"ბარსა" ჩემპიონია, რუსეთმა საბერძნეთთან წააგო, "ოლიმპიაკოსი" უმწვრთნელოდ დარჩა...

საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს შაბათს ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელებმა. კერძოდ, შეიცვალა რანგით მეორე ევროტურნირის - ევროთასის გათამაშების ფორმატი.

2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ძირითად ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 32 გუნდი. აქედან 25 პირდაპირ მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე, დარჩენილ შვიდ ვაკანსიას კი ევროლიგის საკვალიფიკაციოში წაგებული გუნდები მოიპოვებენ.

მთავარი სიახლე შემდეგში მდგომარეობს - "ოთხთა ფინალი" აღარ გაიმართება. ამის ნაცვლად, გუნდები ნახევარფინალურ ეტაპზე ორმატჩიან დუელში (შინ და გარეთ) გაარკვევენ ფინალისტების ვინაობას. ფინალი კი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

გასულ უქმეებზე ესპანეთში გამოვლინდა ქვეყნის ჩემპიონი. თავისი არსებობის ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიპოვა ტიტული "ბარსელონამ", რომელმაც ფინალურ სერიაში 3:2 დაამარცხა მადრიდის "რეალი".

მეხუთე შეხვედრა "ბარსელონას" მოედანზე გაიმართა და მასპინძლებმა ოთხი ქულის სხვაობით - 73:69 იმარჯვეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო კატალონიელთა ამერიკელი ლეგიონერი პიტ მიკელი, რომელმაც 17 ქულა დააგროვა და ამას 9 მოხსნა დაუმატა.

ლონდონის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე მოსახვედრად სამი საგზურია გასათამაშებელი და ამისთვის ივლისში ვენესუელაში საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

პრეტენდენტებმა უკვე დაიწყეს მზადება ამ ტურნირისთვის და პირველი ამხანაგური მატჩებიც გამართეს.

საინტერესო შეხვედრა შედგა საბერძნეთსა და რუსეთს შორის. პირველ მეოთხედში, რუსების მცირე უპირატესობის შემდეგ, ბერძნებმა ხელთ იგდეს ინიციატივა, ბოლო მეოთხედის წინ 10-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და საბოლოოდ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება - 66:63.

მეორე ამხანაგურ მატჩში მაკედონიის ნაკრებმა 78:74 დაამარცხა საკვალიფიკაციოს ერთ-ერთი ფავორიტი - ლიტვა.

ფანტასტიკური სეზონის მიუხედავად, ბერძნული გრანდის - "ოლიმპიაკოსის" დატოვება გადაწყვიტა ცნობილმა სერბმა სპეციალისტმა დუშან ივკოვიჩმა. მან კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ აღარ სურს ორი თანამდებობის შეთავსება და მხოლოდ სერბეთის ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგა მოიგო, შემდეგ კი საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თავის უპრინციპულეს მეტოქეს - "პანათინაიკოსს" აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა