საფრანგეთში გაიმართა ლე მანის 24-საათიანი ლეგენდარული რბოლა, რომელსაც წელს იუბილე ჰქონდა
საფრანგეთში გაიმართა ლე მანის 24-საათიანი ლეგენდარული რბოლა, რომელსაც წელს იუბილე ჰქონდა - მე-80-ედ გაიმართა.

საიუბილეო მარათონი, როგორც მოსალოდნელი იყო, "აუდის" მანქანების დომინირებით მიმდინარეობდა.

პოული შარშანდელმა ჩემპიონმა - ანდრე ლოტერერის, მარსელ ფასლერისა და ბენუა ტრელუიეს ტრიომ მოიპოვა. კარგად დაწყებული უქმეები ამ სამეულმა შესანიშნავად გააგრძელა. მთელი 24 საათის განმავლობაში მათ მხოლოდ ორჯერ დაკარგეს ლიდერობა, მაგრამ მაინც ახერხებდნენ პირველ ადგილზე გადასვლას.

მოლოდინისამებრ, გამარჯვებული ტრიოს მთავარი კონკურენტი "აუდის" კიდევ ერთი ძალიან ძლიერი ეკიპაჟი იყო. აქ შედიოდნენ ალან მაკნიში, დინდო კაპელო და სახელგანთქმული ტომ კრისტენსენი, რომელიც ლე მანის რვაგზის გამარჯვებულია. სხვათა შორის, კაპელოსთვის ეს იყო კარიერაში ბოლო "ლე მანი".

თუმცა გამარჯვებული ეკიპაჟის უპირატესობა საკმაოდ დიდი იყო - ლოტერერის ტრიომ მაკნიშისას მთელი ერთი წრით გაასწრო. მესამე ადგილზეც "აუდის" ეკიპაჟი გავიდა ჯერვისის, ბონანომისა და როკენფელერის შემადგენლობით.

წლევანდელი "ლე მანი" კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. სადღაც მეექვსე საათზე "ტოიოტას" პილოტი, ამერიკელი ენტონი დევიდსონი საკმაოდ ნელა მიმავალ "ფერარის" ასწრებდა. იტალიურმა მანქანამ მოულოდნელად მარჯვნივ მოუხვია და ავტომობილებს შორის კონტაქტი მოხდა. დევიდსონის "ტოიოტა" ჰაერში ავარდა და ძველი საბურავების ბარიერს დაენარცხა.

ამერიკელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ხერხემლის ორი მალა აქვს დაზიანებული, თუმცა გონზეა და შეუძლია მოძრაობა და ლაპარაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა