ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პროფესიულ ტურს დაუბრუნდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კიმ კლაისტერსი
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პროფესიულ ტურს დაუბრუნდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კიმ კლაისტერსი.

29 წლის ბელგიელმა, რომელსაც მარტის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი, მთლიანად გამოტოვა გრუნტის სეზონი და მთელი ყურადღება ბალახის სეზონზე გადაიტანა. როგორც ცნობილია, მისი პრიორიტეტი ლონდონის ოლიმპიური თამაშებია, რომელიც უიმბლდონის კორტებზე ჩაივლის.

მსოფლიოს 50-ე ჩოგანი ჰოლანდიაში, ჰერტოგენბოშის ტურნირში ჩაება და პირველ წრეში 26 წლის შვეიცარიელ რომინა ოპრანდის შეხვდა. ბელგიელს გაუჭირდა მსოფლიოს 69-ე ჩოგანის დამარცხება. პირველი სეტი მან ტაი-ბრეიკზე წააგო - 6:7(5), სამაგიეროდ, მომდევნო ორ პარტიაში მეტოქეს მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო - 6:3, 6:2.

კლაისტერსმა სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, სამაგიეროდ, შვიდი ბრეიკი გააკეთა და მოგებისთვის საათი და 47 წუთი დახარჯა.

"დღევანდელი მატჩი თანაბარი იყო. ოპრანდი - ძლიერი მეტოქეა. საბედნიეროდ, არ დავნებდი და კონცენტრაცია არ დავკარგე. მეორე და მესამე სეტებში უკეთ ვთამაშობდი. ახლა ნებისმიერი მატჩისგან სიამოვნებას ვიღებ. ეს ზაფხული ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის", - განაცხადა მატჩის შემდეგ კლაისტერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა