ტრაგედია იტალიის ქალაქ ტარგა ფლორიოში ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის დროს მოხდა
24 წლის ბრიტანელი ავტომრბოლელი გარეტ რობერტსი რალი IRC-ის სერიის მორიგი ეტაპის დროს დაიღუპა.

ტრაგედია იტალიის ქალაქ ტარგა ფლორიოში ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის დროს მოხდა.

რობერტსი შტურმანის როლს ასრულებდა "პეჟოს" მანქანაში, რომელსაც კრეიგ ბრინი მართავდა. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და მარჯვენა მხრიდან დიდი სიჩქარით შეეჯახა გზის დამცავ ბარიერს.

სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ უსაფრთხოების რელსმა მანქანის კორპუსი გახვრიტა და შტურმანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მძღოლი აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა.

"ეს ძალიან სამწუხარო უბედური შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ავტოსპორტი ძალიან სახიფათოა.

ავარიამ სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს როგორც პილოტისთვის, ასევე შტურმანისთვის. ყველაზე ხშირად სწორედ შტურმანი ზარალდება. ასე იყო 2005 წელს, როცა ბრიტანეთის რალიზე მაიკლ პარკი დაიღუპა", - განაცხადა IRC-ის მენეჯერმა ჟან-პიერ ნიკოლმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ავარია თითქმის იდენტური იყო იმ კატასტროფისა, რომელშიც სერიოზული ტრავმა მიიღო ფორმულა 1-ის პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მეტად გაუმართლა და ცოცხალი დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
ამიტომ არ გაუშვა ლოტუსმა კიმი რაიკონენი რალიზე , შეიძლება ცუდი მაგალითია მარა რალიში უსაფრთხოდ ნამდვილად არავინ არარის
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა