ევრო 2012. A ჯგუფი. III ტური

რუსეთის ნაკრებს მარტივი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - კინკილა ქულა მას 1/4-ფინალის საგზურს და სავარაუდოდ გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირებას გაუნაღდებდა, მაგრამ დიკ ადვოკაატის გუნდი მზად არ აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით და მთლად სენსაციას თუ არ დავარქმევთ, მოულოდნელობა ნამდვილად იყო.

ბერძნებმა მაქსიმუმი გაიღეს და დამსახურებულად მოიპოვეს პლეი ოფში თამაშის უფლება. ალალი იყოს თქვენზე და თქვენს შეგირდებზე, სეუ ფერნანდო!

რეაქციები

ანდრეი არშავინმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "ჯერჯერობით სათქმელი არაფერი მაქვს".

რომან შიროკოვი: "მწვრთნელმა მადლობა გადაგვიხადა და დაგვემშვიდობა. ძალიან გაღიზიანებულები ვიყავით და გულშემატკივარს მადლობაც კი არ გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის.

პლეი ოფის მატჩებამდე უნდა მიგვეღწია და თუნდაც ერთი მატჩი გვეთამაშა. კარგი, თუნდაც გამოვვარდნილიყავით, მაგრამ B ჯგუფის დონის მეტოქეები მაინც გვყოლოდა..."

გიორგოს სამარასი: "ეს ყველასთვის განუზომელი ბედნიერებაა, ყველასთვის ვინც გუნდშია, იქნებიან ეს ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ ექიმები. მთავარია, რომ საბერძნეთის მოსახლეობას ბედნიერი დღე ვაჩუქეთ.

ამ გამარჯვების წყალობით მათ ალბათ რამდენიმე საათით მაინც დაივიწყეს თავიანთი პრობლემები და გაიღიმეს. სწორედ ამით ვამაყობთ ყველაზე მეტად".

ტაქტიკა/სტრატეგია

ვერ გეტყვით, რომ რომელიმე მწვრთნელმა რამე განსაკუთრებული შემოგვთავაზა, თუმცა ფერნანდუ სანტუშის ბიჭების თავდადება მაინც გასაოცარი იყო. ბერძენი მცველები ისეთივე თავდავიწყებით ებრძოდნენ მეტოქეს, როგორც მათი წინაპრები კონსტანტინოპოლის ასაღებად გამზადებულ მუჰამედ II-ის ლაშქარს. კარგია, რომ ამჯერად რუსებს შეტევებისთვის მხოლოდ 90 წუთი ჰქონდათ.

მართალია, სანტუშმა იდეალურად გაშიფრა რუსების ტაქტიკა, მაგრამ ისინი ცოტა მეტად კონცენტრირებულნი რომ ყოფილიყვნენ, მაინც შეძლებდნენ სიფაკისის ზურგს უკან ბადის შერხევას.

თუმცა არშავინის გარდა არც ერთ რუს თავდამსხმელს გუშინ მონდომება არ ეტყობოდა. ამას გარდა, ბერძენთა დამრიგებელმა შეცვლებიც გამოიცნო, რასაც ადვოკაატზე ნამდვილად ვიტყვით.

საუკეთესო ფეხბურთელი

გიორგოს კარაგუნისი (საბერძნეთი)

გიორგოს კარაგუნისმა საბერძნეთის ნაკრებში შაბათს თავისი 120-ე მატჩი გამართა და კარიერის განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

გოლამდეც და მას შემდეგაც 35 წლის ვეტერანი გუნდის ლამის ყველა შეტევის სულის ჩამდგმელი გახლდათ. რომ არა შვედი იონას ერიკსონის შეცდომა, კარაგუნისი საბერძნეთს პენალტსაც მოუპოვებდა. სამწუხაროა, რომ გეორგიოსს დისკვალიფიკაციის გამო ახლა პლეი ოფის მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ფეხბურთელი იმედგაცრუება

ალან ძაგოევი (რუსეთი)

90 წუთის განმავლობაში ალან ძაგოევთან დაკავშირებული მხოლოდ ორი მომენტი გვახსენდება: პირველი მეტოქის კართან (მატჩის მიწურულს) და მეორე, როცა მან უადგილო ადგილას იუხეშა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

არადა, მისგან, როგორც არავისგან, ისე ელოდნენ თამაშის თავის თავზე აღებას, მაგრამ 22 წლის ბიჭისთვის ეს ტვირთი მეტისმეტი აღმოჩნდა.

მსაჯი

38 წლის შვედმა არბიტრმა იონას ერიკსონმა მატჩი ზოგადად კარგად განსაჯა, თუმვა ზემოთაც მოგახსენეთ, რომ მან ერთი ეპიზოდი რუსების სასარგებლოდ განსაჯა, როცა კარაგუნისის წაქცევაზე პენალტი არ დანიშნა და ვეტერანს სიმულაციისთვის ყვითელი უჩვენა. დანარჩენ ეპიზოდებში სერიოზული შეკითხვები მასთან ნამდვილად არ გაგვჩენია.

მწვრთნელების დუელი

დიკ ადვოკაატმა ჩვეულებრივ ტაქტიკას მიმართა და გუნდი სამი გამოკვეთილი თავდამსხმელით გამოიყვანა მინდორზე, თუმცა სამიდან მხოლოდ ერთმა არშავინმა გაუმართლა. ნახევარდაცვა ჩვეულებრივად ძალიან ბევრს მუშაობდა, აი დაცვას კი სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ფიზიკურად ბევრად პატარა ბერძენი შემტევები მთასავით მეტოქეებს ხშირად აგდებდნენ გამოუვალ სიტუაციაში. სამარასთან ბრძოლაში განსაკუთრებით დაიჩაგრა ჟირკოვი.

ანდრე სანტუშის გუნდიც ჩვეული განლაგებით გამოცხადდა მინდორზე. პორტუგალიელ თავკაცს მეტოქეებისთვის არანაირი მოულოდნელი გადაწყვეტილება არ შეუთავაზებია. მან მხოლოდ შემადგენლობა დაალაგა: კაცურანისი ნახევარდაცვაში დააბრუნა, უკანა ხაზი კი პაპასტატოპულოსს ჩააბარა.

ანალიზი

მატჩის პირველი სახიფათო მომენტი ბერძნებმა შექმნეს. კარაგუნისის ჩაწოდებას კაცურანისი გამოეხმაურა, თუმცა ფანტასტიკურად ითამაშა ვიაჩესლავ მალაფეევმა, ვინც ბურთს თითების წვერებიღა წაატანა.

რუსების პასუხმა არ დაახანა - არშავინი ვარდნაში ცდილობდა დარტყმას, თუმცა ძლივს მისწვდა და სახიფათო დარტყმა აღარ გამოუვიდა.

მერე კერჟაკოვმა დაარტყა მაღალ "ცხრიანში", მაგრამ კარებს სანტიმეტრებით ააცილა. მე-15 წუთზე მალაფეევი შეცდა, როცა დაუფიქრებლად გამოვიდა წინ, თუმცა გეკასის თავური აკრობატულ ნახტომში მაინც მოიგერია. ტაიმის ბოლოს გლუშაკოვის დარტყმას პაპასტატოპულოსი გადაუდგა წინ, მერე კი ჟირკოვის შორეული დარტყმა ასცდა მცირედით.

ის იყო, მსაჯს ტაიმი უნდა დაესრულებინა, რომ კარაგუნისმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ ჟირკოვი ადვილად ჩამოიშორა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და შორეულ, დაბალ კუთხეში დაურტყა - 1:0.

მეორე ტაიმში გათანაბრება პირველად ანიუკოვს შეეძლო, მაგრამ სიზუსტე არ ეყო. კარის ჩარჩოში ვერ ვერც დენისოვმა დაუმიზნა, არადა, სიფაკისი ამ დარტყმისთვის აშკარად მოუმზადებელი იყო. მე-60 წუთზე ანიუკოვმა გეკასს წამით დაასწრო ბურთისთვის ბრძოლაში და ხიფათი განმუხტა. იმავე გეკასს ზუსტად ერთ წუთში შეეძლო გატანა, მაგრამ თავური კარს ააცილა.

10 წუთში უკვე ცაველასს არ გაუმართლა, როცა ჯარიმა ზუსტად ძელისა და ხარისხის შეერთებას დაუმიზნა. მალე სალპინგიდისმა გააფუჭა კიდევ ერთი მომენტი. სულ ბოლოს რუსებმა გამოიღეს ხელი, როცა არშავინის პასით ძაგოევი ურტყამდა, მაგრამ არაზუსტად. აი, ასე დასრულდა მორიგი რუსული ზღაპარი.

დასკვნა

საბერძნეთმა პლეი ოფში გააღწია და ახლა მას B ჯგუფის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. ვინც არ უნდა იყოს ეს, სანტუშსა და კომპანიას გაუჭირდება მასთან გამკლავება. სხვა თუ არაფერი, გუნდს კაპიტანი და ლიდერი კარაგუნისი არ ეყოლება.

ევრო 2012. A ჯგუფი. III ტური

მატჩი №18. ვარშავა. ნაციონალური სტადიონი

საბერძნეთი-რუსეთი 1:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 კარაგუნისი (45)

გაფრთხილება: კარაგუნისი, ოლებასი - ანიუკოვი, ჟირკოვი, ძაგოევი, პოგრებნიაკი

კარში დარტყმა: 5(3)-18(4); კუთხური: 5-12; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 55 614

საბერძნეთი (4-2-3-1): სიფაკისი - ტოროსიდისი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, ცაველასი - კაცურანისი, მანიატისი - კარაგუნისი (მაკოსი 66), სალპინგიდისი (ნინისი 82), სამარასი - გეკასი (ოლებასი 63).

რუსეთი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი (იზმაილოვი 81), ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი, გლუშაკოვი (პოგრებნიაკი 71) - კერჟაკოვი (პავლიუჩენკო 46), ძაგოევი, არშავინი.

A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 3 2 0 1 4-5 6

2. საბერძნეთი 3 1 1 1 3-3 4

3. რუსეთი 3 1 1 1 5-3 4

4. პოლონეთი 3 0 2 1 2-3 2

ასევე იხილეთ

ჩეხეთი მეოთხედფინალშია, პოლონეთი ევრო 2012-ს დაემშვიდობა

123
OT ფული დაახარჯო და უცებ გუნდი ააწყო არა? ცოტა ანალიზი გაუკეთე რა სისულელეებს წერ, სხვაგვარად უნდა დაგეწერა ძმაო, რუსეთის დონის ინფრასტქრუქტურა და რესურსი გვჭირდება, ფულიო რომ გაიძახი ფულით შეიძლება ერთი კლუბი დააყენო ფეხზე, და არა ქვეყანა. და მისი ფეხბურთის დონე აწიო,
rembo
OT მერაბი ეგ კარგი, მაგრამ საქარტველო როდესმე მოხვდება რჩეულთა შორის (თუ უეფა არ დაეხმარა გუნდების გაზრდით)? მანდამდე ქვქონდეს საქმე ეგ უკვე მიღწევაა. ეგ გასაგებია მაგრამ შენ ალბათ გავიწყდება თუ რა ამბიციები აწუხებთ რუსებს. ხოლო რაც შეეხება საქართველოს იმის მეასედი რაც რუსეთში იხარჯება ფეხბურთის განვითარებისთვის საქართველოში რომ დაიხარჯოს, მერწმუნე რუსებზე უკეთ ყოფელთვის ვითამაშებთ. უბრალოდ უნიჭოს რაც არ უნდა ფული დაახარჯო მაინც უნიჭო იქნება (ყოველ შემთხვევაში ფეხბირთში ასეა).
987789
ბორია"ალბათ ბიძინა ყავს მხედველობაშ!ტიპიური გონებაჩლუნგი ხარ!!!!
forca juve
რაგბიში და კალათბურთში საქართველომ გარკვეულ და საგულისხმო წარმატებებს მიაღწრია საერთაშორისო არენაზე; სამწუხაროდ ფეხბურთში ამის იმედი ნაკლებად მაქვს; გუშინ იყო გუცაევთან ინტერვიუ. ორი აზრი არ არის მართლა დიდი ფეხბურთელი იყო, მართლა სუპერვარსკვლავი. მაგრამ ისიც და მაგის პლეადის 99პროცენტი სულ წარსულში და სსრკ-ში ჩარჩენილები არიან და სულ იმის ნოსტალგიით და დამოუკიდებელი ჩემპიონატის გაქილიკებით არიან დაკავებული; სანამ ეს ნოსტალგია და დინამოს ერთადერთი ფლაგმანობის სურვილი არ მოკვდება ქართული ფეხბურთი არ განვითარდება. ასე რომ ფიქრობდნენ ხორვატიაში, დამერწმუნეთ ეს ნაკრები აი იქნებოდა პოლონეთში
FIgu
nika ბორია რა შუაშია შე ჩლუნგო?!
nik
დაერხატ დზაან მაგარია. კოცჰაგ ელადა
nika
ვინც რუსებს ბალეშიკობდა ბორიას თამადობით ყველას GAგარტყIთ ერთადგილზე
nika
ვინც რუსებს ბალეშიკოპდა ბორიას თამდაობით კველას გაგარტყით ერთადგილას
hugo
.... რუსებს, პირველი თამაში რომ მოიგეს, პუტინმა და მედვედემა მიულოსეს გამარჯვრბა. ეხლა რომ ვერ გავიდნენ ჯგუPიდან მაგათი სახეები დამანახა. რუსებს რა? .....
OT
მერაბი ეგ კარგი, მაგრამ საქარტველო როდესმე მოხვდება რჩეულთა შორის (თუ უეფა არ დაეხმარა გუნდების გაზრდით)? მანდამდე ქვქონდეს საქმე ეგ უკვე მიღწევაა.
მერაბი
როგორც ყოველთვის, უადვილეს ჯგუფში ჩარჩნენ რუსები და ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა