ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხორვატია VS ესპანეთი - 2:2-ით და მეტით მეოთხედფინალი გარანტირებულია

ხორვატია VS ესპანეთი - 2:2-ით და მეტით მეოთხედფინალი გარანტირებულია

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტურის წინ
2:2 ან 3:3 და ასე შემდეგ ანგარიშით დასრულებული მატჩი ამ მეტოქეებს პლეი ოფში გასვლის გარანტიას აძლევს, თანაც ისე, რომ შეუძლიათ, საერთოდ არ დაინტერესდნენ მეორე მატჩით.

პარალელურად - იტალიელებმა სულ რომ თავი მოიკლან ირლანდიელებთან, არაფერი გამოუვათ.

აპენინებზე ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინიათ, რომ ხორვატები და ესპანელები ასეც მოიქცევიან, თუმცა ერთნიც და მეორენიც აცხადებენ, რომ იტალიელებს მისამართი ეშლებათ და იმას სხვას ნუ აბრალებენ, რაშიც თავად არიან ხშირად შემჩნეულები...

ნიკიცას გასაჭირი

სლავენ ბილიჩმა იტალიასთან მატჩში გუნდი 4-4-2-იდან 4-2-3-1-ზე გადააწყო და ამან შედეგი მოიტანა - სლავებმა გაათანაბრეს. ვფიქრობთ, ესპანელებთანაც 4-2-3-1-ს უნდა ველოდოთ.

მარიო მანჯუკიჩი, რომელიც 3 გოლით ერთ-ერთი თანაბომბარდირია, მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად დაიწევს, ხოლო საყრდენ ვუკოევიჩს რაკიტიჩი დაეხმარება. ამ შემთხვევაში მოდრიჩს შეტევისთვის მეტი სივრცე გამოუთავისუფლდება. ალბათ, ასე უფრო იოლი იქნება ესპანეთის სუპერ შუა ხაზის შეჩერება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია.

შაბათს ვარჯიშზე ხორვატების ბანაკში არ იყო "ევერტონის" თავდამსხმელი ნიკიცა იელავიჩი - მას გრიპი აქვს, მაგრამ დიდი შანსია, რომ გდანსკში მაინც იელავიჩი ვიხილოთ მოედანზე.

რატომ უნდა შეცვალოს რამე ვისენტე დელ ბოსკემ, რომელმაც ახლახან 2014 წლამდე გააგრძელა ნაკრებთან კონტრაქტი?

ჩვენ უნდა ველოდოთ იდენტურ 11-ეულს, მაგრამ არის ერთი საკითხი - ჩაბი ალონსოს, ალვარო არბელოას, ფერნანდო ტორესს და ხორდი ალბას ყვითელი ბარათები აქვთ მიღებული და ფრთხილად უნდა იყვნენ.

მეორე ტაიმში უნდა ველოდოთ ფერნანდო ლორენტესა და ხუან მატას გამოჩენასაც.

სადებიუტო ჯახი

ხორვატიასა და ესპანეთს ოფიციალურ მატჩში არასოდეს უთამაშიათ, გდანსკის შეხვედრა პირველი იქნება - აქამდე გამართული 4 ამხანაგური შეხვედრიდან 2 ესპანელებმა მოიგეს, ერთი კი - ხორვატებმა. ბურთების სხვაობა - 5-4 ესპანელთა სასარგებლოდ.

მოკლედ, ესპანეთი ხორვატიისთვის თითქმის უცხო ხილია და პირიქით.

ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ფრეს შემთხვევაში, ესპანეთი ხორვატიაზე წინ დარჩება. ანუ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, თუმცა პირველი ადგილის დასაბევებლად უნდა მოიგონ.

თუკი ესპანეთი 1:1-ს ითამაშებს და იტალია 4:0-ს მოუგებს ირლანდიას, ესპანეთის ნაკრები პირველ ადგილს უეფას კოეფიციენტის მიხედვით მიიღებს, რადგან სხვა ყველა მონაცემი ამ ორ გრანდს თანაბარი ექნება.

მოგების შემთხვევაში ხორვატები პირველ ადგილზე გადიან. მათ ასევე აწყობთ ფრე, რათა ჯგუფიდან გავიდნენ, ოღონდ არა 0:0 ან 1:1.

0:0-ის შემთხვევაში იტალიელებს მოგებაც კი ჰყოფნით სლავების გასასწრებად, 1:1-ზე კი იტალიელებმა 3:1 მაინც უნდა მოიგონ (ამ შემთხვევაში იტალიას უეფას უკეთესი კოეფიციენტი უშველის). ხორვატიამ რომც წააგოს, გავა, თუკი იტალიელები თამაშს ვერ მოიგებენ.

ფაქტები

* 2007-10 წლებში სესკ ფაბრეგასი და ედუარდო ერთად თამაშობდნენ "არსენალში".

* ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელთაგან ივან რაკიტიჩი თამაშობს ლა ლიგაში (სევილია). ტომისლავ დუიმოვიჩმა კი გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა "სარაგოსაში".

* 2008 წლის პენალტების სერიაში, თურქებთან მარცხის შემდეგ, ხორვატიას ევროპის ჩემპიონატებზე არ წაუგია - სერია უკვე 6-მატჩიანია.

* ესპანელებმა ირლანდიასთან მატჩში ევროპის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს - 860 პასი. წინა მიღწევა, 778 პასი, ასევე მათ ეკუთვნოდათ.

* ირლანდიასთან მატჩში ჩავის ანგარიშზე 136 პასია. ეს ახალი რეკორდია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში - რონალდ კუმანის შედეგი - 117 პასი დანიასთან (1992 წ.) - გაუმჯობესებულია.

* ფერნანდო ტორესმა 30 გოლი გაიტანა ესპანეთის ნაკრებში და ახლა "ფურია როხას" ისტორიაში მესამე ბომბარდირია ვილიასა და რაულის შემდეგ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური

18.06. გდანსკი. არენა გდანსკი. 22:45

ხორვატია-ესპანეთი

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იელავიჩი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია: პლეტიკოსა - სრნა, ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრინიჩი - ვუკოევიჩი, რაკიტიჩი - მანჯუკიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - იელავიჩი.

ესპანეთი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა, ჩავი, ინიესტა - ტორესი.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (ესპანეთი)

ბოლო ხუთი მატჩი

ხორვატია

ხორვატია-შვედეთი 1:3

ხორვატია-ესტონეთი 3:1

ნორვეგია-ხორვატია 1:1

ევრო 2012

ირლანდია-ხორვატია 1:3

იტალია-ხორვატია 1:1

ესპანეთი

ესპანეთი-სერბეთი 2:0

ესპანეთი-ს. კორეა 4:1

ესპანეთი-ჩინეთი 1:1

ევრო 2012

ესპანეთი-იტალია 1:1

ესპანეთი-ირლანდია 4:0

2:2 და მეტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია VS ირლანდია - ჩახლართული ფორმულა "სკუადრა აძურასთვის"

მარჩელო ლიპი შეთქმულებაზე ალაპარაკდა

• shalva

იტალიელები ამ აჟიოტაჟით ფაქტიურად აიძულებენ ესპანელებს მოგებაზე ითამაშონ, ეს არის საკმაოდ ჭკვიანური ტაქტიკა, სადაც იტალია დაისაჯა ჩაწყობილი თამაშების გამო, იქ ესპანელებზე სხვა თუ არაფერი ბევრს ისაუბრებენ, ესპანეთს ეს ყველაფერი არ ჭირდება და ამიტომაც მოიგებს, თუმცა ფაქტია, რომ ესპანელები ამ აჟიოტაჟის გარეშეც მოგებაზე ითამაშებდნენ

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის