IV ტურის მატჩებმა მეტად საინტერესო შედეგები მოიტანა და რაც მთავარია, შეიცვალა ლიდერი. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ადგილს "ინტერის" სახით პატრონი დაუბრუნდა. დიახ, ბოლო წლებში პირველ პოზიციაზე სწორედ "ნერაძურის" ხილვას მივეჩვიეთ და დიდ ხანს ლოდინმა არც ამ სეზონში მოგვიწია.

IV ტურის მატჩებმა მეტად საინტერესო შედეგები მოიტანა და რაც მთავარია, შეიცვალა ლიდერი. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ადგილს "ინტერის" სახით პატრონი დაუბრუნდა. დიახ, ბოლო წლებში პირველ პოზიციაზე სწორედ "ნერაძურის" ხილვას მივეჩვიეთ და დიდ ხანს ლოდინმა არც ამ სეზონში მოგვიწია. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა საკუთარ კედლებში "ბარი" მიიღეს და მეტოქეს ბრღვირი ადინეს - რაც მთავარია, დიეგო მილიტომ გაიტანა ორი გოლი, ნავსი გატეხა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ორი გოლი სამუელ ეტოომაც მიითვალა აქტივში, თუმცა ამჯერად, თერთმეტმეტრიანებით იხეირა და არა თამაშიდან. მთლიანობაში, "ინტერმა" შესანიშნავად იასპარეზა და ეს ბენიტესსაც დაუფასდა - გარკვეული დროით, მისი კრიტიკა აუცილებლად შეწყდება და შემდეგ ვნახოთ...

"მილანი" რომში ჩავიდა და თითქმის გადაჭედილ "ოლიმპიკოზე" "ლაციოს" შეერკინა. ლომბარდიელებმა მატჩი ტერიტორიული უპირატეობით წარმართეს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, კარგად მოგეხსენებათ. მეორე ტაიმის შუაწელი იყო, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩიბა თავი და სტუმრები დააწინაურა. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი ძალებით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. თავგამოდება დაუფასდათ კიდეც - მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც სერჯო ფლოკარიმ შედეგიანი დარტყმა განახორციელა და ტიფოზები აღტაცებაში მოიყვანა. "მილანმა" კიდევ ერთხელ წაიფირხილა და უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება "ინტერს".

"რომამ" კიდევ ერთი მარცხი განიცადა და ცხრილის ფსკერზე განისვენებს. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა ამჯერად "ბრეშას" დაუტოვეს სამი ქულა და რომში ხელცარიელნი დაბრუნდნენ. დედაქალაქელთა თავკაცი კი მატჩის შემდეგომ ემოციებს ვერ თოკავდა - აი, რა განაცხადა რანიერიმ:

"უკვე მერამდენე თამაშია მსაჯი ჩვენს საწინააღმდეგოდ შეცდომას უშვებს - უფრო სწორად შეცდომებს და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, წარმოდგენა არ მაქვს. რომ არა ასეთი ტენდენციური მსაჯობა, დღევანდელ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებდით. ფილიპ მექსე სულ ტყუილად გააგდეს მოედნიდან, ამასთან, ჩვენი კარის მიმართულებით აბსურდული თერთმეტმეტრიაი დაინიშნა. ამბობენ, რომ მარჩელო ლიპი შემცვლის? - მე ვაგრძელებ მუშაობას, ჟურნალისტებმა კი უმჯობესია ტენდენციური მსაჯობის თემაზე გაამახვილოთ ყურადღება. ეს კატასტროფაა და რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ".

ლაციო-მილანი 1:1

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (66), 1:1 ფლოკარი (81)

ინტერი-ბარი 4:0

გოლები: 1:0 მილიტო (27), 2:0 ეტოო (50-პენ.), 3:0 ეტოო (63-პენ.), 4:0 მილიტო (86).

ბრეშა-რომა 2:1

გოლები: 1:0 ჰეტემაი (13), 2:0 კარაჩოლო (65-პენ), 2:1 ბორიელო (84)

გაძევება: მექსე (64. რომა)

ბოლონია-უდინეზე 2:1

გოლები: 0:1 დი ნატალე (9), 1:1 ხიმენესი (16), 2:1 დი ვაიო (90)

კალიარი - სამპდორია 0:0

კატანია-ჩეზენა 2:0

გოლები: 1:0 სილვესტრი (23), 2:0 მაქსი ლოპესი (52).

ჯენოა-ფიორენტინა 1:1

გოლები: 0:1 ჯილარდინო (11), 1:1 მესტო (18).

ლეჩე-პარმა 1:1

გოლები: 1:0 ჯედა (31-პენ.), 1:1 კრესპო (69).

ნაპოლი-კიევო 1:3

გოლები: 1:0 კანავარო (9), 1:1 პელისიერი (22), 1:2 ფერნანდესი (58), 1:3 პელისიერი (74).

იუვენტუსი-პალერმო დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 4 3 1 0 8-2 10

2. კიევო 4 3 0 1 8-4 9

3. ბრეშა 4 3 0 1 6-5 9

4. კატანია 4 2 1 1 6-4 7

5. ლაციო 4 2 1 1 6-5 7

6. ჩეზენა 4 2 1 1 3-2 7

7. კალიარი 4 1 3 0 5-1 6

8. მილანი 4 1 2 1 6-4 5

9. სამპდორია 4 1 2 1 6-5 5

10. პარმა 4 1 2 1 5-4 5

11. ბოლონია 4 1 2 1 5-6 5

12. ჯენოა 4 1 2 1 4-5 5

13. ნაპოლი 4 1 2 1 6-7 5

14. ბარი 4 1 2 1 3-6 5

15. იუვენტუსი 3 1 1 1 7-4 4

16. ლეჩე 4 1 1 2 2-6 4

17. ფიორენტინა 4 0 2 2 3-5 2

18. რომა 4 0 2 2 4-9 2

19. პალერმო 3 0 1 2 3-5 1

20. უდინეზე 4 0 0 4 2-9 0

ბომბარდირები: 5 - ეტოო (ინტერი); 4 - პელისიერი (კიევო); 3 - დი ვაიო (ბოლონია), კავანი (ნაპოლი), კასანო (სამპდორია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე