საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, გამთენიისას, ქალაქ დენვერში ივნისის ტესტების პირველ მატჩს აშშ-ის ეროვნულ გუნდთან გამართავს
საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, გამთენიისას კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ივნისის ტესტების პირველ მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" დენვერში, რომელიც ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 1600 მეტრზე მდებარეობს, 34-საათიანი, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ორშაბათს ჩავიდნენ.

ყოველივე ამ პრობლემას და დროში ათსაათიან განსხვავებას, მოთამაშეთა მიკროტრავმებიც დაერთო, თუმცა მთლიანობაში თავს ყველა კარგად გრძნობს და აკლიმატიზაციის რთული პროცესის მიუხედავად, იქაურ პირობებს ნელ-ნელა ეგუებიან.

ამერიკელებთან სათამაშოდ მილტონ ჰეიგმა შემადგენლობაში, რომელმაც უკრაინის ნაკრებთან ითამაშა, შვიდი ცვლილება განახორციელა.

შერკინების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში ითამაშებს, მას ეროვნულ გუნდში პირველად გაუწევენ პარტნიორობას რეზო ბელქანია (ლა სეინი) და მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე).

ასევე პირველად შედგება მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძისა (ალბი) და ბექა ბიწაძის (არმია) დუეტი.

როგორც "ბორჯღალოსანთა" თავკაცის ასისტენტმა ილია ზედგინიძემ აღნიშნა: "ვინაიდან ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა ვიმყოფებით, შემადგენლობის შერჩევისას უპირატესობა უფრო მოძრავ მოთამაშეებს მივანიჭეთ".

საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული მესამე ხაზი. ვეტერანი გია ლაბაძე (ლა სეინი) გუნდს მგზავრობისას დაემატა, მასთან ერთად მარბიელებად გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი) და გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი) ითამაშებენ. ჩხაიძეს მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში უასპარეზია, ბერიშვილს კი ამ დონეზე დებიუტი შარშან ახალ ზელანდიაში ჰქონდა.

უკანა ხაზში მგეზავის პოზიციას ისევ მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი) დაიკავებს. ლაშა ხმალაძე (ლელო) კი, რომელიც უკრაინასთან გეზავდა გუნდს, ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლებს. ამიტომ, ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) სათადარიგოთა შორის იქნება.

ჰეიგმა ძირითად შემადეგნლობაში დააბრუნა გარემარბი ალექსანდრე თოდუა (ალბი) და შუამარბი დავით კაჭარავა (ნიცა). ამ უკანასკნელს ახალგაზრდა მერაბ შარიქაძე (ჰართპური) შეუწყვილდება, რომელიც აშშ-თან მატჩის შემდეგ სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრება და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. იქ "უმცროსი ბორჯღალოსნები" "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" პირველ შეხვედრას კანადის ნაკრებთან 18 ივნისს გამართავენ.

საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან დაპირისპირებაში ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე (ოსერი) უკაპიტნებს, რომელიც ეროვნულ გუნდში უკვე 81-ე კეპს მოიხვეჭს.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ტოლკინმა გუნდის შემადგენლობის დასახელებისას ყურადღება მორკინალებზე გაამახვილა. "არწივების" 22-კაციან განაცხადში ექვსი პირველხაზელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასპინძლები ჩვენს შერკინებას უფრთხიან.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან ძალიან კარგად ახსოვთ, რომ ორი წლის წინათ თბილისში, მატჩის ბოლო წუთებზე სწორედ შერკინებაში დავჩაგრეთ და გამარჯვება ხელიდან გამოვსტაცეთ.

აი, რას ურჩევენ რაგბის ამერიკელი სპეციალისტები თავიანთ მოთამაშეებს:'

"ამერიკის შეერთებული შტატატების ნაკრების მორაგბეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მარტივად შესასრულებელი დავალება - ბურთი ხელიდან არ გაუვარდეთ. ბიჭებო, ის ძირს არ დააგდოთ!

რატომ? ყოველ ჯერზე, როცა ეს მოხდება, მსაჯი შერკინებას დანიშნავს. ქართველების შერკინება კი ძალიან ძლიერია. მართალია, ჩვენმა გუნდმა თამაშის ამ კომპონენტში გარკვეული პროგრესი განიცადა, მაგრამ მეტოქეს ჯერ კიდევ ჩამორჩება. ასე რომ, თუ არ გინდათ პრობლემები შეგექმნათ, კვლავ გეუბნებით, ბურთი ხელიდან არ გაგივარდეთ!

სხვა კომპონენტებში ჩვენი ნაკრები ქართველებისას, თუ არ სჯობია, არც არაფერში ჩამოუვარდება. ვფიქრობთ, დერეფანში, ისევე როგორც კანადელებთან დაპირისპირებისას, ჩვენ უნდა გვქონდეს უპირატესობა.

ერთი სიტყვით, თუ სტატიკაში ვაჯობეთ და ბურთიც ვაკონტროლეთ, ქართველების დამარცხება შესაძლებელია".

ამერიკელთა თავკაცმა მესამე ხაზში დებიუტანტი ტეილორ მოკატე დააყენა. ახალგაზრდა მგეზავი ვილი ჰოლდერი, რომელმაც კანადის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თადარიგში გაამწესა. მის ნაცვლად კი ბევრად უფრო გამოცდილი როლანდ სუნიულა ითამაშებს. "არწივებს" უწინდებურად მესამეხაზელი ტოდ კლევერი უკაპიტნებს.

ამასობაში, ჩვენი მომდევნო მეტოქე, კანადის ნაკრები ტორონტოში იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე კი "ნეკერჩხლის ფოთლები" ვანკუვერთან ახლოს, ქალაქ ბარნაბიში დაგვიხვდებიან.

საქართველო-აშშ

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ბექა ბიწაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გია ლაბაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ირაკლი მირცხულავა, 18. ზვიად მაისურაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ირაკლი ყიასაშვილი.

აშშ: 15. კრის ვოლესი, 14. ლუკ ჰუმი, 13. პაულ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. ჯეიმზ პატერსონი, 10. როლანდ სუნიულა, 9. მაი პეტი. 1. შონ პიტმანი, 2. კრის ბლერი, 3. ერიკ ფრეი, 4. ლუის სტანფილი, 5. ბრაიან დოილი, 6. ტეილორ მოკატე, 7. სკოტ ლავალა. 8. ტოდ კლევერი.

16. დერეკ აბსბუნი, 17. ტოლიფილი ლიუფაუ, 18. მაიკ მაკდონალდი, 19. ენდრიუ დურატოლო, 20. შონ დევისი, 21. ვილი ჰოლდერი, 22. კოლინ ჰოული.

კანადა-იტალია

კანადა: 15. ჯეიმზ პიტჩარდი, 14. კონორ ტრაინორი, 13. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 12. მაიკ სხოლცი, 11. ფილ მაკენზი, 10. მეთ ევანსი, 9. შონ ვაითი. 1. ჰუბერ ბუდენსი, 2. მაიკ პლეტჩი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯო სინკლერი, 5. ტაილერ ჰოტსონი, 6. ტაილერ არდრონი, 7. ჩონსი ოტული, 8. აარონ კარპენტერი.

16. ენდრიუ ტიდმანი, 17. ტომ დოლეზელი, 18. ჯონ ფელანი, 19. ნანიაკ დალა, 20. ედვარდ ფაირჰორსტი, 21. ლიამ ანდერვუდი, 22. კირან ჰირნი.

იტალია: 15. ალბერტო ბენეტი, 14. ჯოვანი ვენდიტი, 13. ანდრეა პრატიკეტი, 12. ალბერტო სგარბი, 11. ტომაზო ბენვენუტი, 10. კრისტოფერ ბარტონი, 9. ტიტო ტებალდი. 1. მიკელე რიზო, 2. ტომაზო დაპიკე, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. ჯოშოა ფურნო, 5. ანტონიო პავანელო, 6. ალესანდრო ძანი, 7. სიმონე ფავარო, 8. რობერტო ბარბიერი.

16. კარლო ფესტუჩა, 17. ლორენცო რომანო, 18. მარკო ფუსერი, 19. მაურო ბერგამასკო, 20. ედუარდო გორი, 21. რიკარდო ბოჩინო, 22. გუიდო ტონიოლატი.

ამერიკა ქარველების შერკინებას უფრთხის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

საქართველოს ნაკრებმა IRB-ის რეიტინგში ერთი საფეხურით წაიწია

"ბორჯღალოსნები" - თამაშის სტილი ახალია, ოღონდ უხარისხო! [+VIDEO]

Jigaro
...თან ეხლა ვნახე,დღეს არგენტინის ნაკრებს ორი თამაში აქვს, ერთი ამხანაგური ტესტი საფრანგეთთან და მეორე რუსეთთან ირბ-ს თასსზე.ვერ ვიგებ თუ ირბ-ზე არგენტინას A ნაკრები გამოყავს,მაშინ ჩვენი მეორე ნაკრები ან რაც გინდა დაარქვით ,ის მაინც რატომ არ თამაშობს... მოკლედ კითხვა იგივეა, რატომ არ ვთამაშობთ ირბ-ს თასზე. ჩვენი თამაშის ონლაინს ვეძებდი და იქ წავაწყდი ამ თამაშებოს რეპორტაჟებს,ჩვენი კი ჯერ ვერ ვიპოვე... იქნებ ვინმემ დადოს ტუ იპოვა.
Jigaro
ადმინ,იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს რატომ არ მონაწილეობს საქართველოს ნაკრები ირბ-თასის გათამაშებაში,სადაც ჩვენი ტესტების დროს მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ნაკრებები როგორიცაა არგენტინა და იტალია არაფერს ვამბობ რუმინეთს რუსეთსა და ურუგვაიზე...ჩვენები რატომ არ მონაწილეობენ გაგვაგებინეთ ტუ კითხულობს ამას ვინმე!
paata
სატელევიზიო ტრანსლირება არ იქნება???
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა