"დინამო არენაზე" 1995-97 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საქართველოს პირად-გუნდური ჩემპიონატი ორ დღეს გრძელდებოდა
თბილისში "დინამო არენაზე" ორ დღეს გრძელდებოდა 1995-97 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საქართველოს პირად-გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მძლეოსნურ სექტორებზე, ახალგაზრდების პარალელურად, უფროსი თაობის წარმომადგენლებმაც მოსინჯეს ძალები, მათ შორის - ისრაელიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა ათლეტებმა.

შაბათს მოასპარეზეთა და გულშემატკივართა ყურადღება სიმაღლეზე სახტომი სექტორისკენ იყო მიპყრობილი - აქ თამასას ეულად ებრძოდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ზურაბ გოგოჭური, რომელმაც ორიოდე კვირის წინათ თურქეთში თავისივე მიღწევა 1 სანტიმეტრით (225 სმ) გააუმჯობესა.

ამჯერად გოგოჭურმა სარეკორდო სიმაღლე ისევ გაზარდა - 2,26 მეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამ შეჯიბრებას 25 ივნისიდან ჰელსინკი უმასპინძლებს.

ფინეთის დედაქალაქში გოგოჭურთან ერთად სალომე რიგიშვილი (ბადრო), დავით ილარიანი (თარჯრბენი), მაიკო გოგოლაძე და ბოლესლავ სხირტლაძე (ორივე - სიგრძეზე ხტომა) იასპარეზებენ. ამ ხუთეულიდან ილარიანს, გოგოლაძეს და სხირტლაძეს ლონდონის ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი ადგილები დაჯავშნული აქვთ, ხოლო გოგოჭური და რიგიშვილი ოცნების ასრულებას ჰელსინკში შეეცდებიან.

რაც შეეხება "დინამო-არენაზე" ახალგაზრდების შეჯიბრებას, განსაკუთრებით მარიამ ბედუკაძემ, სოფი ჩალაშვილმა, გიორგი აზარაშვილმა და თორნიკე სვანიძემ იყოჩაღეს, რომლებმაც ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

აქვე გაუწყებთ პირველობის გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას.

კვარცხლბეკი

გოგონები. 100 მ. 1. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 13,08), 2. ნინო გვიანიძე (აჭარა, 13,44), 3. დეა საზუაშვილი (თბილისი, 13,56).

200 მ. 1. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 27,17), 2. ნინო გვიანიძე (27,70), 3. მარი გამგონეიშვილი (ორივე - აჭარა, 29,37).

400 მ. 1. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 1.02,99), 2. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 1.03,75), 3. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 1.04,43).

800 მ. 1. მარი ჭეიძე (თბილისი, 2.39,32), 2. გაიანე გაბრიელიანი (2.43,57), 3. მარინე სირაკანიანი (ორივე - ახალციხე, 2.52,72).

1500 მ. 1. თამრიკო შამოევა (თბილისი, 5.39,58), 2. მარინე სირაკანიანი (ახალციხე, 5.48,61). 3000 მ. 1. თამრიკო შამოევა (თბილისი, 12.48,99).

100 მ/თ. 1. მარი ძაგნიძე (ვანი, 16,59), 2. დეა საზუაშვილი (თბილისი, 17,10).

400 მ/თ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 1.12,81), 2. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 1.15,20).

ესტაფეტა. 4X100 მ. 1. თბილისი - 54,07 (მარი ჭეიძე, ნესტან დათუნაშვილი, დეა საზუაშვილი, მარიამ ბედუკაძე). 2. ვანი - 58,07, 3. ოზურგეთი - 58,45.

სიგრძე. 1. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 5,25), 2. მარი ძაგნიძე (ვანი, 5,18), 3. ნანი სირაძე (ქუთაისი, 5,05).

სიმაღლე. 1. ქრისტინა ზოლოტუხინა (150), 2. ვიკა შიშლოვა (ორივე - თბილისი, 125).

სამხტომი. 1. ნანი სირაძე (ქუთაისი, 10,82), 2. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 10,24).

ჭოკი. 1. დიანა ზოლოტუხინა (თბილისი, 200).

ბირთვი. 1. სოფო შათირიშვილი (8,15), 2. მარიამ კეკელიძე (7,18), 3. მარიამ პაკელიანი (სამივე - ოზურგეთი, 6,98).

ბადრო. 1. მარიამ პაკელიანი (ოზურგეთი, 20,02), 2. ნატა სანაია (წალენჯიხა, 16,30), 3. მედეა ჯანანაშვილი (ხობი, 15,51).

შუბი. 1. ვერონიკა გალუზინსკაია (თბილისი, 21,77), 2. მარიამ კეკელიძე (20,47), 3. ლიკა კეკელიძე (ორივე - ოზურგეთი, 18,21).

ვაჟები. 100 მ. 1. გიორგი აზარაშვილი (თბილისი, 11,2), 2. ბექა კურტანიძე (აჭარა, 11,6) 3. თემურ აზრუმელაშვილი (თბილისი, 11,7).

200 მ. 1. გიორგი აზარაშვილი (23,21), 2. გიგა ბერძენიშვილი (ორივე - თბილისი, 23,99), 3. ბექა კურტანიძე (აჭარა, 24,14).

400 მ. 1. გიგა ჭიკაძე (53,87), 2. გიგა ბერძენიშვილი (ორივე - თბილისი, 54,06), 3. აკაკი გოგოლაძე (ბორჯომი, 58,49).

800 მ. 1. ჯიმშერ ბუკია (ხობი, 2.10,19), 2. ნიკა სამხარაძე (2.21,79), 3. სანდრო ღამბაშიძე (ორივე - თბილისი, 2.22,96).

1500 მ. 1. ჯიმშერ ბუკია (ხობი, 4.33,93), 2. გელა ტაბატაძე (ახალციხე, 4.48,23), 3. გიორგი გოჩელაშვილი (ქუთაისი, 4.51,87).

3000 მ. 1. გელა ტაბატაძე (ახალციხე, 10.19,62), 2. გიორგი გოჩელაშვილი (ქუთაისი, 10.48,02).

110 მ/თ. 1. თემურ აზრუმელაშვილი (თბილისი, 15,61), 2. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 15,83).

400 მ/თ. 1. ავთანდილ ღონღაძე (1.00,14), 2. ნიკოლოზ გოგიაშვილი (ორივე - ქუთაისი, 1.06,80), 3. აკაკი გოგოლაძე (ბორჯომი, 1.10,79).

ესტაფეტა. 4X100 მ. 1. თბილისი - 44,43 (გიგა ბერძენიშვილი, გიორგი აზარაშვილი, თემურ აზრუმელაშვილი, გიგა ჭიკაძე), 2. ქუთაისი - 47,20, 3. ხობი - 49,37.

სიგრძე. 1. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 6,03), 2. გოგა მაღლაკელიძე (თბილისი, 5,98), 3. გიორგი რურუა (მარტვილი, 5,87).

სიმაღლე. 1. ავთანდილ ღონღაძე (ქუთაისი, 185), 2. დავით ალხანიშვილი (მარტვილი, 185), 3. სანდრო ჟამერაშვილი (თბილისი, 160).

სამხტომი. 1. ავთანდილ დოღონაძე (13,28), 2. გოგა მაღლაკელიძე (13,23), 3. ნიკოლოზ გოგიაშვილი (სამივე - ქუთაისი, 12,70).

ჭოკი. 1. ლაშა ქარქუსაშვილი (240). 2. რატი მიქაძე (200), 3. მიშა ცანავა (სამივე - თბილისი, 190).

ბირთვი. 1. თორნიკე სვანიძე (თბილისი, 12,51), 2. კახა მორგოშია (ზუგდიდი, 12,23), 3. გიორგი კორტავა (ხობი, 10,56).

ბადრო. 1. თორნიკე სვანიძე (თბილისი, 32,52), 2. კახა მორგოშია (ზუგდიდი, 31,90).

შუბი. 1. გიორგი კორტავა (ხობი, 34,40), 2. მერაბ ლატარია (ზუგდიდი, 22,91), 3. ნიკო ქარდავა (წალენჯიხა, 21,12).

ურო. 1. გიორგი ტყემალაძე (თბილისი, 45,34).

გუნდური. I ჯგუფი. 1. თბილისი - 357, 2. ქუთაისი - 313, 3. აჭარა - 113 ქულა.

II ჯგუფი. ვანი - 101, 2. ხობი - 99, 3. ბორჯომი - 80 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა