”სკუადრა აძურამ” ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის გოლებით ირლანდიის ნაკრები 2:0 დაამარცხა
იტალიის ნაკრებმა ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ირლანდიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ჯოვანი ტრაპატონის გუნდი ტურნირის ორ სასტარტო მატჩში განცდილი დამარცხების შემდეგ რეაბილიტაციას ცდილობდა. ამიტომ მატჩის დებიუტში უფრო აქტიური ჩანდა, მაგრამ იტალიის ნაკრების დაცვამ, ჯანლუიჯი ბუფონის ხელმძღვანელობით, ბრიტანული გუნდის ყველა გარღვევა აღკვეთა.

35-ე წუთზე იტალიამ გოლი გაიტანა: კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ კასანომ თავური დარტყმით ბურთი ხარიხას მოარტყა, საიდანაც ის შეი გივენის კარში ჩაეშვა.

მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეორე გოლის გატანის შანსი დე როსის და დი ნატალეს ჰქონდათ, ირლანდიელთაგან კი სახიფათო დარტყმა ენდრიუსმა 79-ე წუთზე შეასრულა.

მეორე ტაიმში ირლანდიელი ფეხბურთელი ენდრიუსი გააძევეს, რომელმაც ორი გაფრთხილება მიიღო და მოედანი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე დატოვა.

იტალიის ნაკრების მეორე გოლი ბალოტელიმ გაიტანა, რომელმაც 90-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდებისას ეფექტური დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.

C ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ხორვატთა წინააღმდეგობა მატჩის მიწურულს გატეხა და 1:0 გაიმარჯვა.

C ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7

2.იტალია 3 1 2 0 4-2 6

3.ხორვატია 3 1 1 1 4-3 4

4.ირლანდია 3 0 0 3 1-9

ასევე იხილეთ:

ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა