თუმცა შემცვლელზე სპეკულაციები უკვე დაიწყო
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერტ ვან ოოსტვეენმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიუხედავად ევროპის ჩემპიონატზე განცდილი კრახისა (ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა), "ნარინჯისფერების" მთავარი მწვრთნელის, ბერტ ვან მარვიიკის გათავისუფლებას არ აპირებს.

"ვან მარვიიკის გათავისუფლებას არ ვაპირებთ. მიმაჩნია, რომ მან კიდევ ერთი შანსი დაიმსახურა და თანამდებობაზე უნდა დარჩეს," - უთხრა ვან ოოსტვეენმა ჰოლანდიურ პრესას. ჰოლანდიური ფეხბურთის ბოსი ვან მარვიიკის გუნდის კრახს კატასტროფის ტოლფასად მიიჩნევს, მაგრამ ამაში მწვრთნელს ყველაზე ნაკლებად ადანაშაულებს.

"არცერთი ქულა, ხუთი გაშვებული გოლი - ჰოლანდიის ნაკრებს დიდ ტურნირზე ასე სამარცხვინოდ არასდროს უასპარეზია და ამას ყველანი ვაცნობიერებთ, მაგრამ ბერტ ვან მარვიიკი მაინც მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან წინა წლებში დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია.

ეს არის მწვრთნელი, რომელმაც ჩვენს გუნდს ორჯერ აბსოლუტურად უპრობლემოდ გადაალახვინა საკვალიფიკაციო ეტაპი და 2010 წელს ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

მისი დამსახურებები არ უნდა დაგვავიწყდეს და სხვათა შორის, კონტრაქტი 2016 წლამდე სპეციალურად გავუხანგრძლივეთ. მიმაჩნია, რომ ვან მარვიიკი კვლავაც სწორი არჩევანია," - განაცხადა ბერტ ვან ოოსტვეენმა და იქვე დასძინა, მომდევნო ტესტ-მატჩამდე (15 აგვისტო: ჰოლანდია-ბელგია) ბერტს აუცილებლად დაველაპარაკები და ევრო 2012-ზე განცდილ კრახს ერთად გავაანალიზებთო.

ვან მარვიიკი: შეცდომები დავუშვი!

თავად ვან მარვიიკმა პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და იქვე დასძინა, ამ სირცხვილისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებო.

"პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და შეცდომებსაც ვაღიარებ, - აღნიშნა ჰოლანდიელთა დამრიგებელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, - საერთო ჯამში ძალიან ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებდით.

თანაც, უმარტივესი გოლები გავუშვით. მოკლედ, ფეხბურთელებმაც და მეც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა არ მკითხოთ, გადადგომას ხომ არ აპირებო. ამ წუთას ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს".

მიუხედავად ფედერაციის პრეზიდენტის ასეთი განცხადებებისა, ჰოლანდიურ პრესაში მაინც დაიწყო სპეკულაციები ვან მარვიიკის შესაძლო შემცვლელის შესახებ. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების აზრით, თუ ვან მარვიიკი თავისი ნებით გადადგება ან მაინც გაათავისუფლებენ, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი რონალდ კუმანი იქნება.

ეს უკანასკნელი როტერდამის "ფეიენოორდს" წვრთნის და ამ გუნდის სპორტულმა დირექტორმა მარტინ ვან გეელმა განაცხადა, კუმანს არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა