან კაბაი გამოირჩა.

ანტრაქტის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ამ სტატუსს ტყუილად არ ატარებს. ყველა სიკეთესთან ერთად, ლორან ბლანის გუნდი მეტად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ნეიტრალურ გულშემატკივართა სიმპათიებსაც უდავოდ იმსახურებს.

რაც შეეხებათ უკრაინელებს, მათ აქვთ იმის რესურსი, რომ გადამწყვეტ პაექრობაში ინგლისთან გამარჯვება მოიპოვონ - თუმცა, ამისთვის, როგორც მინიმუმ ნახევარდაცვაში მეტი ყურადღებით თამაშია საჭირო.

დასკვნა

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საფრანგეთის ნაკრებისგან ლორან ბლანმა ძალიან ძლიერი და მეტად სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა; რაც მთავარია, “მამლებს” მომატება და კიდევ უკეთესად თამაშიც შეუძლიათ.

ვნახოთ, ფრანგებს მთავარი ბრძოლები წინ ელით.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. II ტური

დონეცკი. დონბას არენა

უკრაინა-საფრანგეთი 0:2 (იხილეთ ვიდეო)

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - გუსევი, ხაჩერიდი, მიხალიკი, სელინი - ტიმოშუკი, ნაზარენკო (60. მილევსკი) - ვორონინი (46. დევიჩი), კონოპლიანკა, იარმოლენკო (68. ალიევი) - შევჩენკო.

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებიუში, კლიში, მექსესი, რამი - დიარა, გაბაი (68. მვილა) - მენეზი (73. მარტენი), რიბერი, ნასრი - ბენზემა (76. ჟირუ).

გოლები: 0:1 მენეზი (53), 0:1 კაბაი (56).

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(2)-16(11); ბურთის

ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 51 000

ფრანგების მსუყე განაცხადი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

შვედეთი-ინგლისი 2:3 - ინგლისს ტეო უოლკოტი კლებია [+VIDEO]

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა