ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან ფანიაშვილი: ვინც შეთქმულებაში გვადანაშაულებს, ჯერ დებულება წაიკითხოს!

ლევან ფანიაშვილი: ვინც შეთქმულებაში გვადანაშაულებს, ჯერ დებულება წაიკითხოს!

საქართველოს ჩემპიონატს გულშემატკივარი არ წყალობს (განსაკუთრებით - თბილისში), თორემ ინტრიგა, იცოცხლეთ, საკმარისზე მეტია...

საქართველოს ჩემპიონატს გულშემატკივარი არ წყალობს (განსაკუთრებით - თბილისში), თორემ ინტრიგა, იცოცხლეთ, საკმარისზე მეტია. რა თქმა უნდა, საერთო დონის ამაღლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ თითქმის ყველა ტურში ერთი-ორი დაძაბული მატჩი ნამდვილად გამოერევა-ხოლმე. ჰოდა, ალბათ, დაძაბულობას უნდა მივაწეროთ კიდეც ზოგიერთი ქართული კლუბისა და... ჩვენი სამსაჯო კორპუსს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ჩემპიონატში ტური არ გავა, რომელიმე კლუბიდან მსაჯების მიმართ პრეტენზიები არ მოვისმინოთ. ოღონდ, რამდენად სამართლიან-საფუძვლიანია ეს პრეტენზიები, ეს, რაღა თქმა უნდა, ცალკე თემაა. ფაქტი კი ის არის, რომ ცოტა არ იყოს, მართლაც უჩვეულოდ მოგვეჩვენება ასეთი... ნაადრევი პრეტენზიები! ანუ, ჯერჯერობით ხომ სეზონის დასაწყისია და მსაჯთა ქმედებებზე (უშეცდომოდ ჩატარებულ მატჩებზეც და ყველასათვის აშკარა შეცდომებზეც) ყველას ისეთი რეაქცია აქვს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ან როგორ იქნება ჩემპიონატის მიწურულს. თუმცა, ვიდრე ფეხბურთი იარსებებს, სამსაჯო თემა მუდამ აქტუალური იქნება და ამ მხრივ ქართველები განსაკუთრებულობას ვერ დავიბრალებთ.

და მაინც: განვლილი 6 ტურის განმავლობაში მართლაც საკმარისზე მეტი პრეტენზიები "წამოვიდა" ქართველი არბიტრების მისამართით. სწორედ ეს იყო კიდეც ჩვენი სტუმრობის მიზანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს, მის მოადგილეს მერაბ მალაღურაძესა და ამავე განყოფილების ინსტრუქტორს ავთანდილ შალამბერიძეს ვესაუბრეთ. აქვე, გაცნობებთ, რომ ლევან ფანიაშვილი ახლო მომავალში უეფაში გაემგზავრება, სადაც ახალგაზრდა მსაჯთა ცენტრის ორკვირიან კურსებზე მწვრთნელად არის მიწვეული.

ამას გარდა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის (ფინეთი-სან-მარინო) მსაჯთა დამკვირვებელიც იქნება - ეს შეხვედრა ნოემბერში ჩატარდება. თუმცა, სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსთან ლევან ფანიაშვილთან ჩვენი საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ჩემპიონატში მსაჯებისადმი ასე მომრავლებული საჯარო პრეტენზიები იყო.

- ჯერ ჩემპიონატის სტარტია, სამსაჯო შეცდომებიც ბევრია და ამის გამო გუნდების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული პრეტენზიებიც.

- პრეტენზია, შესაძლოა, მართლაც ბევრი იყო, მაგრამ უმრავლესობა - უსაფუძვლო. თუ გნებავთ, კონკრეტულ შემთხვევებზე დაწვრილებით ვისაუბროთ.

- სიამოვნებით...

- II ტურში, "ვიტ ჯორჯიასა" და "ბაიას" მატჩის შემდეგ სტუმართა აზრით არბიტრს მათ კარში პენალტი არ უნდა დაენიშნა და არც მათი ფეხბურთელი გაეძევებინა. არადა, შეგიძლიათ ამ მატჩის ვიდეო-ფირი ნახოთ და დარწმუნდებით, რომ არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- ამ შეხვედრას ვესწრებოდით და თქვენ პოზიციას ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა, სხვა მატჩებიც გავიხსენოთ: "ზესტაფონი"-"ოლიმპი", "ოლიმპი"-"დინამო", "დინამო"-სპარტაკი", "ბაია"-სიონი", "დინამო"-"სამტრედია". თითოეული ამ დაპირისპირების შემდეგ არბიტრების მიმართ არაერთგვაროვანი შეფასებები მოვისმინეთ.

- შეფასებები მართლაც არაერთგვაროვანი იყო, ოღონდ, იმავე "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის თემურ მახარაძის პრეტენზიას საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა; იმავეს ვიტყოდი "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის გელა სანაიას ჩვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე: აი, თქვენც ნახეთ ის ეპიზოდი, როცა ამ გუნდის ფეხბურთელი მიხეილ კაკალაძე "დინამოს" საჯარიმოში მოედანზე ეცემა. საინტერესოა, რომელ პენალტზეა ლაპარაკი? "დინამოს" მცველი მეტოქეს ლამის 1 მეტრით ჩამორჩება და კონტაქტსაც საერთოდ ადგილი არ აქვს...

- "დინამოს" პრეტენზიებზე არაფერი გითქვამთ.

- ვაღიარებთ, რომ "დინამო"-"სპარტაკის" მატჩის შემდეგ ამ გუნდის ხელმძღვანელებს საფუძვლიანი პრეტენზია ჰქონდათ; ანუ, მასპინძლებმა მეტოქის კარში მეორე გოლი თამაშის წესების სრული დაცვით გაიტანეს, მაგრამ გვერდითი მსაჯი ამ შეხვედრისათვის, ეტყობა, მოუმზადებელი იყო და ამისათვის ჩვენგან სადისციპლინო სასჯელიც მიიღო.

- ყველაზე ხმაურიანი, ალბათ, "ბაია"-"სიონის" მატჩი იყო: ამ შეხვედრის თვითმხილველთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, სტუმრები მსაჯთა შეცდომების გამო დაზარალდნენ.

- ჩვენ რაც ვნახეთ, იმის თქმა შეიძლება, რომ სტუმართა კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო; ამას გარდა, არბიტრმა მეორე ტაიმში რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილებებიც მიიღო და ამ შემთხვევაშიც დისციპლინარული სასჯელი გამოვუტანეთ.

- "სხვა არასწორ გადაწყვეტილებებში" რას გულისხმობთ? ბოლნისელების აზრით, არბიტრს პენალტი მათ სასარგებლოდაც უნდა დაენიშნა...

- "სიონის" ხელმძღვანელობამ ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ ფირზე ეს ეპიზოდი... საერთოდ არ არის დაფიქსირებული.

- თვითონ ბოლნისელებმა საკუთარი ვიდეოოპერატორის მიერ გადაღებული ფირი რატომ არ წარმოადგინეს?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, იმ შეხვედრაში "სიონს" ვიდეოოპერატორი... არ ჰყოლია, მაგრამ ეს უკვე კლუბის პრობლემაა, და არა - ჩვენი...

- იმას როგორღა ახსნით, რომ "ბაია"-სიონის" მატჩის არბიტრმა გიორგი დოგრაშვილმა მსაჯთა დამკვირვებლისგან... მაღალი შეფასება დაიმსახურა?

- ფიფასა და უეფაშიც ასეა მიღებული, რომ თუ დამკვირვებელი არბიტრის ზოგიერთ გადაწყვეტილებას საკამათოდ აფასებს (ბოლოს და ბოლოს, ტრიბუნიდან ყველაფერს ზუსტად ვერ დაინახავს), შეუძლია, მეორე დღეს, ვიდეოფირის ნახვის მერე შეაფასოს მსაჯი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დამკვირვებლის შეცდომაც სახეზეა და ისიც ერთი თვე "დაისვენებს"...

- მსაჯების მიმართ დაახლოებით ასეთი შინაარსის ბრალდებაც გაისმა: ჩვენი ჩემპიონატის მატჩები ტელევიზიით რომ აღარ შუქდება, არბიტრებმაც გაილაღესო...

- იცით, მართლაც ანეგდოტური სიტუაცია შეიქმნა: ეს სიტყვები ვინც თქვა, "დინამო"-"სამტრედიას" მატჩის დრო კაკალაძის ვითომ-საპენალტე ეპიზოდს გულისხმობდა. არადა, ნეტავ, მართლაც იყოს საშუალება და როგორც თქვენ დარწმუნდით არბიტრის გადაწყვეტილების სისწორეში, ასევე ყველა მიხვდებოდა, რომ მწვრთნელის პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლო იყო. არადა, იმ შეხვედრის არბიტრი, ჯენერი ხორავა, ახალგაზრდა ბიჭია და ამ სიტუაციაში ჩინებულად გაერკვა.

- კიდევ ერთ ახალგაზრდა არბიტრზე, თორნიკე გვანცელაძეზე გვინდა გკითხოთ, ახალ სეზონში ერთ-ერთი ურთულესი მატჩის ("ოლიმპი"-"დინამო") გაძღოლა რომ ენდო...

- პირადად მე ვიყავი იმ შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებელი და მინდა დაგეთანხმოთ იმ ეპიზოდის შეფასებისას, როცა მიიჩნიეთ, რომ გვანცელაძეს მატჩის მიწურულს მასპინძელთა ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა, ამ დროს კი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. თუმცა, ეს მხოლოდ გამოუცდელობით მოუვიდა, თორემ მისი დანარჩენი ქმედებები პოზიციურად შევაფასე. ხორავასი არ იყოს, გვანცელაძეც საკმაოდ პერსპექტიული მსაჯია და ასეთ ბიჭებს ყველანირად ხელი უნდა შევუწყოთ.

- დაგვეთანხმეთ, რომ მსაჯებისადმი პრეტენზიებს კვლავაც უნდა ველოდოთ...

- ჩვენ გამჭვირვალედ ვმუშაობთ: მზად ვართ, ნებისმიერ მხარეს მოვუსმინოთ, ოღონდ, ბევრი ხელისშემშლელი პირობააა: ზოგიერთ გუნდს მატჩის მეორე დღეს ვიდეო-ფირები ან გვიან, ან, საერთოდ... არ მოაქვს! ამას გარდა, თუ კვლავაც გაგრძელდება ჩვენ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, მაშინ საკითხს განსახილველად საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო სამსახურს გადავცემთ. ხოლო იმათ, ვინც "ქართული ფეხბურთის მტრებად" გვაცხადებენ და თავისი გუნდის მიმართ "შეთქმულებაში" გვადანაშაულებენ, ჩემპიონატის დებულების შესაბამის პუნქტს "შევახსენებ", კლუბების მიმართ სოლიდურ ფინანსურ სანქციებს რომ ითვალისწინებს. კიდევ ვიმეორებ, ტელევიზიით მიმოხილვები რომ ყოფილიყო, მსგავსი შეფასებებისაგან ბევრი, ალბათ, თავს შეიკავებდა.

- თემა შევცვალოთ და ის გვაინტერესებს, სეზონის დაწყების წინ ქართველი მსაჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ თუ მოგვარდა.

- ეს პრობლემა აღარ არსებობს.

- მაშინ, ბარემ, ისიც გვითხარით, ქართველი არბიტრები ერთი მატჩის სამსაჯოდ რა თანხას იღებენ.

- უმაღლეს ლიგაში არბიტრი 290 ლარს იღებს, ლაინსმენი 180-ს, ოღონდ, ამ თანხაში შედის მგზავრობისა და კვების ხარჯებიც...

- ცოტა არ იყოს, უცნაურია: თბილისიდან, ვთქვათ, რუსთავში და ფოთში მიმავალი მსაჯები ერთსა და იმავე თანხას როგორ უნდა იღებდნენ?

- რა ვქნათ, ჯერჯერობით ასეა... სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ, მეზობელ აზერბაიჯანში უმაღლესი ლიგის არბიტრს 1 მატჩის გაძღოლისათვის 800 ევროს უხდიან! თანაც, ამ თანხაში არ შედის მგზავრობის, სასტუმროსა თუ კვების ხარჯები...

განმარტებისთვის

საქართველოს 2010-2011 წწ. XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგლამენტი

7.2. კლუბის წარმომადგენლების (მათ შორის ხელმძღვანელების, მწვრთნელების, ფეხბურთელების) მიერ იმ შეჯიბრებების დისკრედიტაციისას, რომელზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, ასევე ზემოაღნიშნულ პირთა მიერ სფფ-ს, სპფლ-ს, მსაჯებისა და მოწინააღმდეგე კლუბების მიმართ პრესის, ტელევიზიის, სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და/ან ნებისმიერი საჯარო ფორმით არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებისა და/ან პროვოკაციული აგიტაციის შემთხვევაში (მაგ: ფიზიკური ანგარიშსწორების ქადაგება, მატჩის მონაწილეთა და ქომაგთა გაღიზიანება, მსაჯზე ზეწოლის მცდელობა, მოწოდებები არასპორტული საქციელისაკენ და სხვა) კლუბი დაჯარიმდება 2500 ლარით, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს პირობითად აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს ავტომატურად აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა 1 კალენდარული წლის ვადით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ