არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ უკრაინის ნაკრების ქომაგები ინგლისსთან მათი გუნდის წარუმატებლობის შემთხვევაში
19 ივნისს დონეცკში, დონბას-არენაზე ჩატარდება ინგლისი-უკრაინის ნაკრებთა შეხვედრა, რომლის ვერმოგება უკრაინისათვის კატასტროფული იქნება.

ამ მატჩზე დონეცკში ანშლაგს ელოდებიან. აქ ჩამოსული არიან უკრაინის ფანები კიევიდან, ლვოვიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, სევასტოპოლიდან და სხვა ქალაქებიდან.

დონეცკის ქართული დიასპორა ასევე აქტიურად ქომაგობს უკრაინის ნაკრებს. როგორც დონეცკის ოლქის ქართული დიასპორის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და აქაური ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "რუსთაველის" პრეზიდენტმა სოსო მაჭავარიანმა (წარმოშობით ქობულეთელია, ყოფილი კალათბურთელი და ხელბურთელი, 40 წელიწადია, მუშაობს დონბასში) გვითხრა, დონეცკის ოლქში, ოფიციალური მონაცემებით, 7 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, რეალურად კი უფრო მეტი.

ქალაქში აშკარად იგრძნობა, რომ მოსახლეობა ფეხბურთის მოლოდინით ცხოვრობს. დონეცკი ხომ უკრაინის ბარსელონად ითვლება. თუმცა აქ და განსაკუთრებით, კიევიდან ჩამოსულ ქომაგებს უკვირთ, რატომ აირჩიეს დონეცკი ამ მატჩების ჩასატარებლად.

დონეცკში უკრაინის ნაკრები ტრადიციულად წარუმატებლად თამაშობს, მაგრამ აქ იმედოვნებენ, ინგლისსთან ეს ნავსი გატყდება და უკრაინა მოიგებს ამ გადამწყვეტ შეხვედრას.

ინგლისელი ქომაგები, რომლებიც ახლა დონეცკში არიან, ჯერჯერობით მშვიდად იქცევიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წესრიგის დასაცავად დამატებითი ზომები მიიღო. ჩვენ ამას აშკარად ვხედავთ - დონბას-არენიდან 200 მეტრის მოშორებით ვართ დაბინავებულები და აქედან ხელისგულივით მოჩანს სტადიონი.

უკრაინის მილიციის პოლკოვნიკმა გვითხრა, რომ მატჩის დაწყებამდე 4 საათით ადრე მანქანებისათვის სტადიონთან მისასვლელი ყველა მიმდებარე ქუჩა გადაიკეტება. მაყურებლის კონტროლი და შემოწმება გაძლიერდება, რაც არავისთვისაა გასაკვირი.

არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ უკრაინის ნაკრების ქომაგები მათი გუნდის წარუმატებლობის შემთხვევაში - საფრანგეთთან მარცხი თუ აპატიეს, ეს არ ნიშნავს, რომ ასევე მშვიდად შეეგუებიან ინგლისსთან წაგებას. ამის განცდა მათ სიზმარშიც არ სურთ.

თენგიზ პაჭკორია

დონეცკიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"

ასევე იხილეთ:

ევრო 2012-ის კულისებში: 30-ტონიანი ბურთი "დონბას-არენის" ვარსკვლავურ ხეივანში

ევრო 2012-ის კულისებში: ექსპერიმენტი ქართული ღვინით კიევის აეროპორტში

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა